“ბარსელონას” კაპიტანი, სერხიო ბუსკეტსი გუნდის ბოლოდროინდელი პროგრესისა და მოახლოებული “ელ კლასიკოს” შესახებ საუბრობს.
გუნდში ყველაფერი შეიცვალა, თვითრწმენა, განწყობა, თავდაჯერებულობა… ჩავიმ რაღაცები შეცვალა და გუნდში საკუთარი ფილოსოფია შემოიტანა.
თუმცა თავიდან პროცესი იოლი არ ყოფილა, რადგან ეს სტილი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელისთვის იყო ნაცნობი. როდესაც იმარჯვებ და თან თამაშისგან სიამოვნებას იღებ, ამ იდეაში, მწვრთნელსა და საკუთარ თავშიც უფრო მეტი რწმენა გიჩნდება.
“კლასიკო”? ამბიციურ “რეალს” ველი, რომელსაც გამარჯვება უყვარს ისევე, როგორც – ჩვენ. ბურთისთვის ბრძოლა იქნება, ვნახოთ, ვინ უფრო ძლიერი აღმოჩნდება.
ასევე, ბუსკეტსმა კაზემიროს მიმართ პატივისცემა გამოხატა:
იგი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა. უბრალოდ, მის თამაშებსა და კარიერას დააკვირდით. ჩვენი პოზიციის ფეხბურთელები ყველაზე თვალისმომჭრელ ფეხბურთს არ თამაშობენ. საბოლოო ჯამში, ყურადღება გოლებსა და ასისტებს ექცევა. თუმცა ჩვენი დავალება მნიშვნელოვანია, ჩვენ გუნდის შუა ნაწილში ვართ, ვაკონტროლებთ და ვაწესრიგებთ ყველაფერს. მე მას დიდ პატივს ვცემ.
– მის სიტყვებს Sport-ი ციტირებს.
“ბლაუგრანა” “გალათასარაისთან” ხუთშაბათს ითამაშებს, “ელ კლასიკო” კი კვირასაა დაგეგმილი.
თუ კაზემირო ბუსკეტს რამით ჯობია მარტო ვირობით.
კაზემირო მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია და ვაფასებ, მაგრამ ბუსკეტსი მაინც სხვა ფეხბურთელია, ძალიან ელეგანტური და ტექნიკური
《○BIG ĆULE○》,
გეთანხმები წინა კლასიკოს შემდეგ მოხვდა კრიტიკა, მაგრამ მალევე დაგვანახა, რომ იმაზე საჭიროა ვიდრე ჩვენ გვგონია.
სწორს ლაპარაკობს და თვითონ ბუსკეცსაც არ ადასებენ შესაფერისად, კაზემიროც უმაღლესი დონისაა და ჭკვიანი ფეხბურთელია მაგრამ ბუსკეცი მაინც სულ სხვაა, არც გოლებს ეტანება და შეიძლება არც ბევრი ასისტი აქვს მაგრამ გუნდში ყველაზე მეტ საქმეს აკეთებს