workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: გუშინ 2 დარღვევა დაფიქსირდა, გერმანელებისთვის ბილეთები არ მიგვიყიდია

ჟოან ლაპორტა: გუშინ 2 დარღვევა დაფიქსირდა, გერმანელებისთვის ბილეთები არ მიგვიყიდია

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა “კამპ ნოუზე” გუშინ მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

ორი დარღვევა დაფიქსირდა, ორივე სტადიონის მესამე იარუსზე, რომელზეც გერმანელები იყვნენ. და ასევე, სეზონური აბონემენტის მფლობელების ბილეთები, რომელიც მეტოქის ფანების ხელში აღმოჩნდა.

ამაში კლუბი დამნაშავე არაა. ჩვენ მხოლოდ თამაშის ორგანიზებაზე ვმუშაობდით. ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და საჭირო ზომებს მივიღებ. გერმანელებისთვის ბილეთები არ მიგვიყიდია.

რამდენიმე შეზღუდვით საზოგადოებისთვის 34 440 ბილეთი გამოვყავით, რომელთა შეძენაც გერმანული საკრედიტო ბარათით არ შეიძლებოდა. ეს ბილეთები სწორედ მესამე იარუსისთვის იყო გათვლილი, რომელიც, რატომღაც, მთლიანად “აინტრახტის” ფანებმა მოიცვეს.

გერმანელებმა ბილეთები არალეგალურად იყიდეს. აგრეთვე, 37 746 ბილეთი, რომელიც სეზონური აბონემენტის მფლობელების ეკუთვნოდათ, ხელში ფრანკფურტელებმა ჩაიგდეს. 

– ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს Esport3.

ლაპორტას მიერ მოყვანილი რიცხვების გარდა, ასევე ცნობილია, რომ გუშინ მეტოქისთვის 5 000 ბილეთი იყო გამოყოფილი, 2 425 კი – UEFA-ს მიერ მოწვეული პირებისთვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2022, 16:42

    გერმანული ბარათით რატო იყიდიდნენ? ესპანელს მისცემდნენ ნაღდს და ის ესპანელი თვითონ აუღებდა ბილეთს თავისი ბარათით. ერთადერთი გამოსავალი ბილეთებზე პირის მონაცემების დატანა უნდა იყოს.

  • iashkabarsa
    schedule 16 აპრ 2022, 04:22

    თქვენვე დააჩოქეთ გუნდი მორალურად თამაშამდე, შესაბამისად შედეგიც დაგიდგათ, ამის გამო კი თქვენი დედას …

  • JasoN
    schedule 15 აპრ 2022, 22:33

    რა ზღაპრებს ყვებით ერთი გამაგებინეთ რაა??? გუნდმა წააგო თამაში აინტრახთან კამპნოუზე და რა შუაშია აქ 30000 ან თუნდაც 35000 ათასი გულშემატკივარი? პანდემიის დროს უგულშემატკივროთაც რო ვაგებდით მაშინ ვიღას ვაბრალებდით? არ წაუვიდათ თამაში წავაგეთ და ვსიო მორჩა აღიარება უნდა ვისწავლოთ დამარცხების

  • პავლოვიჩი56
    schedule 15 აპრ 2022, 22:11

    ეს თახსირი რაებს ლაყბობს…რამოდენიმე დღის წინ ,ბორდმა-ლაპორტამ არ მიმართეს გულშემატკივრებს აბონიმენტები დააბრუნეთო?

  • DesmondHume
    schedule 15 აპრ 2022, 21:14

    გამოდის იმაზე თითქმის 10-ჯერ მეტი აინტრახტის ქომაგი იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო, უდიდესი სირცხვილია. რა დავაშავეთ რო ნორმალური მმართველობა არ გვეღირსა, ბართომეუ იყო და ისეთ ვალებში გადაგვაგდო სერიოზულად დან*რეული გვაქვს, ახლა კიდე ლაპორტას დროს ამხელა სირცხვილი ვჭამეთ… აშკარაა ბარსას პრობლემები მხოლოდ მოედანზე არსებულით არ შემოიფარგლება და ბევრად უფრო ცუდადაა საქმე.

  • Bakero
    schedule 15 აპრ 2022, 20:49

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    მაგარია ძაან, ანუ 40 000 ფრანკფურტელი იყო სტადიონზე, ძალიან კარგი😐😐😐


    არა სამწუხაროდ გაცილებით მეტი რაც ამ მოკლე გატეხილმა სასისკმა ლაპორტამ თქვა : "რამდენიმე შეზღუდვით საზოგადოებისთვის 34 440 ბილეთი გამოვყავით, რომელთა შეძენაც გერმანული საკრედიტო ბარათით არ შეიძლებოდა. ეს ბილეთები სწორედ მესამე იარუსისთვის იყო გათვლილი, რომელიც, რატომღაც, მთლიანად "აინტრახტის" ფანებმა მოიცვეს" " გერმანელებმა ბილეთები არალეგალურად იყიდეს. აგრეთვე, 37 746 ბილეთი, რომელიც სეზონური აბონემენტის მფლობელების ეკუთვნოდათ, ხელში ფრანკფურტელებმა ჩაიგდეს " ანუ 34 440 + 37 746 = 72 186 გერმანელი ყოფილა გუშინ კამპ ნოუზე rage rage rage

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 15 აპრ 2022, 20:44

    მაგარია ძაან, ანუ 40 000 ფრანკფურტელი იყო სტადიონზე, ძალიან კარგი😐😐😐

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 აპრ 2022, 20:39

    არ იმსახურებენ ბარსას დონის გუნდის ყოლას, ყვეკანაირად იდეალური გუნდია იმისათვის რომ უგულშემატკივრო და ესენი აქ ბიზნესს აკეთებენ, ყველას თუ აუკრძალავენ კამპ ნოუსთან მიახლოებასაც კი სამართლიანი იქნება

  • S.t.a.l.k.e.r.
    schedule 15 აპრ 2022, 20:30

    ქვეყანას რომ ასეთი კლუბი ეყოლება და ვერ გაუფრთხილდება რაც უკრაინას დამართა დედა…..რუსეთმა იმაზე უარესის ღირსია ასეთი ქვეყანა
    დიდება უკრაინას და ბარსას🇺🇦🇺🇦

  • shu1987
    schedule 15 აპრ 2022, 20:19

    ანუ 34440 და 37746 ბილეთი ???? შიგ ხოარ აქვს ვის აბოლებს ეს სირმანჯო ტოო, ვინ შედიოდა მოედანზე არ ამოწმებდნენ ?? არ ვიცი არ ვიცი, ანუ ჩავი ელოდებოდა 70000 კულეს და დახვდა 72186 გერმანელი რა მოგება გუნდი მორალურად გაანადგურეს ამ კვერცხებმა.

  • გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉
    schedule 15 აპრ 2022, 20:17

    რა სისულელეა, ეს აქამდე რატომ არ იცოდნენ