“ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტმა, ანსუ ფატიმ რამდენიმე სერიოზული ტრავმა გადაიტანა. ბოლო ორ შემთხვევაში, იგი დაბრუნებიდან ძალიან მალევე დაშავდა. ფატის ერთხელ ოპერაციის გაკეთებამაც მოუწია, რამაც 10 თვე გამოატოვებინა. ეს ყველაფერი 19 წლის ასაკში ფსიქოლოგიურად რთულად გადასატანია და მენტალური სიმტკიცის შენარჩუნება ძალიან მნიშვლოვანია.
Sport-ის ინფორმაციით, ფატის რთული პერიოდის გადატანაში დანი ალვესის დაბრუნება ძალიან დაეხმარა. ბრაზილიელმა “ბარსაში” დაბრუნებიდან მალევე ანსუსთან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბება დაიწყო და მას ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემების დაძლევაში შეუწყო ხელი. ალვესი ფატიზე ორჯერ უფროსია და მისი გამოცდილების გაზიარება 19 წლის შემტევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დანის მსგავს ლეგენდასთან გასახდელი ოთახის გაზიარება წარმოშობით გვინეა-ბისაუელისთვის დიდი პრივილეგიაა.
ფატისა და მასთან ურთიერთობაზე ალვესმა ცოტა ხნის წინ თავადაც ისაუბრა:
ანსუ გოლების გასატანადაა დაბადებული. ის სამუელ ეტო’ოს მახსენებს. ის დაცვის გამრღვევი მანქანაა. ვფიქრობ, მას ასევე შეუძლია, თავისი ეპოქა შექმნას, “ბარსელონაში” თავისი ისტორია დაწეროს. ისევე, როგორც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელის შემთხვევაში, ის დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გზას აირჩევს და როგორ განავითარებს თავის თვისებებს. პოპულარობა ცხოვრებაში ყველაზე დიდი დაბრკოლებაა და უნდა იცოდე, როგორ გაუმკლავდეს მას.
ფატისთან ბევრს ვსაუბრობთ. მან პორტუგალიურიც იცის და ჩვენ ორნი ამანაც გაგვაერთიანა. ანსუს ძალიან კარგი მომავალი აქვს, ის ფანტასტიკური ბიჭია. ის ძალიან გულიანია. ოჯახიც ეხმარება. ცხოვრებას ძლიერი ხასიათითა და სიმშვიდით უნდა შეხვდე. პრობლემები უნდა აღმოაჩინო და ისინი მოაგვარო. კარიერის სტარტზე ლეოც ძალიან ხშირად იყო ტრავმირებული და მან ამ პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნო. როდესაც ამას ანსუც გააკეთებს, ის უფრო სტაბილური გახდება.
ფატი გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა და, სავარაუდოდ, დანი ალვესთან ერთად მოედანზე მალე ვიხილავთ.
ურთიერთობების სპეციალისტია, მახსოვს ბარსაში ადრეულ წლებში სათადარიგოზე ჯდომის დროს ვერ ჩერდებოდა სულ მაიმუნობდა და რაღაც ნივთებს ესროდა ხოლმე თანაკლუბელებს მარტო შტეგენს ვერ უბედავდა, ყოველთვის მოღუშული და დაძაბული იყურებოდა ხოლმე როცა მოედანზე ბრავო იმყოფებოდა. ესეც კი ვიპოვე.
https://www.youtube.com/watch?v=zpgRUt0eqkc
აჰა, ანუ დანიც ჩემს აზრზეა დახლოებით
ალვესის დარჩენა მარტო ამის გამო ღირს. გასახდელში კარგ სიტუაციას ქმნის როგორც ჩანს. ანსუ დაბრუნდება როგორც ყოველთვის გოლებით. რამდენი დაბრუნდა ტრავმიდან იმდენი გოლით აღნიშნა დაბრუნება.
პუიოლი დანიშნონ რამე თანამდებობაზე,სასურველია გასახდელთან ახლოს,რომ იყოს ეგეთ რამეზე.
დანი ძაან პოზიტიური და ამ სიბერეში დაბრძენებული კაცია, ახალგაზრდებს სამაგალითო პიროვნება ჰყავთ გვერგით მისი სახით, ასეთი მენტალიტეტი და ფეხბურთის ასეთი სიყვარული იშვიათია, ეს გუნდზეც კარგად მოქმედებს
ანსუ მენტალურადაც ძლიერია და სათამაშო ინტელექტიც ზე დონეზე აქვს , ხოლო ამ პოზიტიური ბაბუას გვერდით არ მოიწყენს
ალვეშის მსგავსი მენტორი დიდი პატივია ფატისთვის. იმედია მოიშორებს ამ ტრავმებს საბოლოოდ, ამ სეზონში საერთოდ არცაა საჭირო რომელიმე თამაშში თუნდაც ერთი ტაიმი ითამაშოს სრულად, დასაწყისითვის ბოლო 10-15 წუთით შემოიყვანონ და ნელ-ნელა გაუზარდონ დრო. ფატის კონტრიბუციის გარეშე მოვედით აქამდე და არც ამის მერე გაგვიჭირდება, ასე რომ მომავალი სეზონისთვის სრული მზადყოფნა გვინდა ანსუსგან <3