workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიუდად ვალენსია – რთული სტადიონი ბარსელონასთვის

სიუდად ვალენსია – რთული სტადიონი ბარსელონასთვის

ერთი შეხედვით დღეს “ბარსელონას” იოლი თამაში ელის. ლა ლიგაში საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “ლევანტეს” სტუმრობს. თუმცა “სიუდად დე ვალენსიაზე” “ბარსელონას” მიერ დაფიქსირებული ბოლო შედეგები მშვიდად ყოფნის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს.

“ლევანტესთან” სტუმრად გამართულ შეხვედრებში “ბარსას” პრობლემები დაიწყო წაგებით, რომელიც ყველას მტკივნეულად გვახსოვს. 2018 წლის მაისში “ბარსელონა” ანგარიშით 4-5 დამარცხდა. პრაგმატული თვალსაზრისით ეს წაგება არაფერს ნიშნავდა, მაგრამ “ლევანტემ” წაგვართვა შანსი, ლა ლიგის ის გათამაშება წაუგებლად ჩაგვემთავრებინა.

ამის შემდეგ ვალენსიაში მარტივი გასეირნება გვქონდა – 5-0 მოგება “სიუდად დე ვალენსიაზე”.

ბოლო სამ მატჩში კი საქმე კარგად ნამდვილად არ მიგვდის. ჯერ 1-2 მარცხი, შემდეგ 1-3 მარცხი, ბოლოს კი 2-0 დაწინაურების მიუხედავად 3-3 და ქულების დაკარგვა.

“ლევანტესთან” სტუმრად გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში “ბარსელონამ” მხოლოდ 1 მოიგო, 3 კი წააგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 10 აპრ 2022, 22:34
    #6

    დღეს დამთავრდება ეგ სერია

  • Fc Barca Batumi
    schedule 10 აპრ 2022, 21:06
    #5

    არ მიგვდის არა იხვი!! მაგ წლებში, მეცხვარე კიკემ და კუმანმა დააჩლუნგა! დააზომბა! ვარსკვლავებს თამაშის ინტერესი ფსიქოლოგიურათ დაუშალა! დალეწა! გაანადგურა!!!
    დღეს ლაპო და მაესტრო ლეგენდა ჩავია!!
    დანარჩენი იანგარიშეთ!

  • Don_Andresito
    schedule 10 აპრ 2022, 20:26
    #4

    ავტობუსებთან უფრო ჭირს. ბოლო ხავსს ეჭიდება ლევანტე და ახლაა ყველაზე სახიფათო. სწრაფი გოლი სადაც ვერ გავიტანეთ ყველგან გაგვიჭირდა. ამიტო თავიდანვე უნდა ეკვეთონ. იმედია ადამა არ დაიწყებს

  • nika 54
    schedule 10 აპრ 2022, 19:10
    #3

    ავტორ ნუ ითარსები, ბერნაბეუზე ცუდი სტადიონი სადმეა კიდევ(მიუნხენს თუ არ ჩავთვლით), მაგრამ ისე მოვიგეთ მე მგონი ოფლი არ დაუღვრიათ. ასე რომ 4 ნუ იქნება 2 იყოს, ისიც იმიტომ რო წყნარად ვუყუროთ.

  • VanillaSoul
    schedule 10 აპრ 2022, 17:45
    #2

    იმედია გავიმარჯვებთ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 აპრ 2022, 16:58
    #1

    ხო მაგრამ ახლა მწვრთნელი ჩავი არის და ამ ცუდ სტატისტიკას დაანგრევს კიდეც