ფრანკფურტის “აინტრახტთან” მატჩის წინ ჩავი ერნანდესმა და ფერან ტორესმა პრესკონფერენცია გამართეს.
ფერან ტორესი
გუნდი ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის ძალიან მოტივირებულია. ჩვენ ამ სტადიონზე პირველად ვითამაშებთ და მოგებას შევეცდებით. “აინტრახტი” კარგი გუნდია და პრობლემებს შეგვიქმნის, თუმცა ჩვენ საკუთარ თამაშზე ვიქნებით მოტივირებულნი.
ჩავიმ ჩემი ადაპტაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მე კარგ ფორმაში ვარ და მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ვეხმარები.
გოლების გატანა? შემტევებს გოლების გატანა და ასისტების გაკეთება ევალებათ, მე უფრო ასისტები მეხერხება, თუმცა თუ შანსები მექნება, ისინი უნდა გამოვიყენო.
პედრისთან ერთად ყოველდღე ვვარჯიშობთ და მისი მუშაობითა და თავმდაბლობით გაკვირვებულები ვართ. მას შეუძლია, მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
ჩავიში მის დნმ-ს, ლიდერობის თვისებას და იმ ფაქტს გამოვარჩევდი, რომ ის მოთამაშეებზე ზეწოლას არ ახდენს. ჩავიმ გუნდი ძალიან შეცვალა.
დემბელეს გუნდში დავტოვებდი. ის განსხვავებული ფეხბურთელია, “ბარსასთვის” მისი ყოლა სასარგებლოა, თუმცა საბოლოოდ, თავად უსმანი გადაწყვეტს, რა არის მისთვის საუკეთესო.
“ბარსამ” ტიტულები უნდა მოიგოს. ხვალინდელი თამაში პირველი ნაბიჯი იქნება ევროპა ლიგის მოგებისკენ.
ჩავი
გერმანიაში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ვეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ და იგივე გავიმეოროთ, რასაც ბოლო პერიოდში ვაკეთებდით.
აქ არასდროს გვითამაშია, მაგრამ ჩვენთვის არაფერი არ იცვლება. მნიშვნელობა არ აქვს, პირველ თამაშს შინ ატარებ თუ გასვლაზე. “აინტრახტი” ძლიერი გუნდია. თამაში რთული იქნება. წილისყრაში არ გაგვიმართლა.
დესტის შემცვლელად არაუხოს, მინგესას ან გარსიას გამოყენება შეგვიძლია.
რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ არაუხო კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ დიდ მსხვერპლზე მიდის? ჩვენთვის ესაა გარანტია, რომ ის ფეხბურთელია, რომელსაც “ბარსელონაში” 10 წლის განმავლობაში თამაში შეუძლია. ის ბურთით კარგად თამაშობს და ჩვენც სწორედ ამას ვითხოვთ. რონალდი “ბარსაში” ბედნიერია. ის ძალიან თავმდაბალია. არაუხოს მსგავსი ფეხბურთელების ყოლა ნამდვილი სიამოვნებაა.
დემბელე? ბევრჯერ მითქვამს, რომ კლუბი აწმყოსა და მომავლისთვის მუშაობს. უსმანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ვიმედოვნებ, დარჩება.
“აინტრახტს” ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. შეიძლება, ისინი ესპანეთში საკმარისად ცნობილები არ არიან, თუმცა ისინი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები არიან.
მოდუნება სერიოზული შეცდომა იქნება. დღეს ყველა მუშაობს და შემართება არ უნდა დაკარგო, რადგან შემდეგ მეტოქე გაჯობებს. მოდუნება არ იქნება, ისინი დაგვამარცხებენ, ჩვენ მივულოცავთ – ესაა და ეს.
“აინტრახტი” დიდებული კლუბია. მათ “ბეტისი” გააგდეს, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “ბაიერნს” კი პრობლემები შეუქმნეს. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან და ხვალ დამატებითი მოტივაცია ექნებათ. ამ მოტივაციას უნდა მივეჩვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაჯობებენ.
ჩვენ მეტოქე უნდა შევზღუდოთ და თამაშის რითმი ვაკონტროლოთ. რისკები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და ბურთი არ დავკარგოთ.
მე მხოლოდ ნოემბრის შემდეგ არსებულ სიტუაციაზე საუბარი შემიძლია და ბევრჯერ მითქვამს, რომ დემბელეს დამოკიდებულება და მატჩში ჩართულობა სამაგალითოა. უსმანი ბედნიერია. ის ძალიან კარგი პროფესიონალია.
არსებული შემადგენლობით ბედნიერი ვარ. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ამის გამო ძალიან მოხარული ვარ.
არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი არ დასრულებულა. მოლაპარაკებები გავისა და რობერტოსთანაც მიმდინარეობს.
ფერანმა თქვა, რომ დემბელეს გუნდში დატოვებდა? კარგი, არ ვიცი, რა უნდა დავამატო. ჩვენ საუკეთესო ფინანსური სიტუაცია არ გვაქვს და ამას უნდა მოვერგოთ. ვიმედოვნებ, უსმანი დარჩება, რადგან ის ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ვიგებთ თუ ვაგებთ, ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
მოვლენების განვითარებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ის შეიძლება შეიცვალოს და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. შექება კრიტიკაზე უკეთესია, თუმცა ამან არ უნდა დაგვაბნიოს და თავმდაბლობა არ უნდა დაგვაკარგვინოს.
აქ იმისთვის ვარ, რომ ფეხბურთელებს მოგებაში დავეხმარო და არა იმისთვის, რომ პირადი დიდება მივიღო. ეს უკანასკნელი რამაა, რაც მაღელვებს.
“ბარსა” ატრაქციონია, აქ არის მაქსიმალური სიხარულისა და მაქსიმალური წუხილის მომენტები, რისი მართვაც რთულია. ამისთვის მზად უნდა იყო.
ტრაორე მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. თამაში ყოველ სამ დღეშია და როტაციას უნდა მივმართოთ.
ბარსამ თქვას და რეალი სულ მახატია. მე მგონი შენც არა?
Kai kitxva iyo ddd mara ici rogori dzma? Pasuxs ro ar unda moelode😀reali ityvis imedia tavis sityvaso wers ager barcas "qomagi". Reali dzlierad unda iyos,chvenc ro formashi viyot mara deriozuli sityva ver unda tqvas me magat dedas vtene.
გადაცმული მადრიდისტაა, მაგრამ რატომღაც არ უნდა აღიაროს.
რაო ტორესმა ასისტობა მევალებაო? და გოლიც რო გაიტანო გგონია გვეწყინება?
რაცარუნდა არ იყოს სასიამოვნო ფაქტია რეალი ლიგაზე ყოველთვის სხვა გუნდი იყო არის და იქნება, ამ შემთხვევაში ჩელსი ძაან სუსტია გუნდი რომელმაც ბრენტფორდთან 1:4 წააგო რეალთან წაგება არ მიკვირს. აი სიტი-რეალი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ვინც მოიგებს ის თასსაც აწევს, კი მეორე მხარეს ბაიერნი ლივერპულია მაგრამ ჩემი აზრით წელს პეპისაა თასი ლოგიკურად ასეა, ტუხელმა წააგო ფინალი მერე მოიგო პეპმა წააგო და წელს მოიგებს, მასე იყო ყოველთვის ჩელსიც და ბაიერნიც ლივერპულიც , წელს სიტისაა თუ რეალს გაცდება და 💯 დარწმუნებული ვარ რომ გაცდება ათრევს კიდეც.
ყველაფერზე ისე საუბრობს, რომ ზედმეტი კითხვები არ გაქვს მაგრამ არც ზედმეტს ამბობს💙💙
რეალის მოგება კიდევ ძალიან არ მესიამოვნა;
ბენზემა, გდებულიყო, მაგრამ არა უშავს, სად წავლენ?კაპიტნიანი რეალის დამხობაც სასიამოვნო იქნება
ბარსამ თქვას და რეალი სულ მახატია. მე მგონი შენც არა?
Kai kitxva iyo ddd mara ici rogori dzma? Pasuxs ro ar unda moelode😀reali ityvis imedia tavis sityvaso wers ager barcas "qomagi". Reali dzlierad unda iyos,chvenc ro formashi viyot mara deriozuli sityva ver unda tqvas me magat dedas vtene.
ბოლო მომეწონა კაი იყო :დდდდდდდ <3
ბარსამ თქვას და რეალი სულ მახატია. მე მგონი შენც არა?
ჩელსის აკადემიისაა და ასე ადვილად არ დატოვებს გუნდს, არადა ნებისმიერ მარჯვენა მცველს მირჩევნია ამ ეტაპზე, ტიპი გაუვალია და დარტყმა ისეთი აქვს რომ ნებისმიერ ფორვარდს შესურდება, თან ტექნიკურიცაა, ძლიერიც და კარგი პასებიცააქ, მოკლედ იდეალური ფლანგის მცველია
ლევანას ვიყიდოდეთ გაასწორებდა, ეს მაზილა ტორესი ან სკამზე ან ბაზარზე.
ლევანდოვსკი ჩვენ ხო არ დავითრიეთ მოედანზე ვერ ვხედავ და არც კომენტატორები ახსენებენ
რის ჯეიმსი წამაიყვანონ რაააა,რა უნდა ამ ჩელსიში.
რის ჯეიმსი მინდაააააააა
ფორვარდი არაა ფერანა
კაი სტარტი აქვს რას ერჩის ეს ხალხი :დ მომენტების მეტი გამოყენება აკლია ისე კარგად თამაშობს, მეტს არც ველოდი, რომელი ახლა ტოპ კლასის ფეხბურთელი ეს იყო, სიტიში სკამზე იყო ამდენი ხანი, მთავარია პროგრესი დადოს შემდეგი წლიდან
რო არა და მაგ პიზიციაზე მოათრიეს მაგას ვჩივივარ არ ვინგერი რო არა კიდე ესპანელი ანტუან გრიზმანია მოკლედ
ფორვარდი არაა ფერანა
კაი სტარტი აქვს რას ერჩის ეს ხალხი :დ მომენტების მეტი გამოყენება აკლია ისე კარგად თამაშობს, მეტს არც ველოდი, რომელი ახლა ტოპ კლასის ფეხბურთელი ეს იყო, სიტიში სკამზე იყო ამდენი ხანი, მთავარია პროგრესი დადოს შემდეგი წლიდან
"წილისყრაში არ გაგვიმართლა."
ასე გადაჭრით ვერ ვიტყოდი. ბრაგას და რეინჯერსის მერე შედარებით ყველაზე სუსტი მეტოქე გვყავს, მარა ეს სამი გუნდიც არაა ხელწამოსაკრავი. ალბათ მაინც ის იგულისხმა ჩავიმ რო აინტრახტის მერე ლიონი/ვესტ ჰემი გვიწევს.
რამდენადაც სირიკოა მოედანზე ის იბაზრა ეხლაც კარ ფორმაში ვარო ამ ურცხვმა ყ£ემ თურმე პასების მამა ყოფილა ძირითადის ფორვარდათ მოგათრიეს შე დედა მისექსილო რო არა ბოლო წამებზე დათრეული ობამეიანგი გაირჭე უკან ეგ ასისტები მაგასაც ვერ აკეთებ თან. ლაპორტამ კიდე ამდენ მილიონად შევითხარე 90 წუთი აწვალეთ თორე კაპიმებად დათრეული ობამეიანგი პირში აძლევსო და ხავიც სუ რო უსაზუზღეესი იყოს სხვებს ჩახსნის და ამას არა ამ დროს ზუსტად ესაა დათვური სამსახირი ძირითადი რო გაინაღდა და გაიჯვა თავზე აბა მოსვი სკამზე მერე დარჩება და დარტყმებზე წაივარჯიშებს
ყველაზე მაგარი ისაა, რომ გუნდში 90% ფანია, ჩავით დაწყებული და გავით დამთავრებულიი… რომლებიც სისხლს დაღვრიან მოგებისთვის… ამიტომაცაა გუნდში კარგი განწყობაც და შედეგებიც წამოვიდა….