გუშინ, “გალათასარაისთან” მოგებულ (2-1) მატჩში, სერჟინიო დესტმა ტრავმა მიიღო, რის გამოც, როგორც ვარაუდობენ, ის მოახლოებულ “ელ კლასიკოს” გამოტოვებს.
“ბარსელონას” ოფიციალური Twitter-ის გვერდის ინფორმაციით, ამერიკელს მარცხენა ბარძაყის ბიცეფსის დაზიანება აქვს, ფეხბურთელის დაბრუნების თარიღს კი მისი გამოჯანმრთელების პროცესი განსაზღვრავს.
დესტი გუშინდელ შეხვედრაში მეტოქის წინააღმდეგ განხორციელებული ვარდნის შემდეგ დაშავდა და 56-ე წუთზე მოედნიდან გასაყვანი გახდა – მის ნაცვლად თამაშში რონალდ არაუხო ჩაერთო.
როგორც AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი იტყობინება, სერჟინიოს, სავარაუდოდ, 3 კვირა გაუცდება და “აინტრახტის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მისი მომჯობინება ძალიან საეჭვოა. საქმეს კიდევ უფრო ის ართულებს, რომ გერმანელებთან დანი ალვესი ვერ ითამაშებს, რადგან ბრაზილიელი ევროპა ლიგის განაცხადში არაა. შესაბამისად, მარჯვენა მცველად თამაში რონალდ არაუხოს ან ოსკარ მინგესას მოუწევს.
თითქოს არ იყო რთული ვარდნა, ასეთ პადკატებს ათობით ვხვდებით ყველა მატჩში და ასე ხშირად არ უნდა იტრამვებოდეს. მართლა ჩვენებს ჭირთ რამე.
ევროპა ლიგაზე მარჯვენა ფლანგი მკვდარი იქნება🥴🥴😕
ამისი ტრამვა ცუდია, არადა ფორმაში შედის, წესით არაუხო დადგება მარჯვნივ და პიკე-გარსია ცენტრში
ალბათ მაინც მინგესა იქნება ფლანგზე, ან სერჟი რობერტო არ გამოჯანმრთელდა?
არაუხო უნდა დადგეს სხვა გზა არაა
არაუხო უნდა დადგეს რა მინგესა ტიპი აზრზე არაა ..
ალვეში არ იქება ევროპა ლიგის განაცხადში არაა
არაუშავს გამოჯანმრთელდეს ბოლომდე,ძლივს ფორმას პოულობდა.
უნდა მოასწროს ვალდებულია