workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: რონალდ კუმანი მუნდიალის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრებს ჩაიბარებს

ოფიციალურად: რონალდ კუმანი მუნდიალის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრებს ჩაიბარებს

“ბარსელონას” ყოფილი თავკაცი, რონალდ კუმანი სამწვრთნელო კარიერას ზამთარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განაახლებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 64 წლის სპეციალისტი 2023 წლიდან ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. კუმანმა “ნარინჯისფრებთან” კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

ნიდერლანდების ნაკრებს მუნდიალზე ლუი ვან გაალი გაუძღვება.  თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს უკანასკნელი გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებდა.

კუმანი მშობლიური ქვეყნის ნაკრებს 2018-20 წლებშიც წვრთნიდა, შემდეგ კი იგი “ბარსელონას” თავკაცად დაინიშნა, სადაც სეზონ-ნახევარი გაატარა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • Mariamm
    schedule 06 აპრ 2022, 19:00
    #16

    კაით ხალხო, იქნებ ისწავლა ჭკუა😂 ყველგან ჩავარდნები როგორ ექნება😂
    ისე ბარსელონას მწვრთნელობა ცუდ დროს მოუწია😂 არც ფეხბურთელები ჰყავდა და არც ფინანსები ჰქონდა შესაბამისი😂სხვა დროს შეიძლება გაემართლებინა😂

  • me da barca
    schedule 06 აპრ 2022, 17:43
    #15

    რას უნდა მიაღწიოს ნიდერლანდების ნაკრებმა, როცა მწვრთნელად უზის ვან გაალი და კუმანი?!

  • Albicelecte
    schedule 06 აპრ 2022, 17:35
    #14

    აი სად დაერხათ ნარინჯისფრებს smiley

  • Fc Barca Batumi
    schedule 06 აპრ 2022, 17:01
    #13

    ჰოლანდიის ნაკრები დაღმა სვლის გზაზეა!

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 06 აპრ 2022, 16:27
    #12

    მეცოდება ჰოლანდიის ნაკრები😀

  • Don_Andresito
    schedule 06 აპრ 2022, 16:24
    #11

    ციტატა: La Pulga10
    ბიჯო ამ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციას ტვინი თუ აქვს საერთოდ?რა კუმანი,მაგაზე უკეთესი სპეციალისტი ვერ მონახეს?


    მშვენივრად გაუძღვა ნაკრებს რას ერჩი. საკლუბო დონეზე არ ვარგა თორე ვან გაალის არ იყოს სანაკრებო მწვრთნელია

  • levanoza
    schedule 06 აპრ 2022, 16:03
    #10

    უდიდესი ფეხბურთელი იყო მანუჩარი – მაჩაიძე, მოვიდა პოლიტიკაში და თქვეს – მანუჩარი დიდი ფეხბურთელი იყოო! არაა ამ კაცის საქმე ეს მწვრთნელობა და შეეშვას. სამაგიეროდ ვიტყვით, რონალდი (მიუხედავად მცველობისა) დიდი თავდამსხმელი იყო!

  • VanillaSoul
    schedule 06 აპრ 2022, 15:56
    #9

    ციტატა: Moriba
    რა კამანდა ყავსო რომელი იყო მაქედან ტოპ კლასის მოთამაშე სანამ გვარდიოლა მივიდოდა არცერთი ხო და ეს ბოღმაც ძაან ტეხავს


    აგუერო, სილვა, კომპანი, იაია ტურე და რავი კიდე ვინ არ დახვდა სიტიში ეგენი თუ ტოპ კლასის მოთამაშეებად არ მიგაჩნია კი გყავს გუნდში დემბელე და ეგ ყოფილა ძმაო მაშინ ტოპ კლასი. რაც შეეხება ჰოლანდიას ყოჩაღ მაგარი არჩევანია ((((

  • La Pulga10
    schedule 06 აპრ 2022, 14:56
    #8

    ბიჯო ამ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციას ტვინი თუ აქვს საერთოდ?რა კუმანი,მაგაზე უკეთესი სპეციალისტი ვერ მონახეს?

  • MARI=BARCA-fan
    schedule 06 აპრ 2022, 14:42
    #7

    joy ..და მუნდიალი არ ანდეს ხოო? joy smile

  • shu1987
    schedule 06 აპრ 2022, 14:05
    #6

    აუუ კარგად ყოფილა ჰოლანდიური ფეხბურთის საქმე და ეგაა

  • Moriba
    schedule 06 აპრ 2022, 14:03
    #5

    ციტატა: Memphis Depay
    12 კაცი დაცვაში ეგდო რა გვარდიოლას რაღა ექნა? მაგის ჰეითერებმა ოღონდ რამრ უპოვონ რო დაასხან.


    ბზ არაა მეც ეგრე ვფიქრობდი მინდოდა დაწერე და აღარ დავწერე და ეხა დავწერ გვარდიოლა რომარა ვერც ინი ხავი ბუსი ლეო და მთლიანი კამანდა რაციყო გვარფის დროს არიქმებოდა იმ დონეზე რაც ეხა არიან და 1 2-ჯერ გავიფიქრე რო ნეტა გვარდიოლა არ მოსულიყოთქო და დედა ქონოდა გუნდს მო@ყნულითქო და მაშინ დააფასებდნენ საერთოდ ყველას გვარდიოლას ბოღმა ახრჩობს სიტიში როიძახიან ფული დახარჯაო რა კამანდა ყავსო რომელი იყო მაქედან ტოპ კლასის მოთამაშე სანამ გვარდიოლა მივიდოდა არცერთი ხო და ეს ბოღმაც ძაან ტეხავს

  • Memphis Depay
    schedule 06 აპრ 2022, 13:51
    #4

    12 კაცი დაცვაში ეგდო რა გვარდიოლას რაღა ექნა? მაგის ჰეითერებმა ოღონდ რამრ უპოვონ რო დაასხან.

  • nika 54
    schedule 06 აპრ 2022, 13:48
    #3

    კუმანი მშობლიური ქვეყნის ნაკრებს 2018-20 წლებშიც წვრთნიდა, შემდეგ კი იგი "ბარსელონას" თავკაცად დაინიშნა, სადაც სეზონ-ნახევარი გაატარა.
    და ამ სეზონნახევარში უამრავი ანტირეკორდი დაამყარა!!!

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 აპრ 2022, 13:42
    #2

    ნაკრებში არ ყოფილა ცუდი, მაინც ბარსაში ნერვების გლეჯვისდა მიუხედავად წარმატებები, ლეგენდაა გუნდის რომელმაც პირველი ჩემპიონთა ლიგა მოგვაგებინა

  • Truxilio
    schedule 06 აპრ 2022, 13:33
    #1

    Griezzy7,
    გეთანხები 1000 % -ით . აქაც მოვიდა და ზუსტად იცოდა როგორც ჩაიკუკავდა …. )))) ნაკრებს ვინც ღალატობს ის კლუბში გამოსადეგი არაააა ….