“ბარსელონა” ლონდონის “არსენალიდან” კიდევ ერთი თავდამსხმელის უფასოდ დამატებაზე ფიქრობს. საუბარი ალექსანდრ ლაკაზეტზეა.
30 წლის ფრანგ თავდამსხმელს “მეთოფეებთან” კონტარქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და მხარეები ახალი ხელშეკრულების პირობებზე ვერ თანხმდებიან. დიდი შანსია, ლაკაზეტმა კლუბი უფასოდ დატოვოს და ფრანგულ L’Equipe-ზე დაყრდნობით ესპანური Sport იტყობინება, რომ “ლიონის” გარდა მისი დამატების სურვილს “ბარსელონაც” გამოთქვამს.
ცნობილია, რომ ზაფხულში “ბლაუგრანა” შეტევის ხაზში ცვლილებებს გეგმავს. იდეალურ ვარიანტში კლუბს რომელიმე სუპერფორვარდი შეუერთდება, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ხმაურიანი ტრანსფერი, შესაძლოა, ერთი წლით გადაიდოს. ასეთ შემთხვევაში “ბარსა” შედარებით მოკრძალებულ ტრანსფერს დასთანხმდება.
ალექსანდრ ლაკაზეტი “ლიონიდან” “არსენალში” 2017 წელს 53 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ლონდონურ გუნდში მან 199-ჯერ ითამაშა, 71 გოლი გაიტანა და 36 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში ფრანგის აქტივში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, რაც ის შედეგი არაა, რასაც ლონდონელები მისგან ელიან.
ობამეიანგს ესეც რომ მოუყვანონ იმენა თავისი საძმაკაცოთი ივლის თამაშებზე😂 აქეთ დემბელე იქეთ ლაკაზეტი იფფ აიხდენს ოცნებას კაცი😂
დაცვაში რომ ერთი არაუხო გვყავს ისიც ჰაერში ჩამოკიდებული ჯერ ! (კონტრაქტს ვგულისხმობ) და 200 წლის პიკე ! ჩვენ ამ დროს ლაკაზეტიზე უნდა ვფიქრობდეთ ეხლა ? ეგეც ეხლა მბაპე არ მყავდეს რა
ეს ჟურნალები ყველა გაჭირვებულს ჩვენ,რატომ გვატენიან.
თუ სკამზე იქნება მშვენიერია, ბრაიტვეიტს კი აჯობებს
რუდიგერზე იწერება, აუ რუდიგერიც თუ დაითრიეს დაცვა მართლა კაი იქნება.
ამას სათადარიგო სკამზე ისევ ლუკ დეიონგი სჯობს. ჯერ კი ჭორია ყველაფერი მაგრამ ამის მოყვანას აჯობებს ისევ აკადემიაში ნახონ ვინმე.
კი ზამენიდან ლაკაზეტი რომ შემოვა დიდი უპირატესობაა.. შეიძლება ზოგ მომენტში პირიქით სასტავშიც იყოს.. გააჩნია როგორ აეწყობა ჩვენს გუნდში.. ნუ ეგ ყველაფერი ვარაუდია რადგან თავად ბარსელონა არაა დაინტერესებული
ვეტოს ვადებთ, რა ლაკაზეტი?!
ზამენაზე კიბატონო
თუ გადავხედავთ იმ საკითხს რომ არ გვინდა დიდი ფულის გადაყრა დიდ ფეხბურთელში მაშინ ამის უფასოდ დამატება ცუდი არაა თან დაბალ ხელფასზე თუ წამოვა
არსენალში ვერ ამოაგდო ობამა და აქ ამოაგდებს? რაღაც არამგონია
სათადარიგოთა სკამზე კაი ვარიანტია მაგრამ მაშინ ძირითადის ფორვარდი ობა იქნება
თუ არის მაგის ადგილი კი ბატონო, სათადარიგოზე დაჯდება?
სათადარიგოთა სკამზე თუ უნდა