workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერლინგ ჰოლანდის ალტერნატივები

ერლინგ ჰოლანდის ალტერნატივები

“ბარსელონას” ნომერ პირველი სატრანსფერო სამიზნე ერლინგ ჰოლანდია, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავის ხელში ჩასაგდებად დიდი ნადირობაა გაჩაღებული და მისი გადაბირება რთული იქნება. “ბარსას” მიზანი კი შეტევის გაძლიერებაა, სწორედ ამიტომ, კატალონიური კლუბი ნორვეგიელის ალტერნატივებზეც მუშაობს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება.

ლუკაკუ და ვერნერი

ერთ-ერთი ვარიანტი “ჩელსის” თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუა. ბელგიელს ტომას ტუხელთან ცუდი ურთიერთობა აქვს, ლონდონური კლუბი კი რთულ სიტუაციაში იმყოფება, შესაბამისად, გამორიცხული არაა, ლუკაკუ ტრანსფერზე დააყენონ. 28 წლის შემტევის დამატება მარტივი არ იქნება, რადგან “ლურჯებმა” მასში 115 მილიონი ევრო გადაიხადეს. რომელუს გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

ალტერნატივებს შორისაა “ჩელსის” კიდევ ერთი თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი. გერმანელი ბევრ სათამაშო დროს არ იღებს და შესაძლოა, ლონდონელებმა ისიც გაასხვისონ. გასათვალისწინებელია, რა გავლენას იქონიებს “ჩელსის” სატრანსფერო პოლიტიკაზე ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები. ვერნერის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდეა გათვლილი.

პატრიკ შიკი

“ბარსელონას” ოფისებში 26 წლის ჩეხ თავდასხმელზეც საუბრობენ. შიკი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიმდინარე სეზონში კი ბუნდესლიგაში რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ ყველაზე მეტი – 20 – გოლი აქვს გატანილი. ლევერკუზენის “ბაიერი” შიშობს, რომ ზაფხულში მას რომელიმე გრანდი დაიტაცებს. შიკს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

რაფაელ ლეაუ

“ბარსელონას” პორტუგალიელ შემტევსაც უკავშირებენ. მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” შემტევი უფრო ფლანგის მოთამაშეა, კლუბი ხელმძღვანელობას მისი თამაში მოსწონს და ჰოლანდის ალტერნატივად განიხილავს. ლეაუს მილანელებთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

მოჰამედ სალაჰი

სალაჰს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამჟამად შეჩერებულია. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, გამორიცხული არაა, მერსისაიდელებმა ეგვიპტელი ზაფხულში გაასხვისონ, რათა 2023 წელს უფასოდ არ დაკარგონ. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, “ბარსელონამ” იგი ჰოლანდის ალტერნატივად განიხილოს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • me da barca
    schedule 13 მარ 2022, 02:55
    #16

    წავიდა მარჩიელობა.

  • Don_Andresito
    schedule 12 მარ 2022, 16:22
    #15

    ეს პახმელიაზე გაღვიძებული ჟურნალისტის ნაცოდვილარი სტატიაა. ლუკაკუ არა შმუკაკუ. არც სალაჰს გაუშვებს ვინმე.

  • M10 S9 D11
    schedule 12 მარ 2022, 15:38
    #14

    გაასხმევინეთ სუყველას სალაჰი და დოღის ცხენი დააყენეთ ბარემ ჯობია ხულიან ალვარესი მოვიყვანოთ იჯარით რახან ჰალანდი ასე ახლოსაა სიტიში გადასვლასთან მაგ ბიჭს მაინც გაუშვებენ იჯაროთ და ჯობია ჩვენ მოვიყვანოთ

  • რივალდო-მესი
    schedule 12 მარ 2022, 15:19
    #13

    კაროჩე ვაბშე არ უნდა იკითხო ეს ნიუსები თორე გაგაგიჟებენ. რაის ვერნერი და ლუკაკო ტო😂 აი ის ვითომ ხხრიანი ლაუტარო რომ იყიდონ მართლა დავანებებ ამ გუნდის ყურებას თავს. მაინც მგონია რომ უაზრო ჭორებია. ან თუ არაუხო დავკარგეთ ორი სამი მილიონის გამო ერთ ადგილას გაიკეთოს ლაპორტამ თავდამსხმელი. რავი იმედია ჭკუა ეყოფათ ამ გუნდში ვიღაცეებს მაინც. არაუხოს დაკარგვა ჩემთვის მარადონას და რონალდოს დაკარგვის შემდეგ მესამე ყველაზე იდიოტური გადაწყვეტილება იქნება. კაროჩე აღარ ვკითხულობ ახალ ამბებს მორჩა.

  • ROUCH
    schedule 12 მარ 2022, 13:08
    #12

    ფორვარდიო და სალაჰი ალტერნატივადო მოგი**ან ცოლის ალტერნატივა ვინც ეგ თქვა. სალაჰს არ ვიწუნებ უბრალოდ სად ერეკლე სად ჩემი აბრიქინებულის თემაა. ლუკაკუ ტლანქი საქონელი ზოგი ჰალანდს იწუნებს მაგ მხრივ და ეგ რაღაა მაშ. მაზილა ტორესი დეპაიც მეყოფა ვერნერი რო არ დაამატონ

  • Moriba
    schedule 12 მარ 2022, 12:49
    #11

    ციტატა: basa7
    სალაჰი კარგი ვარიანტია მაგრამ ჰალანდის ალტერნატივა არ არის. ისე კი გადასარევია თუ იყიდიან. რატომ არ ფიქრობენ დარვინ ნუნესზე ვერ ხვდები. უმაგრესი ბიჭია. მე ადეიმს ნამდვილად მირჩევნია და კიდევ ენდრიკს მიაწექით ბიჭო ენდრიიიიიკს


    მეც მაგას ვამბობ თან ურუგვაელია სუარესი დავაბრუნოთ ზაფხულში უფასოდ და ასწავლის რაღაცეებს პლიუს 30 40 მილიონიც არ დაჯდება

  • xavi73
    schedule 12 მარ 2022, 12:48
    #10

    რასამბობენ.დ ესენი მოიყვანეთ თუა შანსი რა ჰოლანდი.დ

  • basa7
    schedule 12 მარ 2022, 12:36
    #9

    სალაჰი კარგი ვარიანტია მაგრამ ჰალანდის ალტერნატივა არ არის. ისე კი გადასარევია თუ იყიდიან. რატომ არ ფიქრობენ დარვინ ნუნესზე ვერ ხვდები. უმაგრესი ბიჭია. მე ადეიმს ნამდვილად მირჩევნია და კიდევ ენდრიკს მიაწექით ბიჭო ენდრიიიიიკს

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 მარ 2022, 12:27
    #8

    სალაჰი გვინდა უეჭველი.უთხრან,რომ ლიდერი იქნება ბარსაში,რაც რეალობიდან არც ისე შორსაა და იქნება მოვიდეს ფარაონი აქ. მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ,რომ კლოპმა მოხოდა ეგ კაცი და აქ შეიძლება ვერ გაქაჩოს, სტერლინგიც ძაან კაი ვარიანტია და ვერნერი კიდე მაზილა კია მაგრამ საკმაოდ ნორმალური ფორვარდიცაა

  • Iniesta_8
    schedule 12 მარ 2022, 12:27
    #7

    სალაჰი თუ გადმოვა კარგი იქნება, მარა კლოპის გარეშე ეგეთი ძლიერი ვერ იქნება დარწმუნებული ვარ, პახოდუ ლივერპული 100 მილიონს მაინც მოითხოვს და სალაჰიც აღარაა ახალგაზრდა.

  • რივალდო-მესი
    schedule 12 მარ 2022, 12:25
    #6

    ჰოლანდის ერთადერთ ალტერნატივას ჰარი კეინს არც ახსენებენ🤬 აპრუწუნებს ლაპორტა მგონი🤬

  • torniket
    schedule 12 მარ 2022, 12:20
    #5

    ჰალანდს ინგლისში იმდენი ტრავმა ექნება თავბედს იწყევსლის ძალიან მაგარია მაგრამ
    ბევრს იმტვრევა ასე რომ დიდათ არ მინდოდა, შიკის ერთი სეზონი აქვს და არ ღირს, ლუკაკუ არაა ბარსას სტილი, ვერნერი ფერანზე მაზილაა მაგრამ შეიძლება ფიქრი, მო არამგონია გამოუშვან, სტერლინგი იქნება კაი ისაკი ან ლაუტარო, ახალგაზრდა გვინდა მაქს 26 წლის რომ 5-6 სეზონი მინიმუმ ითამაშოს, ინგლისში ბევრი კაი თავდამსხმელია შეიძლება იმათი მოყვანა, რიშარლისონი, რაშფორდი, მოკლედ კაი დიდი შრომა
    მოუწევს ბორდს, ფაქტია დე იონგი ბრეიტა და დემბელე წავა ადამასაც არ გამოისყიდიან და გვრჩება 3 და პლიუს ფატი რას იზამს
    კაცმა არ იცის აბდეს იმედზე ვერ ვიქნებით ასე რომ მინ. 2 თავდამსხმელი გვინდა

  • Moriba
    schedule 12 მარ 2022, 12:15
    #4

    ნუნეზი მოიყვანონ რა იქნება

  • nika 54
    schedule 12 მარ 2022, 12:13
    #3

    სალაჰი აქედან უკეთესი ვარიანტია, ლუკაკუს და ვერნერს კი არც გაყიდის ჩელსი იმ უბრალო მიზეზით, რომ გუნდს უამრავი სანქცია აქვს დაწესებული აბრამოვიჩის გამო და ვერც ტრანსფერებს ვერ განახორციელებს კაი ხანი. ამიტომ ეხლა ფეხბურთელების გაშვება მისთვის კატასტროფა იქნება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 მარ 2022, 12:07
    #2

    საქონელი ლუკაკუ და ვერნერი ნაღდად არ გვინდა, არცერთს არააქ ის თვისებები რა ბარსას გამოადგება, ლუკაკუმ ბურთის მიღებაც არც იცის და ტექნიკაც არააც, თუ სივრცე მიეცა კი დაარტყავს მაგრამ სადაა მაგდენი სივრცეები ლა ლიგაში, სერია ა ს ფორვარდია, ვერნერიც უკლასოა და მარტო სირბილი იცის, ჭკვიანიცაა მაგრამ ბარსაში არ გამოდგება, აი სალაჰი კი ძაან მაგარია თან ბარსას სტილშიც ჩაჯდება ალბათ, სისწრაფეც აქვს , ტექნიკაც, დარტყმაც შეყძლია ურთულესი სიტუაციებიდან, შიკს რაც შეეხება , არამგონია ლა ლიგაში გაამართლოს, ლეაუს კი არ გაყიდიან და არ უნდა გაყიდონ

  • Andria
    schedule 12 მარ 2022, 12:02
    #1

    სალაჰი კი გაასწორებდა დიდი კლასი აქვს ძალიან თან დემბელე თუ წაშავდა. ჰალანდი თუვერ მოვიდა კარგი იქნება სალაჰი ანსუ ობა სალაჰი ფერანი დეპაი სკამი