ხავიერ სავიოლას შეგვიძლია, უნიკალური საფეხბურთო შემთხვევა ვუწოდოთ. 2007 წელს ის “ბარსელონადან” “რეალში” გადავიდა, ამის მიუხედავად “ბაჭია” კატალონიელ გულშემატკივრებში სიყვარულით მაინც სარგებლობს.
სავიოლა “ბარსას” ლეგენდების გუნდშიც თამაშობს ხოლმე. შედარებისთვის, ერთხელ UEFA-მ ლუიშ ფიგუ “ბარსას” ლეგენდების ჩამონათვალში შეიყვანა და კატალონიელებმა დაუყოვნებლივ საპროტესტო ნოტა აფრინეს, ეგ კაცი ჩვენ ლეგენდებში არ დაგვანახოთო. სავიოლა კი არათუ უბრალოდ ჩამონათვალში ხვდება, ლეგენდების გუნდში “ბარსას” ფორმით უპრობლემოდ თამაშობს.
40 წლის არგენტინელი ცოტა ხნის წინ Sport-ს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც “ბარსელონას” ეხება.
– ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” ლეგენდების შემადგენლობაში “ლივერპულის” წინააღმდეგ ითამაშე. როგორი იყო?
– ძალიან კარგი იყო იმის გამო, რომ შემიძლია, ასეთ თამაშზე ოჯახთან ერთად წავიდე. ჩემი ორი შვილი ახალგაზრდაა და ისინი ჩემ საფეხბურთო მხარეს არ იცნობენ. მათი ისეთ ლეგენდარულ სტადიონზე წაყვანა, როგორიც “ენფილდია”, ძალიან კარგი იყო. გარდა ამისა, ერთმანეთს შევხვდით ყოფილი თანაგუნდელები. “ლივერპულში” კი ისეთი დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც ჯერარდი და მაქსი არიან.
– “ბარსელონაშიც” გითამაშია და “რეალშიც”. ცოტა ხნის წინ ამ გუნდებს შორის ისტორიული “კლასიკო” გაიმართა, რომელიც “ბარსამ” “ბერნაბეუზე” 4-0 მოიგო. რა ვითარებაში უყურე ამ თამაშს?
– მქონდა ბედნიერება, ლა ლიგის ელჩის როლში თამაშზე “ბარსელონას” წარმომადგენელი ვყოფილიყავი. ჩვენ ვნახეთ პირველიდან ბოლო წუთამდე ერთი გუნდის დაუჯერებელი დომინირება. ფეხბურთელებს ესმოდათ იმის, თუ რას ითხოვდა მათგან ჩავი. გუნდი ახალწვეულებს ძალიან კარგად იყენებს. პირველივე წუთიდან “ბარსა” მაღალი ინტენსივობის ფეხბურთს თამაშობდა. ამ გუნდმა ყველა დუელი მოიგო. “ბარსა” მთელი შეხვედრის მიმდინარეობისას მოედნის ბატონ-პატრონი იყო. ასეთი რამ იშვიათად ხდება, მით უმეტეს “კლასიკოში”.
– შენი “ბარსელონაში” მისვლიდან მალევე კლუბის ზრდა და წარმატებული პროექტი დაიწყო. ხედავ მსგავსებას დღევანდელ სიტუაციასთან?
– როდესაც მე “ბარსელონაში” მივედი, რთული სიტუაცია იყო, რადგან ერთ პოზიციაზე თავი ბევრ ფეხბურთელს მოეყარა. კლუბი ეძებდა სწორ გზას ტიტულებისკენ, რომლებსაც ხალხი ელოდა. “ბარსელონაში” ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ კლუბში ხალხი ყოველთვის კარგად მეპყრობოდა. კომფორტულად ვგრძნობდი თავს კლუბში, რომელიც ყველამ ვიცით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ახლანდელ სიტუაციასთან მსგავსება ისაა, რომ “ბარსელონა” ფეხზე წამოდგომას იწყებს. ყველანი ველოდებით, რომ “ბარსა” ისევ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის იქნება.
– ჩავისთან ერთად გითამაშია. რას გვეტყვი მასზე?
– გუნდის გასახდელში პირველად სწორედ ის შემიძღვა, მოგვიანებით კი ჩვენ დავმეგობრდით. როდესაც თამაშის ან ვარჯიშის წინ გასახდელში ვიყავით, უკვე შეიმჩნეოდა, რომ მას თავისი ხედვები ჰქონდა. ყველამ ვიცოდით, რომ ის ისეთი მწვრთნელი გამოვიდოდა, როგორიც ახლაა. ჩავი ტაქტიკურ მითითებებს ყოველთვის იძლეოდა. ისე ჩანდა, თითქოს მან დეტალურად იცოდა, თუ რა ხდება ან რა მოხდება.
– მას ბევრი ადარებს გვარდიოლას? ამ მსგავსებას შენც ხედავ?
– ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად ხედავს, მაგრამ ისინი “ბარსელონას” ფილოსოფიას მისდევენ. ფილოსოფიას, რომელმაც წარმატებული გუნდები შექმნა და რომელიც ისტორიას საუკეთესოდ შემორჩება. არ ვიცი, გვარდიოლას ეპოქის მსგავსი კიდევ თუ გამეორდება. მან ჩვენ ყველანი მოგვხიბლა. ჩავი კი ჯერ პროცესშია. საჭიროა, დავიცადოთ და მასზე ზეწოლა არ მოვახდინოთ. მას ძალიან მაღალ სტანდარტებს ვუწესებთ. აუცილებელია, ცოტათი შევჩერდეთ და გავაანალიზოთ, რომ ის ჯერ შენების პროცესშია. გუნდს უნდა მივცეთ საშუალება, ფეხზე წამოდგეს. თუმცა იმ სიბრძნის გათვალისწინებით, რაც ჩავის აქვს, მას შეუძლია, დიდი მწვრთნელი გახდეს.
– კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც გითამაშია, მესია, რომელსაც პსჟ-ში ისეთი სეზონი არ აქვს, როგორსაც ელოდნენ. რას გვეტყვი მასზე?
– ლეოს ცხოვრებაში განსხვავებული ეტაპი უდგას და ჩვენ ამას ყველა ვხედავთ. არა მხოლოდ მას, რთული პერიოდი მთელ გუნდს აქვს, რომელიც “რეალთან” დამარცხდა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარი გვაქვს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან, რომელსაც არაერთხელ დავუმუნჯებივართ. ყველა ეპითეტი, რომლითაც შეიძლება მესი შეაქო, მასთან შედარებით პატარაა. ასეთი რაღაცებიც ხდება და ლეო გვიჩვენებს, რომ ისიც ადამიანია. მან ეს სირთულეები უნდა დაძლიოს. მისთვის სირთულეები უფრო მსუბუქია, ვიდრე სხვა ფეხბურთელებისთვის და ეს იმის გამო, თუ ვინაა ლეო მესი. მას ყოველთვის ძლიერი მენტალიტეტი ჰქონდა. იმედი მაქვს, ის ბედნიერი იქნება. ვუსურვებ, რომ სიამოვნება ისევ მოგვანიჭოს.
– მომდევნო სეზონისთვის “ბარსელონას” ბევრ სახელს უკავშირებენ. ლევანდოვსკი, ჰოლანდი, სალაჰი, რაფინია, მაზრაუი, კესიე, კრისტენსენი, ასპილიკუეტა… შენი აზრით, რომელი იქნება საუკეთესო შენაძენი?
– თავდამსხმელებს შორის ლევანდოვსკის თაყვანისმცემელი ვარ. ჩემი ასარჩევი რომ იყოს, მას ავირჩევდი. ის და ბენზემა დღეს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები არიან. თუმცა ფერანისა და სხვა ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ “ბარსელონამ” შეტევის ხაზი საკმაოდ კარგად დააკომპლექტა. ვნახოთ, რით გაგვაკვირვებენ ისინი.
სწორს ამბობს, ჰოლანდი აქ არ მოვა და ლევანდოვსკი ისეთი გამტანია რო ფერანის ადგილზე უკვე ბომბარდირი იქნებოდა.
ნეიმარი?
ნეიმარი ლეგენდაა ??? ჩემთვის არა და შენ თუ თვლი ლეგენდაა შენი აზრია
ნეიმარი?
ცოტა დიდი ხანი რომ ყოფილიყო და ასე ცუდად არ წასულიყო იქნებოდა
ჩავი გაცილებით მაგარი იქნება ვიდრე გვარდიოლაა, პეპი ვარსკვლავების მწვრთნელია, ეს შემადგენლობა რაც ჩავის ყავს გვარდიოლას რომ ყავდეს მაგრად ჩაისვრიდა, ტიპს 2 მილიარდამდე აქვს ლამის დახარჯული და ლიგა ვერ მოაგებინა გუნდს, ბარსას მაშინ რა შემადგენლობაც ყავდა მაგით ჩავიც არანაკლებ გიჟურ შედეგს დადებდა, პეპის სტილი და საფეხბურთო მენტალიტეტი ჩემთვის საუკეთესოა მაგრამ ტაქტიკურად ვერაა მთლად ძლიერიც, ხრივ ჩავის ვანიჭებ უპირატესობას..
shu1987,
ნეიმარი?
რავიცი რავიცი ეს მე პირადად ლეგენდად ნაკლებად მიმაჩნია, ყველას თავის აზრი აქვს რათქმაუნდა, ვისაც ბარსას ფორმა მოურგია ის ლეგენა ვერ იქნება თავდამსხმელებში ლეგენდა არის დავიდ ვილია-სამუელ ეტოო-ტიერი ანრი-რომარიო-რივალდო-სტოიჩკოვი და კიდე ბევრი ნუ კარიერა ვინც დაასრულა თორე მესი და სუარესი კი ვიცით ყველამ. რა ლეგენდა სავიოლაა ტოო.