რონალდ არაუხომ Barca TV-სთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საკუთარი კარიერის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიხსენა:
“ბარსაში” დამკვიდრება
“ბარსელონას” სხვა გუნდებისგან, თუნდაც სხვა ესპანური გუნდებისგან, განსხვავებული ფილოსოფია აქვს.
აქ მოსვლის შემდეგ გარკვეული დრო დამჭირდა იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა მეთამაშა სწრაფად. ბურთს დიდი სიჩქარით ვიღებდი. როდესაც მის დამუშავებას ვცდილობდი, არ გამომდიოდა და სახლში დამწუხრებული ვბრუნდებოდი.
ვფიქრობდი: “თუ ბურთის კონტროლი და სწორად თამაში არ შემიძლია, აქ ყოფნას არ ვიმსახურებ”. მაგრამ დიდი შრომის, სიმტკიცისა და ძალისხმევის მეშვეობით, მივხვდი, რომ თამაში და წუთების მიღება შემეძლო.
თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ამ გუნდში თამაში შემიძლია. სწორედ ამიტომ ვმუშაობდი თავდაუზოგავად. ღმერთის წყალობით, ახლა საპასუხოს ვიღებ.
ბავშვობის წლები
დედაჩემმა ფეხბურთზე ოთხი თუ ხუთი წლის ასაკში შემიყვანა. მე გოლების გატანა მომწონდა და ამიტომ ყოველთვის თავდამსხმელად ან ნახევარმცველად ვთამაშობდი. მონტევიდეოში 16 ან 17 წლის ასაკში ჩავედი. ჩემი განვითარების ტემპი ძალიან სწრაფი იყო.
“რენტისტასის” ახალგაზრდულ გუნდში 6 თვე ვითამაშე. ეს მონტევიდეოს მთავარი გუნდია. ჩემმა პირველმა მწვრთნელმა, სერხიო კუბრერამ მითხრა, რომ თუ ამ პოზიციებზე თამაშს განვაგრძობდი, შეიძლებოდა, წარმატებისთვის ვერ მიმეღწია, მაგრამ მქონდა პოტენციალი, დიდებული მცველი გავმხდარიყავი.
ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ერთი-ერთზე თამაშია. შეგიძლია, ბურთთან ერთად ტექნიკა აითვისო, თუმცა დაცვაში თამაში განსხვავებული რამაა, რაც ინდივიდიდან მოდის, ეს მნიშვნელოვანი თვისებაა.




დესტი არაუხო კრისტენსენი მაზრაუი
დე იონგი კესიე პედრი
ტრაორე ობამეიანგი ტორესი
სკამზე ალვესი პიკე გარსია ალბა ბუსკესი ნიკო გავი დეპაი ეზალზური ჯუტკლა ბრაითვეიტი (თუ ვერ გაიყიდა) ფორვარდი თუ ვერ იყიდეს ობამათი 2 სეზონი გაიქაჩება
კესიეს სახით ახოხებს 35 წლი ბუსკეცი, ნიკო და გავი კიდე ძირითადის ფეხბურთელები არიან, საერთოდ რატო იყიდეს ეგ ვერ მივხვდი 🙂
ტერ შტეგენი
დესტი არაუხო კრისტენსენი მაზრაუი
დე იონგი კესიე პედრი
ტრაორე ობამეიანგი ტორესი
სკამზე ალვესი პიკე გარსია ალბა ბუსკესი ნიკო გავი დეპაი ეზალზური ჯუტკლა ბრაითვეიტი (თუ ვერ გაიყიდა) ფორვარდი თუ ვერ იყიდეს ობამათი 2 სეზონი გაიქაჩება
რონალდ კაცი ხარ კაცური, გუნდის გული და სული 👏👏💪💪
ეს კაცი აუცილებლად მოწყვეტს ცაზე ვარსკვლავებს. ძალიან მონდომებულია, ეგრევე შეატყობ თამაშის დროს. მთავარია ტრამვებმა არ დატანჯოს და ერთ ერთი საუკეთესო გახდება რა თქმა მაესტროს დახმარებითაც. არ უნდა გავუშვათ!!!
მოკლედ მოილაპარაკეს ამათ ფაქტიურად ხომ? ამდენი კი გვანერვიულეს.
ბარსელონას სიამაყე ხარ, პედრისთან, გავისთან და სხვა ტალანტებთან ერთად
ვამბობდი ამ კაცს ბარსა უყვარს და ყველა ვარიანტში დარჩება თქო.
სუ რო მთელი კარიერის მანძილზე ლიგა ვერ დადოს ეს არაფერს ცვლის, კულეებს იმხელა სიხარული გვაჩუქა პეპმა, მაგ რამ უნდა წაშალოს? როჟამ ფეხბურთი გაალამაზა და ყველა დროის ყველაზე ძლიერი გუნდი შექმნა.
Აბა შენიცი მხეცი ხარ ❤️
ძაან მაგარი მცველია, ყველანაირი მონაცემები აქვს იმისთვის რომ საუკეთესო გახდეს