“ბარსელონასთვის” სანაკრებო პაუზა დასრულდა. ბოლო დღე წარმატებული იყო იმ მხრივ, რომ ტრავმა არავის მიუღია.
პორტუგალია-ესპანეთი 0-1
ესპანეთს პორტუგალიასთან სტუმრად სატურნირო თამაში 1934 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. დღეს მოგება ჭირდებოდა იმისათვის, რომ ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გასულიყო. პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი მოგებისგან ძალიან შორს იყო, პორტუგალია აშკარად ჯობდა. თუმცა მეორე ნახევარში მოედანზე ჯერ ბუსკეტსი, შემდეგ კი პედრი და გავი შევიდნენ, რამაც თამაში რადიკალურად შეცვალა და “ფურია როხამ” მოიგო, რისი წყალობითაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა.
“ბარსელონელებიდან” სასტარტოში მხოლოდ ფერან ტორესი იყო, რომელმაც მოედანი 73-ე წუთზე დატოვა. ბუსკეტსი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გავი და პედრი მესამოცეზე.
ბრაზილია-ტუნისი 4-1
ძალიან კარგი თამაში ჰქონდა “ბარსას” ბრაზილიელ შემტევს, რაფინიას, რომელმაც ტუნისთან გამართული ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში თავი 2 მშვენიერი გოლითა და 1 ასევე ძალიან კარგი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
რაფინია 66-ე წუთზე შეცვალეს.
ესპანეთი U21-ნორვეგია U21 3-0
ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ამხანაგური თამაში ალეხანდრო ბალდემ, არნაუ ტენასმა და “ვალენსიაში” განათხოვრებულმა ნიკო გონსალესმა სკამზე დაიწყეს. ბალდე და ნიკო მოედანზე 46-ე წუთზე შევიდნენ, ტენასი კი სკამზე დარჩა.
კოტ დ’ივუარი-გვინეა 3-1
კოტ დ’ივუარელთა ამხანაგურ მატჩში სრულად ითამაშა ფრანკ კესიემ, რომელმაც ყვითელი ბარათიც მიიღო.
გავიძახიიიი მერამდენეეეთ! რომ როცა ტორესია მინდორზე, ბარსაც და ნაკრებიც ათკაციანი რომააა ვერც ჩავი და ვერც ლუჩო ვერ ხვდებაააა?! მარტო მე ვხვდებიიიი? მითხარით იქნება დიდ სისულელეს გავიძახი ძმებო!
გაყიდეეეეთ!
ესპანეთს კაი ფორვარდი არ ყავს თორე ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს ლუჩოს
აბა ეგა თქვი, ზამენაზე რო ჟოაო ფელიში და ლეაო ეყოლება. ამათ რონალდუც რო თამაშობს ფაქტიურად 10 კაცია მოედანზე.
ესპანეთს მოგება ჰაერივით სჭირდებოდა… პრესტიჟს
და ავტორიტეტს გაფრთხილება უნდა..
სანაკრებო თამაშები ბარსასთვის არასახარბიელო აღმოჩნდა…
ამ ტორეს მოკლედ არაფერი ეშველება ნაკრებში მაინც უვარდებოდა ხოლმე თამაშები და აქაც ვეღარაფერს შვება
პროგრესის მაგივრად რეგრესისკენ მიდის
უკვე ჩავიქნიე მაგ ბიჭზე ხელი 😏
გავი რა დონე გვყავს პროსტა
მუსიალა უნდა წამოვიყვანოთ ბაიერნიდან. ლაპორტა იზრუნე. მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტია.
პორტუგალიის უტრაკო დედაც. ამ ესპანეთს საქართველო მოუგებდა. გასაშვებია პორტუგალიის მწვრთნელი. ერთი ევროპა გაუვარდა და მაგის მერე ყველა დიდ ტურნირზე ჩაისვარა მიუხედავად იმისა რომ შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესო ჰყავს.