workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციის რეკლამა ბარსას ფორმაზე

ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციის რეკლამა ბარსას ფორმაზე

მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” მამაკაცებისა და ქალების პირველი გუნდების მაისურზე ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ლოგო გამოჩნდება. ეს ინფორმაცია “ბარსამ” რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

საქველმოქმედო ორგანიზაციის რეკლამა ფორმის უკანა მხარეს, ნომრის ქვეშ გამოჩნდება, სადაც ახლა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკლამაა. როგორც ჩანს, UNICEF-ის რეკლამა “ბარსას” ფორმიდან ქრება, თუმცა ცნობილია, რომ “ბლაუგრანა” განაგრძობს ამ ორგანიზაციასთან 2006 წელს დაწყებულ თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც დახმარება 3 მილიონ ბავშვს გაუწიეს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეკლამა “ბარსას” ფორმებზე 2022 წლის ივლისში გამოჩნდება. შეთანხმება მოქმედი მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება.

თანამედროვე სამყაროსთვის ლტოლვილების სიმრავლე ერთ-ერთი მზარდი პრობლემაა. კომისარიატის მონაცემებით ამჟამად მსოფლიოში 82.4 მილიონი ლტოლვილია და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 25 მარ 2022, 17:20
    #2

    ჩვენზე მეტი შესაძლებლობები აქვთ უამრავ კლუბს და რაღაც არ გამიგია ვინმეს ეხმარებოდნენ.

  • Golden boy
    schedule 24 მარ 2022, 15:35
    #1

    ალბათ ფულს არ გადაიხდიან რადგან საქველმოქმედო ორგანიზაციაა, და ბარსელონაც ერთვება ამ კამპანიაში მათი გაპიარებით.