workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა ვერ გაიყვეს?    ნაწილი II

რა ვერ გაიყვეს? ნაწილი II

 

ისტორიული მატჩები

 

 

კლუბები სულ 188–ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან “ბარსამ” 104 მატჩი მოიგო, მათ მოწინააღმდგემ კი მხოლოდ 44. 

 

1957 წლის 16 ივნისი.  ესპანეთის თასი.

“ბარსელონა” –”ესპანიოლი”

                     1–0

 

ეს მატჩი ისტორიაში იმით შევიდა რომ, პირველად და უკანასკნელად ფინალში შეხვდა ორი კატალონიური კლუბი. ფინალში შედგა ქალაქ  ბარსელონაში, სტადიონ “მონჟუიკზე”. რაც შეეხება თამაშს, როგორც ხშირ შემთხვევებში “ბლაუგრანამ” იმარჯვა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში, ერთადერთი გოლი სამპედრომ 79–ე წუთზე შეაგდო.

 

2009 წლის 21 თებერვალი .

“ბარსელონა”–”ესპანიოლი”

               1:2.

 

იმ სეზონში “ბარსამ” ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. გამარჯვება დერბიში,მეტოქის მოედანზე,პირველად ბოლო 27 წლის განმავლობაში “ესპანიოლისთვის” დიდი წარმატება იყო.

 

დიდი მოთამაშეები

ალბერტო   ურუტიკოეჩეა

ცნობილი ბასკი ფეხბურთელი “ბარსას” ერთ–ერთ სიმბოლოდ იქცა. 1984/85 სეზონში მან ბოლო წუთზე პენალტი მოიგერა “ვალიადოლიდთან” შეხვედრაში და “ბლაუგრანა” ჩემპიონი გახადა. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ სანამ ეს ლეგენდა ჩვენ საყვარელ კლუბში გადმოვიდოდა, 4 სეზონი გაატარა “თუთიყუშებში”.

 

მიგელი

ბარსას ლეგენდარულ მცველს, რომელსაც სულ რაღაც ცოტა ხნის წინ გაასწრო ჩავიმ “ბარსაში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ეკუთვნის რეკორდი დერბის მატჩების რაოდენობისა. მან 29–ჯერ ითამაშა “ესპანიოლთან” 15 სეზონის განმავლობაში და მთელი ამ ხნის მანძილზე “თუთიყუშებმა”, მხოლოდ 7 მოიგეს.

 

სესარ როდრიგესი

“ბარსას” ყველა დროის ბომბარდირს, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მეტოქის კარში–11.

 

ივან დე ლა პენია

 

 

  ალბათ ჯერ არავინ გამხდარა  ორივე კლუბის გულშემატკივართა კერპი. ერთ დროს იგი “ბარსას” მომავლად ითვლებოდა, თუმცა მაშინდელი მწვრთნელის ლუი ვან გაალის ნდობა ვერ მოიპოვა და “ბარსადან” წავიდა. დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ (იტალია,საფრანგეთი) ივანი დაბრუნდა თავის ქალაქში, ოღონდ ამჯერად “ესპანიოლში”. იმ ისტორიულ მატჩში 2009 წელს, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე სწორედ დე ლა პენიამ მოუტანა გამარჯვება “თუთიყუშებს”, საბოლოოდ ამ დიდ დაპირისპირებაში.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward