Mundo Deportivo “ბარსელონას” სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად “ბარსას” პრიორიტეტი ხოსე გაიაა, თუმცა, მისი შეძენა რთული იქნება, ვინაიდან, “ვალენსია” ესპანელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და დარჩენის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.
ამასთან, გაიასთვის ჟორდი ალბასთან ერთად ერთ გუნდში თამაში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ორივე მათგანს სასტარტოში ყოფნა სურს. ხოსე “ღამურების” რიგებში დარჩენასთან ახლოსაა და ძვირი ღირს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია.
შესაბამისად, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი აქვთ.
ალექს გრიმალდო
კლუბი ყველაზე მეტად მის ტრანსფერზე მუშაობს. ჟორდი კრუიფმა “ლა მასიელის” თამაშს “აიაქსის” წინააღმდეგ უყურა.
ესპანელს “ბენფიკასთან” ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება და, შესაძლოა, მცირე თანხის სანაცვლოდ მოვიდეს. მას კარიერაში ახალი გამოწვევების მიღება სურს.
ანხელინიო
“ბარსელონა” ანხელინიოსაც ძალიან აფასებს, მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ მას “ლაიფციგთან” კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს და კატალონიურ კლუბს მარცხენა მცველისთვის დიდი თანხის გადახდა არ სურს.
“ბლაუგრანაში” ანხელინიოს გამოცდილება და შეტევაში ეფექტურობა ძალიან მოსწონთ.
ხავი გალანი
გალანი ჩავის არჩევანია. ის ლა ლიგაში გასულ სეზონში გადმოვიდა, მაგრამ შესანიშნავი დონე აჩვენა.
ვიგოს “სელტას” მოთამაშის შეძენა იაფადაა შესაძლებელი და თანაც, მას ჩავის სრული ნდობა აქვს.
დანილო
“ბარსელონა” ბრაზილიელი უნივერსალის ვარიანტსაც განიხილავს. მისი უნივერსალიზმი და გამოცდილება კლუბს ხიბლავს.
მიუხედავად ამისა, ეს ტრანსფერი მარტივი არ იქნება, რადგან ბრაზილიელს “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და კლუბს მისი შეძენა ძვირი დაუჯდება. ამასთან, იტალიელები დანილოს ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ.
დანილო არა, კუმანი მოიყვანეთ, კუმანი.
გრიმალდო მოიყვანონ აუცილებლად
მარტო ალბას იმედზე ყოფნა კატასტროფაა, აუცილებელია ახალგაზრდის მოყვანა, თუ ალბას პირველობა უნდა მოედანზე დაამტკიცოს.
ულაპარაკოდ გრიმალდო
გრიმალდო ან ანხელინიო.გაია თან ძვირია,თან ტრამვიანიცაა.