ფრენკი დე იონგი და აიტანა ბონმატი 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ

ფრენკი დე იონგი და აიტანა ბონმატი 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ

ჩვენი კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ფრენკი დე იონგი და აიტანა ბონმატი 2020-21 წლების სეზონის “ბარსელონას” საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ. 

აღნიშნულ ჯილდოს ფეხბურთელთა ასოციაცია ყოველწლიურად, Fair Play-ს მიხედვითა და მისი მნიშვნელობით გადასცემს.

ხმის მიცემაში მონაწილეობა 5 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო, შესაბამისად, მამაკაცთა გუნდის მხრიდან ფრენკი გამოარჩიეს, გოგონებს შორის კი საუკეთესო აიტანა გახდა (შესაბამისად, ალექსიას შემდეგ, ის პირველი გოგოა, რომელსაც ხსენებული პრიზი მისცეს).

ცერემონიას ასოციაციის პრეზიდენტი რამონ ალფონსედა, “ბარსას” ვიცეპრეზიდენტი რაფაელ იუსტე, კლუბის შტაბის წევრები ჩავიერ პუჩი და ენრიკ მასიპი, და ასოციაციის შტაბის წევრები ტენტე სანჩესი, ფელიქს ბარადო, ჟოფრე მატეუ და ლაურა ლინასი ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჟიურიმ საბოლოო ვერდიქტში ხაზი 2019 წლიდან დე იონგის ერთგულებასა და თავმდაბლობას გაუსვა. იგივე ითქვა ბონმატიზეც, რომელიც მომავალი თაობისთვის სამაგალითო ადამიანად მიიჩნევა.

შესაბამისად, ფრენკი და აიტანა იმ მოთამაშეებს შეუერთდათ, რომლებმაც, 2010 წლიდან დღემდე, ეს ჯილდო მოიგეს. პრიზი გადაცემისას, მნიშვნელობა უფრო მოედანს მიღმა მოღვაწეობას ენიჭება, ვიდრე სათამაშო დონესა და შედეგებს.

საინტერესოა, რომ 2019-20 წლების გარდა, როდესაც ეს ჯილდო პანდემიის გამო მთლიანად გუნდს გადაეცა, პრიზი მუდამ ინდივიდუალური იყო, 2018-19 წლების სეზონიდან კი ის გოგოებსაც გადაეცემათ.

ბოიანიდან ალექსიამდე

ბოიან კრკიჩი (2009-10) პირველი მოთამაშე იყო, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიგო. შემდეგ კი მას ანდრეს ინიესტა (2010-11) და ჩავი ერნანდესი (2011-12, 2012-13 – ჩავი ერთადერთია, რომელმაც პრიზი ორჯერ დაისაკუთრა, თანაც – ზედიზედ) დაეუფლნენ. ეს ჯილდო ასევე მოუგიათ: კარლეს პუიოლს (2013-14), ხავიერ მასკერანოს (2014-15), ლეო მესის (2015-16), სერჟი რობერტოსა (2016-17) და ივან რაკიტიჩს (2017-18).

რაც შეეხებათ ბოლო გამარჯვებულებს – 2018-19 წლებში სეზონის საუკეთესო მოთამაშეებად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ალექსია პუტელიასი აირჩიეს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    12 მარ 2022, 12:54

    ძალიან რთული კრიტერიუმით ყოფილა ამ პრიზის მიღება.
    (პრიზი გადაცემისას, მნიშვნელობა უფრო მოედანს მიღმა მოღვაწეობას ენიჭება, ვიდრე სათამაშო დონესა და შედეგებს).
    პირველად მესმის რომ სპორტსმენს პრიზს მოედანს მიღმა მოღვაწეობაში აძლევდნენ. ამას ფეირ პლეიც კი აღარ ჰქვია.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    11 მარ 2022, 18:34

    საინტერესოა♥️😁