ანსუ ფატის მამა, ბორი ფატი ესპანეთში გვინეა-ბისაუდან აღმოჩნდა. მან მუშაობა ნაგვის სატვირთო მანქანის მძღოლად დაიწყო და ქუჩაშიც კი ეძინა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, როცა მისმა შვილმა ფეხბურთის თამაში დაიწყო, ოჯახის ცხოვრება შეიცვალა. ახლა კი ბორის ეშინია, რომ ანსუს კარიერა არ შედგება და გუშინ მასზე განცხადება სწორედ ამიტომ გააკეთა.
Sport-ის ცნობით, კატალონიურ კლუბში ფიქრობენ, რომ ბორი ფატის განცხადება ანსუს არაფერს არგებს, მაგრამ სჯერათ, რომ ამას ფეხბურთელთან და აგენტ ჟორჟე მენდეშთან არანაირი კავშირი აქვს.
ამას ელაპარაკენ უკვე ზადნი რო მისცა, ნაგვის მანქანაზე ნუ დამაბრუნებთო.
სწორია მერე, ფაქტია უკან-უკან მიდის ფატის კარიერა
ეს ეხლა მიხვდა რომ ანსუს კარიერა საფრთხეშია თუ არ გამოცოცხლდა მისი შვილი?
10 ნომერი რომ გადაიცვა რა ეგონა? მე პირადად ძალიან მეცოდება ანსუ მაგრამ თვითონ არ ეცოდება თავისი თავი.
ეგ მინდორზე რომ გამოდის, არ უნდა ჩერდებოდეს, სულ ცეცხლებს უნდა ყრიდეს თვალებიდან და ფეხებიდან, გავი მოგონება უნდა იყოს ისე უნდა აპრესინგებდეს და მოძრაობდეს, იხსნებოდეს, სულ ბურთს უნდა ითხოვდეს. კლასი რომ არ ჰყოფნიდეს და ვერაფერს აკეთებდეს, ჟინი მაინც უნდა ჰქონდეს თამაშის.
ეს კიდე გამოვა და მიშა მესხივით დგას და ელოდება პასს როდის მისცემენ. არა მესხივით რომ შეეძლოს ბურთის მიღების შემდეგ 3-4 კაცის მოტყუება, ვინ ეტყოდა რამეს მაგრამ, რომ ვერც ფაფხურობს. დემბელე ფაფხურობს მაინც და 10 დან ერთი ხომ მაინც გამოსდის თუ მეტი არა.
არ ვიცი რა ეშველება ფატის – ფსიქოლოგი და თავდადებული ვარჯიშები.