workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ელ კლასიკოს მსაჯი ცნობილია | სტატისტიკა

ელ კლასიკოს მსაჯი ცნობილია | სტატისტიკა

რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მსაჯების ვინაობა გახდა ცნობილი. ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი დაპირისპირების, “ელ კლასიკოს” განსასჯელად გამოცდილი არბიტრი ხუან მარტინეს მუნუერა მიავლინა.

მარტინეს მუნუერა 39 წლისაა. მან მსაჯობა 2006 წელს დაიწყო, 2010 წელს ის სეგუნდა დივიზიონში, 2013 წელს კი პრიმერაში დააწინაურეს. მუნუერა FIFA-ს მსაჯი 2015 წლიდანაა, 2016/17 წლებში კი Marca-მ ის სეზონის საუკეთესო ესპანელ არბიტრად დაასახელა.

მარტინეს მუნუერა კარიერის განმავლობაში თამაშში საშუალოდ 26.8 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს. ის ფეხბურთელებს საშუალოდ 4.55 ყვითელ და 0.17 წითელ ბარათს უჩვენებს. ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის მუნუერა ყვითელი ბარათების ჩვენების სიხშირით მე-16, ხოლო წითელი ბარათების მხრივ მე-17 ადგილზეა.

მუნუერას მიერ განსჯილი თამაშების 46%-ში მასპინძელი გუნდი იმარჯვებს, ხოლო 32%-ში სტუმარი გუნდი. ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის მასპინძელი გუნდის მოგებებით ის მე-8 ადგილზეა.

მარტინეს მუნუერას “ელ კლასიკოში” აქამდე ერთხელ უმსაჯია. 2020/21 წლების სეზონში “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრა “რეალმა” 3-1 მოიგო. ეს ის თამაშია, არბიტრმა რამოსის წაქცევისთვის “ბარსას” კარში ძალიან საეჭვო თერთმეტმეტრიანი რომ დანიშნა, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა.

“ბარსელონას” მატჩში მუნუერას 29-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 19 თამაში მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს. ამ არბიტრის შეხვედრებში მოგების ყველაზე მაღალი, 66% მაჩვენებელი სწორედ “ბარსას” აქვს. შემდეგ მოდის “რეალი” 62%-ით. ამ 29 შეხვედრაში მარტინესმა 9 თერთმეტმეტრიანი დანიშნა და 4 წითელი ბარათი აჩვენა, საიდანაც 6 პენალტი და 3 წითელი ბარათი “ბარსას” სასარგებლოდ იყო.

მუნუერას “რეალის” თამაშშიც 29-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებმა 18-ჯერ მოიგეს, 6-ჯერ ფრედ ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს. 9 თერთმეტმეტრიანიდან და 3 წითელი ბარათიდან 6 პენალტი და 2 გაძევება მადრიდელთა სასარგებლოდ იყო.

რაც შეეხება ვიდეორეფერის – ამ პოზიციაზე კიდევ ერთი გამოცდილი ესპანელი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება.

“ელ კლასიკო” კვირას, 20 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • La Pulga10
    schedule 17 მარ 2022, 17:02
    #4

    ისევ ეს პიტალოა კაცო კლასიკოზე?ვახ ვერ მოვიშორეთ.

  • nika 54
    schedule 17 მარ 2022, 16:35
    #3

    ამისთანა რთული თამაში თურქეთში და მერე კიდევ ელკლასიკო გასვლაზე? ტებასს ამოგიწყდა ოჯახი! ორშაბათს რო გვეთამაშა დაიქცეოდა ქვეყანა. რეალი რამდენჯერ ათამაშეთ გინდა ორშაბათს და გინდა პარასკევს რო ლიგაზე თამაშის შემდეგ სული მოეთქვა და ბარსა არ გკიდიათ ფეხებზე.

  • ANRIBARCA
    schedule 17 მარ 2022, 15:20
    #2

    ლაოსი რა ვერ მოშორდა ფეხბურთს, ყოველ წელს ნიანგის ცრემლებს ღვრის მივდივარო და შემდეგ ისევ მოედანზე იჩითება bowtie

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 17 მარ 2022, 15:08
    #1

    ციტატა: CHEPE
    ხო აბა რაა მსაჯრიდს კიდე ეს უნდოდა მე 12 კაცად მაგრამ არაფერი უშველით მაგათ მაინც ნავსი გატყდება 20 ში მძიმედ


    ლაოსიც ჰყავთ მეცამეტე😶😶