“ლევანტესთან” მოგებული შეხვედრა ჟორდი ალბასთვის ისტორიული გამოდგა.
33 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონას” რიგებში 421-ე მატჩი ითამაშა, რითაც გილერმო ამორის გაუთანაბრდა და ამ მაჩვენებლით კლუბის ათეულში შევიდა.
ალბამ ისტორიულ შეხვედრაში საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა. ლუკ დე იონგმა გამარჯვების გოლი სწორედ ჟორდის პასით გაიტანა.
ათეული ასე გამოიყურება:
- ლეო მესი – 778
- ჩავი ერნანდესი – 767
- ანდრეს ინიესტა – 674
- სერხიო ბუსკეტსი – 672
- ჟერარ პიკე – 604
- კარლეს პუიოლი – 593
- მიგელი – 549
- ვიქტორ ვალდესი – 535
- კარლეს რეშაკი – 449
- ჟორდი ალბა/გილერმო ამორი – 421
ალბა 1998-2005 წლებში “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. შემდეგ მან კლუბი დატოვა და “ბლაუგრანას” პირველ გუნდში 2012 წლიდან ასპარეზობს. აქამდე, მის ანგარიშზე 420 მატჩში გატანილი 24 გოლი და 90 ასისტია.
ჩემი საყვარელი მარცხენა მცველი🔥😍
შემდეგ თამაშში ალბათ გილერმოს გააგდებს ათეულიდან, მომავალ სეზონში კი მე-9 ადგილზეც გადავა.
სუ მევასებოდა მაინც ესკაცი!