ბარსა დეპორტივოს ახალგაზრდა მცველს აკვირდება

ბარსა დეპორტივოს ახალგაზრდა მცველს აკვირდება

“ბარსელონას” ინტერესის სფეროში “დეპორტივოს” ახალგაზრდა მარჯვენა მცველი მოექცა. საუბარია 18 წლის ალვარო პერეს კამპოზე, მეტსახელად “ტრილი”.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით “ბარსა” ტრილის პროგრესს მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდება. იგეგმება, რომ მისი ტრანსფერი გავისა და პაბლო ტორეს ტრანსფერების მსგავსი იყოს – შენაძენი “ბარსა ბ-სთვის”, მაგრამ გათვლა პირველ გუნდზე.

ტრილი 1.82 მეტრის სიმაღლის სწრაფი მარჯვენა მცველია, რომელსაც დაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია. მისი გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 5 მილიონი ევროა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • me da barca
    08 აპრ 2022, 17:18

    აკვირდება ბინოკლით?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    07 აპრ 2022, 12:41

    რაც მეტი ტალანტი იქნება მით უკეთესი

  • shu1987
    07 აპრ 2022, 11:29

    ძაან კარგი ბიჭია თუმცა დავიჯერო ბ გუნდში არავინაა ამაზე უკეთესი ??

  • nika 54
    07 აპრ 2022, 11:00

    5 მილიონი მე მგონი არაფერია, მითუმეტეს თუ პროგრესს განაგრძობს და პროგრესი რო ბარსაში უფრო სწრაფი იქნება ვიდრე დეპორტივოში ესეც ცხადია. ამას ნათელი მაგალითი ხო პედრია.