იყო დრო, როდესაც “სევილია” ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში “რეალის” მთავარი კონკურენტად მიიჩნეოდა. ანდალუსიელებს ლა ლიგის ბოლო 22 შეხვედრაში ერთადერთი მარცხი აქვთ, ისიც “სანტაიგო ბერნებეუზე”, ხულენ ლოპეტეგის გუნდი მე-2 ადგილსაც ინარჩუნებს, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მას რეალურ კანდიდატად მაინც არავინ განიხილავს. ამის მიზეზი ისაა, რომ “სევილიამ” ბოლო 5 თამაშიდან 1, ხოლო 9 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო.
“სევილია” არ აგებს, მაგრამ ვეღარც იგებს. ამ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი კი სერიოზული საკადრო პრობლემებია. ანდალუსიელთა რიგებში არსებულ პრობლემებს ცოტა ხნის წინ ნაკრებიდან ტრავმით დაბრუნებული დანიელი ნახევარმცველი ტომას დილეინიც შეუერთდა.
Sport-ის ცნობით 3 აპრილს “კამპ ნოუზე” “ბარსელონასთან” გასამართ დაპირისპირებაში “სევილიას” დილეინის გარდა სუსო, პაპუ გომესი, რაფა მირი, ფერნანდო და აკუნია არ ეყოლება.
რამდენად სერიოზულია ეს დანაკლისი? აკუნია გუნდის მთავარი მარცხენა მცველია, რაფა მირი მთავარი თავდამსხმელი და საუკეთესო ბომბარდირი, ფერნანდოს ცენტრალურ ნახევარმცველად ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული, ამ პოზიციაზე მეორე ადგილზე კი დილეინი მოდის.
ეს ვერ არის კარგი ამბავი, ჯერ ისიც ვერ მომინელებია რო რეალი ბენზემას გარეშე წავკუზეთ და ეხლა ესენი კიდევ საერთოდ განახევრებული გუნდით მოდიან?
აუცილებელია რომ გუნდმა თავიდანვე შეუტიოს და გოლი გაიტანოს, რომ სევილიამ ცოტა სივრცეები გახსნას და უფრო მეტი გოლი გაიტანოს ბარსამ♥️
სევილია რეალსაც უნდა ითამაშოს და კარგია რეალი წააგებს ან დღეს ითამაშებს
როგორ ვერ ვიტან ამ სანაკრებო პაუზებს მეზიზღება
მითუმეტეს როცა ფორმა გაქვს აკრეფილი და ბოლო თამაშში რეალი გაბახებული რა დროს სანაკრებო პაუზა იყო 
უნდა ამოვავსოთ გოლებით
ანუ ბებერი რაკიტიჩი და ნავასი ჩამოდის წასაკუზად ?? ვინღა უნდა ეთამაშოს ბარსას კაი ვარჯიში გამოუვა
სევილია ისეთ გუნდებთან კარგავს ქულებს რომ აუცილებლად უნდა მოვუგოთ, ძაან მნიშვნელოვანი იქნება მანდ სამი ქულის მოპოვება მაგრამ მჯერა ჩემი გუნდის, არ იქნება მარტივი თამაში ( სევილია ავტობუსი გუნდია) მაგრამ მოგებას ველი, თან შინაა თამაში
თუნდაც ყოფილიყვნენ, ჩავის დღევანდელი ბარსა მეფეა
სევილიაა სიფრთხილე მაინც გვამრთებს,მაგრამ უნდა ამოვტენოთ ყველა ვარიანტში და ეგრეც ვიზამთ.