workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი აინტრახტთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი აინტრახტთან მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად ფრანკფურტის “აინტრახტს” 1-1 დაუზავდა. 

თამაშის დასრულების შემდეგ ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

“აინტრახტი” რთული მეტოქეა. ისინი ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულები და კონტრშეტევაზე დემონებივით გადმოდიოდნენ, ჩვენ კი არ ვიცოდით, როგორ შეგვეჩერებინა. ჩვენ ბურთის მოძრაობაში კარგები არ ვიყავით. ჩვენი თამაშის ჩვენება გვიჭირდა. შეტევაში ცუდად გამოვიყურებოდით. 

ფრის მიუხედავად, შედეგით კმაყოფილები ვართ. “კამპ ნოუზე”, მეტოქეზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ. 
მოედანი საუკეთესო მდგომარეობაში არ გახლდათ.
ევროპაში ყველა თანასწორია. “აინტრახტი” არის და იქნება რთული მოწინააღმდეგე. მათ ვულოცავ, რადგან ძალიან კარგად მომზადებული გუნდია.
გოლი საოცარი გამოვიდა. დემბელეს, ფრენკისა და დემბელეს კომბინაცია შესანიშნავი იყო.
დემბელეს შესაძლო დაზიანება? ის კარგადაა. ვფიქრობ, მას რაიმე პრობლემა არ ჰქონია.
პიკე გარკვეული დროის განმავლობაში ტკივილს განიცდიდა, დღეს კი მდგომარეობა გაუუარესდა. იმედია, სერიოზული არაფერია და დიდი ხნით არ გამოგვაკლდება.
შემართება პრობლემა არ ყოფილა და არც არასდროს იქნება. დღეს პრობლემა ჩვენი ფეხბურთი იყო, თვით-კრიტიკულები უნდა ვიყოთ და გავაცნობიეროთ, რომ კარგი თამაში არ გვქონია.
ატმოსფერო არაჩვეულებრივი იყო. ასეთივე სიტუაცია იქნება “კამპ ნოუზეც”, რაც ძალიან დაგვეხმარება.
ხელს არასდროს არავის ვადებ. გავიმა და ადამამ კარგად ითამაშეს, მათ ბევრი იშრომეს. სათქმელი არაფერი მაქვს. მატჩში დემბელე და დე იონგიც მშვენივრად ჩართვნენ. 
“აინტრახტის” გოლი შესანიშნავი იყო. ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ გადმოვარდნილ ბურთზე გვიან ვითამასეთ.
ფრენკი და უსმანი იმიტომ დავასვენეთ, რომ ისინი დაღლილები იყვნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • azulgerana
    schedule 09 აპრ 2022, 04:35

    ხო უეჭველი ეგრე გააკეთე მისტერ ხავი

  • Barca1980
    schedule 08 აპრ 2022, 20:08

    არსებობენ ფეხბურთელები , რომელთა შეცვლაც უბროდ ძალიან რთულია . იაია ტურე არ იყო ბუსკეცის სტილის , თუმცა ძალიან მაგარი საყრდენი იყო . თავის დროზე გვარდიოლას წასვლის მერე , ვერავინ შეძლო იმ სიცარიელის ამოვსება , ბევრი ფეხბურთელი გამოიცადა , თუმცა შედეგი 0 იყო , სანამ ისევ თვითონ გვარდიოლამ არ მიაგნო ბუსკეცს . მოგვიწევს ლოდინი , როდის გაიმეტებს შემდეგ გენიას ბედისწერა ბარსელონასათვის , მანამდე კი უნდა ყველანაირი ტაქტიკური მონახაზი მოისინჯოს . ხავიმ უკეთ იცის რასაც აკეთებს .

  • Paata
    schedule 08 აპრ 2022, 19:10

    Desti ashkarad gvaklda daetyo centralur dacvas arauxo ro aridga da destic aryopna sheetyo magrad

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2022, 15:23

    მე მაინც მგონია ბუსკეტსის შემცვლელი ისევ ლა მასიელი უნდა იყოს, გარედან მოყვანილი კაცი ერთ სეზონში ვერ მიხვდება ბარსას მაგიას, ვაბშე თუ მიხვდება. ამიტო დროზეა მოსაძებნი და უშუალოდ ბუსკეტმა უნდა იზრუნოს მის განვითარებაზე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ვინმე კარგ ტალანტზე უარი უნდა ვთქვათ, მოკლედ საცქაროდაა მოსაძებნი. გვიბერდება ბუსი და მიუხედავად მისი ასაკისა სრულყოფილი შემცვლელი არ ჩანს.

  • RONALDINHO-10
    schedule 08 აპრ 2022, 11:11

    გავი როგორი იმედის მომცემად გამოიყურებ ყოჩაღ მაგ ბიჭს რაა და ჩავისაც რო ასე დახვეწა და ძალებსაც არ ახარჯინებს ძალიან. ძაან მაგარი მიდგომა აქვს ამა თუ იმ ფეხბურთელთან და მაგრად მომწონს. საღოლ ხავის!!!

  • shu1987
    schedule 08 აპრ 2022, 11:07

    მაესტრო მოედნის მხრივ აბსოლიტურად გეთანხმები და კამპნოუზე შეჭამთ მჯერა, ბარსას ყოველთვის უჭირდა თავისი თამაშის ჩვენება როცა მოედანი არაა იდეალური. სწორი დასკვნის გამოტანა არ გაგიჭირდება და მჯერა სახლში ამოტენით.

  • Barca1980
    schedule 08 აპრ 2022, 09:41

    კესი არ მოდის დე იონგის გამო , ხავი ჩვენზე კარგად ხედავს რომ ფრენკის სტილის ნახევარმცველები ძალიან ცოტაა , კესიმ უნდა დაიწყოს ბუსკეცის ჩანაცვლება მომავალი სეზონიდან და თუ გაამართლა ერთი წლის მერე მისი წასვლის შემდეგ დადგება საყრდენზე . ვეღარ უძლებენ " ბებრები " ამხელა დატვირთებს , უკვე დროა ბალდეც ათამაშოს ხავიმ და დაასვენოს ალბა , უჭირთ ძალების აღდგენა აშკარად .

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 08 აპრ 2022, 07:08

    აინტრახტს არ დაუმსახურებია წაგება და ანგარიშიც სამართლიანია, არც ჩვენ დაგვიმსახურებია მოგება. უცნაური თამაში იყო მაგრამ არაუშავს ისვენებდნენ ბიჭები ალბათ

  • Albicelecte
    schedule 08 აპრ 2022, 01:49

    ციტატა: frenkie dejong21
    აქ სასტავი დეიონგს რო უშვებს გუნდიდან მაგრად მეცინება
    აი მართლა რო გაუშვან ვის იმედად რჩებით
    17ბწლის გავის და ნიკოს იმედად? ეგ ბიჭები დიდ ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებენ მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს ბავშვები რო ამხელა ზეწოლისთვის მზად არ არიან არაერთხელ გამოჩნდა
    თუ კესის იმედად ხართ ? 😂მართლა მაინტერესებს


    კესი ძალიან სერიოზული ფეხბურთელია და ასე ხელწამოსაკრავი არაა;
    მილანის ლიგაზე და საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებაში თუ ლომის არა, შავი პანტერას წილი მაინც აქვს შეტანილი;
    ფიზიკა, ტექნიკა, ბრძოლისუნარიანობა, ჩაშლა, პასი, დარტყმა, ყველაფერი კარგი აქვს
    ფრენკი გასაყიდი არაა, ეს აბსურდია; პირიქით, ბუსი რომ დაასრულებს კარიერას, საყრდნზეც უნდა დაიწიოს ხოლმე;
    ხანდახან კი ცენტრალურ ზონაში, სადაც თამაშობს ხოლმე;
    ნიკო-პედრი-გავი ეს კარგი სამეულია, ამას დამატებული ორივე ფრენკი, კაპიტანთან ერთად ნიშნავს ღღრმა შემადგენლობას და დიდ არჩევანს
    როდესაც ყველა ტიტულისათვის იბრძვი, სხვანაირად შეუძლებელია

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 აპრ 2022, 01:43

    ციტატა: frenkie dejong21
    აქ სასტავი დეიონგს რო უშვებს გუნდიდან მაგრად მეცინება
    აი მართლა რო გაუშვან ვის იმედად რჩებით
    17ბწლის გავის და ნიკოს იმედად? ეგ ბიჭები დიდ ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებენ მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს ბავშვები რო ამხელა ზეწოლისთვის მზად არ არიან არაერთხელ გამოჩნდა
    თუ კესის იმედად ხართ ? 😂მართლა მაინტერესებს


    თავიდან ძაან ცუდ ფორმაში იყო მაგრამ როგორც ვივარაუდე ზაფხულამდე ფორმაში შევიდოდა, ახლა კი მართლა კარგ ფორმაშია და გუნდს მაგრად ეხმარება, მაგისი გაყიდვა აფსურდი იქნება

  • frenkie dejong21
    schedule 08 აპრ 2022, 01:37

    აქ სასტავი დეიონგს რო უშვებს გუნდიდან მაგრად მეცინება
    აი მართლა რო გაუშვან ვის იმედად რჩებით
    17ბწლის გავის და ნიკოს იმედად? ეგ ბიჭები დიდ ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებენ მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს ბავშვები რო ამხელა ზეწოლისთვის მზად არ არიან არაერთხელ გამოჩნდა
    თუ კესის იმედად ხართ ? 😂მართლა მაინტერესებს

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 აპრ 2022, 01:32

    რასაც დავაკვირდი ევროპა ლიგის პირველ თამაშებს არ უნდგება ბარსა სერიოზულად, ხან როტაციებს აკეთებს ჩავი და ხან ექსპერიმენტებს ატარებს, აშკარად უნდა რომ მაქსიმალურად დაზოგონ ძალები, აი ლევანტესთან პედრიმ და ბუსკეცმა უნდა დაისვენონ აუცილებლად

  • C.PC5
    schedule 08 აპრ 2022, 01:32

    დაწყებამდე როგორც ვთქვი ისე მოხდა. არ გამოუვიდა იოლი თამაში ბარსას და მითუმეტეს მოგება. აინტრახტი დომინირებდა მომენტების მხრივ, ბევრი წუნი ქონდათ ჩვენებს, მარა ჩავის გათვლა მაინც კარგი გამოდგა და ბოლოსკენ აღარაფრის თავი არ ქონდათ გერმანელებს, ბარსამ კი მოაწყო შტურმი მერე. პიკეს ტრავმა იმედია არ იქნება სერიოზული და დაბრუნდება ამათთან მაინც. დალშე კი ვიცით ნოუკამპზე რომ ამ თამაშის ბოლო წუთები იქნება მთლიანი მატჩი😁

  • serafime
    schedule 08 აპრ 2022, 01:31

    Გარემო მოწინააღმდეგეზე იყო მორგებული რამაც დიდი გავლენა იქონია, ტრაორემ დათმო კონკურენცია მაქსიმუმს აკეთებს მეტი არც შეუძლია რაქნას, ფრენკი ძირითადის კაცია. Მოკლედ არაუშავს ველით კამპ ნოუზე ❤️

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 აპრ 2022, 01:30

    აინტრახტს ყოჩაღ, ძაან მაგრად ითამაშეს პრესინგიც და კონტრშეტევებიც ძაან კარგი ჰქონდათ, დაცვაშინც ასევე კარგები იყვნენ, კამპ ნოუზე შოუ უნდა დავდგათ და მოვუგოთ მაგრამ ადვილი არ იქნება, მთავარია ფანებმა გაამხნევონ გუნდი და კარგი ატმოსფერო გვქონდეს, დანარჩენს ჩავი მიხედავს

  • Memphis Depay
    schedule 08 აპრ 2022, 01:29

    ისე გარსიამ თუ ასე გააგრძელა პროგრესი მაგის და არაუხოს დუეტი არაა არა ცუდი აზრი? აშკარად მომატებული აქ როჟას და ძაან მახარებს. კაროჩე გუნდი სწორად ვითარდება, ხავის საღოლ კიდე, რასაც აკეთევს ეგ ამ რესურსით დასაფასენელია, პლიუს ასეთი დატვირთული გრაფიკის ფონზე. უბრალოდ მომდევნო სეზონში როცა უკვე გუნდი სამ ფრონტზე საბრძოლველად მოიმართება, წნეხიც გაიზრდება და ორმაგი მოტავაცია და სიძლიერი გვმართებს, იქ უკვე ლიგაზე გრანდებს დავეჯახებით და აინტრახტთან და ეგეთ გუნდებთან თუ გავდივართ ფონს, იქ სხვა სიტუაცია იქნება. ტაკ შტო ტრანაფ3რები საჭიროა აუცილებლად.

  • XAVI 6-8
    schedule 08 აპრ 2022, 01:28

    როგორც ვთქვი არ ელოდა მაესტრო🙃