workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას აღმასრულებელი დირექტორი არ ეყოლება

ბარსელონას აღმასრულებელი დირექტორი არ ეყოლება

თითქმის ორი თვეა, “ბარსელონა” აღმასრულებელი დირექტორის გარეშეა და როგორც ჩანს, ასეც გაგრძელდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით “ბარსელონამ” გადაწყვიტა, ახალი აღმასრულებელი დირექტორი არ აიყვანოს. ამ ფუნქციებს კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფერან ოლივე შეითავსებენ.

კატალონიური გამოცემის ცნობით “ბლაუგრანას” თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ შეტყობინება, სადაც ჩანს, რომ ლაპორტა აღმასრულებელ პრეზიდენტადაა მოხსენიებული.

ასევე ცნობილია, რომ ლაპორტა ახალი თანამდებობის დამატების გამო რაიმე გასამრჯელოს არ მიიღებს და ის კლუბში ისევ უხელფასოდ იმუშავებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 28 მარ 2022, 22:31
    #6

    ციტატა: nika 54
    ასევე ცნობილია, რომ ლაპორტა ახალი თანამდებობის დამატების გამო რაიმე გასამრჯელოს არ მიიღებს და ის კლუბში ისევ უხელფასოდ იმუშავებს.
    აქ რამე შეცდომა ხო არ გაიპარა? გასაგებია რომ ახალ თანამდებობაზე ფულს არ აიღებს მაგრამ: ისევ უხელფასოდ იმუშავებს რას ნიშნავს? ახლა ხელფასი არა აქვს?


    ყოველთვის შეცდომების ძიებაში რატომ ხარ?! გეგონება მოსწავლის საკონტროლოს ასწორებ. ადამიანები ვართ და ყველას მოსდის შეცდომა, მათ შორის შენც.

  • nika 54
    schedule 28 მარ 2022, 12:01
    #5

    ასევე ცნობილია, რომ ლაპორტა ახალი თანამდებობის დამატების გამო რაიმე გასამრჯელოს არ მიიღებს და ის კლუბში ისევ უხელფასოდ იმუშავებს.
    აქ რამე შეცდომა ხო არ გაიპარა? გასაგებია რომ ახალ თანამდებობაზე ფულს არ აიღებს მაგრამ: ისევ უხელფასოდ იმუშავებს რას ნიშნავს? ახლა ხელფასი არა აქვს?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 28 მარ 2022, 08:04
    #4

    ციტატა: Albicelecte
    თანაც როსელი რა, ამის გვერდით არ მუშაობდა?!
    მაგრამ როსელი ანგელოზი გამოდგა ბართომეუსთან შედარებით, როსელი გუნდს არ ანგრევდა მიზანმიმართულად, რაც იმ აჩკებიანმა გააკეთა


    ბართომეუს ნაირი არ დაიბადება აღარავინ, ის გენიაა, საერთოდ მისი ვინმესთან შედარება არ შეიძლება, უცხოპლანეტელია ტიპი, ვერავინ აჩერებს♥️♥️

  • Albicelecte
    schedule 28 მარ 2022, 02:12
    #3

    თანაც როსელი რა, ამის გვერდით არ მუშაობდა?!
    მაგრამ როსელი ანგელოზი გამოდგა ბართომეუსთან შედარებით, როსელი გუნდს არ ანგრევდა მიზანმიმართულად, რაც იმ აჩკებიანმა გააკეთა

  • Davit..
    schedule 28 მარ 2022, 01:14
    #2

    მე მესმის რომ ესეც გარკვეულ მაიმუნობებში გახვეული იქნება ისიც მესმის რომ ნებისმიერი ხელისუფალი რაღაცას მაიმუნობს ყველგან ესეა ყველგან ესე ხდება ეს ფაქტია..მაგრამ კლუბი უყვარს და ისეთს არ იზავს რომ ისე დააზარალოს როგორც ბართომეუ როსელიმ გააკეთეს..ფინანსურად ცუდი სიტუაცია დატოვაო რო წიწინებდა როსელი სპორტული მხრივ მის დროს რა მიღწევები იყო? ლაპორტა რისკიანი კაცია მიუხედავად ყველაფრისა მე მის პოლიტიკას ვემხრობი..

  • Albicelecte
    schedule 28 მარ 2022, 01:04
    #1

    დიქტატურისკენ მიდრეკილი ბრძანდება ბატონი ლაპორტი smiley smiley
    ეტყობა საქმეს ეხლა ასე სჭირდება, საჯარო სექტორი ხომ არაა? კლუბია
    ერთი იყო და ბიტკოინებს აწვებოდა, მეორე იყო და ჰალანდის საყიდლად 220 ლიმონზე იჭაჭებოდა smiley smiley
    ალემანი სპორტული დირექტორია არა?! მაგისი მუშაობა კი მომწონს