workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯერარდი: კოუტინიოს შენარჩუნება მინდა

ჯერარდი: კოუტინიოს შენარჩუნება მინდა

ფილიპე კოუტინიო “ასტონ ვილას” რიგებში თავის გამოჩენას აგრძელებს – მან “ლიდსის” წინააღმდეგ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია “ბარსელონაც”, რომელსაც იმედი აქვს, რომ კლუბი ფილიპეს გამოსასყიდ თანხას გადაიხდის.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

“კოუტინიოს თამაშის ხილვა ჩემთვის სიამოვნებაა, ამიტომ, მისი შენარჩუნება მსურს. მასში 40 მილიონის გადახდა? საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე ხალხს ჰგონია. ჩემი ფული რომ იყოს, პასუხი უკვე გეცოდინებოდათ”.

იმ შემთხვევაში, თუ 29 წლის ფეხბურთელი “ასტონ ვილაში” დარჩება, მას ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ კოუტინიო ბირმინგემულ გუნდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა და უკვე 4 გოლის გატანაც მოასწრო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • M10 S9 D11
    schedule 11 მარ 2022, 18:49
    #7

    გასუხარდა კოუ და ეგაა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 11 მარ 2022, 14:55
    #6

    ეს რომ აქ დაბრუნდეს საერთოდ გაფუჭდება, დარჩეს ინგლისში,აკრიფოს ფორმა და იმის ნახევარი კოუტინიო მაინც, რომ დაბრუნდეს რაც ლივერპულში იყო, უკვე ძაან კაია😍

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 მარ 2022, 14:18
    #5

    წაიყვანეთ მერე რა პრობლემაა, თან ვილასთვის მომგებიანი იქნება თუ 40 ად იყიდიან და უფრო ძვირად გაყიდიან, მაგრამ ვნახოთ, ერთი ის ვიცი რომ ამისი ბარსას მაისურით ნახვა აღარ მინდა

  • vereli
    schedule 11 მარ 2022, 13:24
    #4

    ციტატა: Iniesta_8
    ასტონ ვილა თუ არა სხვა რომელიმე პრემიერ ლიგის გუნდი წაიყვანს. არაა ლა ლიგის სტილის ფეხბურთელი და ჩვენც არაფერში გვჭირდება, ის 40 მილიონი კი კარგად გამოგვადგება.


    100% – და შეძლება ნიუკასლმა ან არსენალმა მეტიც კი გადაიხადონ, ორივეს მაგრა უნდოდა, და ასე თუგააგრძელა მითუმეტეს დარწმუნდებიან ამის შესაძლებლობებში

  • nika 54
    schedule 11 მარ 2022, 13:17
    #3

    ციტატა: Giorgi99
    ლევანდოვსკი მიდის ბაიერნიდან რომ დაიმატოს ლაპორტამ 1 წლით მაინც , ატლეტიკოში გადასვლას აქ გადმოვიდეს


    მე მგონი მაგას რეალში უნდა და არც მალავს.

  • Giorgi99
    schedule 11 მარ 2022, 13:12
    #2

    ლევანდოვსკი მიდის ბაიერნიდან რომ დაიმატოს ლაპორტამ 1 წლით მაინც , ატლეტიკოში გადასვლას აქ გადმოვიდეს

  • Iniesta_8
    schedule 11 მარ 2022, 13:07
    #1

    ასტონ ვილა თუ არა სხვა რომელიმე პრემიერ ლიგის გუნდი წაიყვანს. არაა ლა ლიგის სტილის ფეხბურთელი და ჩვენც არაფერში გვჭირდება, ის 40 მილიონი კი კარგად გამოგვადგება.