ბარსელონას არსენალთან ფეხბურთელების გაცვლა სურს

ბარსელონას არსენალთან ფეხბურთელების გაცვლა სურს

“ბარსელონამ” მორიგ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. საუბარი ლონდონის “არსენალის” ცენტრალურ მცველზე, გაბრიელზეა.

მომდევნო სეზონში “ბარსელონას” დაცვის ცენტრში პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რადგან გუნდს ჟერარ პიკე, რონალდ არაუხო, ერიკ გარსია და ანდრეას კრისტენსენი ეყოლება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ “ბლაუგრანა” კლემან ლანგლესა და სამუელ უმტიტის გაშვებას გეგმავს, ჩავის სურს, გუნდში ცაცია ცენტრალური მცველი მოიყვანოს.

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონა” 24 წლის ბრაზილიელი მცველის, გაბრიელის ტრანსფერის ვარიანტს განიხილავს. ტრანსფერს ხელი, შესაძლოა, “არსენალთან” არსებულმა კარგმა ურთიერთობამ შეუწყოს.

ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით “ბარსელონას” სურს, რომ გაბრიელის ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელი ჩართოს. კატალონიელებს სამი ვარიანტი აქვთ – მემფის დეპაი, რიკი პუჩი და ნეტუ. გავრცელებული ცნობებით ლონდონელები დეპაის დამატების წინააღმდეგნი არ არიან.

გაბრიელი “არსენალში” 2020 წელს “ლილიდან” 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მის აქტივში 62 თამაში და 6 გოლია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    13 აპრ 2022, 11:56

    უმტიტის და ლანგლეს გაშვება კარგია, მაგრამ წავლენ?

  • Don_Andresito
    12 აპრ 2022, 21:32

    ლენგლეც ხურდაში

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    12 აპრ 2022, 19:28

    ეჰ, უმტიტიმ აკრიფოს ფორმა და მეტი არ გვინდა არაფერი😔😍 ეს კიდე დეპაიში თუ გაცვალეს არ არის ცუდი ვარიანტი

  • VanillaSoul
    12 აპრ 2022, 19:16

    ციტატა: ROUCH
    უმტიტს უმკურნალეთ და გავარტი ნებისმიერ ცაცია მცველს ვისზეც ბაზარი მიდის


    უმტიტი არა სლის მარილი კიდე. მაგან დაამთავრა კარიერა ჩათვალე.

  • ROUCH
    12 აპრ 2022, 18:21

    უმტიტს უმკურნალეთ და გავარტი ნებისმიერ ცაცია მცველს ვისზეც ბაზარი მიდის