ჰანსი ფლიკის “ბარსელონამ” 2026/27 წლების სეზონი შეტევაში გამაოგნებელი ციფრებით გახსნა. კატალონიელებმა საწყის ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში 22 გოლი გაიტანეს, აქედან ოთხ მატჩში კი მეტოქის კარი ხუთჯერ აიღეს. მორიგი “მანიტა” ოთხშაბათს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაფიქსირდა, სადაც ბლაუგრანამ როტერდამის “ფეიენორდი” 5-1 გაანადგურა.
105 წლის წინანდელი რეკორდის გამეორება
სეზონის სტარტზე ოთხ მატჩში ხუთი ან მეტი გოლის გასატანად კლუბის ისტორიაში მთელი საუკუნით უკან დაბრუნებაა საჭირო. მსგავსი შედეგი ბოლოს შორეულ 1921/22 წლების სეზონში, ინგლისელი ჯეკ გრინველის მწვრთნელობისას დაფიქსირდა.
მიმდინარე სეზონში გუნდმა ხუთგოლიანი სანახაობა ლა ლიგაში “ელჩესთან” (5-0), “რაიო ვალეკანოსთან” (5-2) და “ვალენსიასთან” (5-0), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე როტერდამის “ფეიენოორდთან” (5-1) მოაწყო. ამას ემატება ბილბაოს “ატლეტიკთან” მოპოვებული გამარჯვებაც (2-0).
საწყის ხუთ ოფიციალურ თამაშში გატანილი 22 ბურთი “ბარსელონაში” 1950 წლის შემდეგ არავის უნახავს, როდესაც გუნდს ლეგენდარული ფერდინანდ დაუჩიკი წვრთნიდა.
ბომბარდირთა დავა: რაფინია სათავეშია
გატანილი 22 გოლიდან რვა ბრაზილიელი ფორვარდის, რაფინიას ანგარიშზეა. გუნდის ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:
- რაფინია – 8 გოლი
- ლამინ იამალი – 5 გოლი
- ფერმინ ლოპესი – 4 გოლი
- კარიმ ადეიემი – 2 გოლი
- პედრი – 1 გოლი
- გაბრიელ ჟეზუსი – 1 გოლი
- ავტოგოლი – 1 (მატჩში “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ)
ჰანსი ფლიკის “ბარსელონამ” 2026/27 წლების სეზონის სტარტზევე ოქროს ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი კლუბის ისტორიაში: 22 გატანილი და მხოლოდ 4 გაშვებული ბურთი.
forum კომენტარები (0)