“ბარსელონა” ზაფხულში, Espai Barca-ს პროექტის ფარგლებში, “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციას დაიწყებს, რომელიც 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” მომდევნო სეზონში სტადიონის გამოცვლა არ მოუწევს, თუმცა 2023/24 წლების სეზონში ეს შეიცვლება – წყაროს თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფრები” საშინაო თამაშებს მონჟუიკის ოლიმპიურ სტადიონზე გამართავენ.
ხსენებული არენა ადგილობრივი თვითმმართველობის მფლობელობაშია. კლუბი ბარსელონას საკრებულოსთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვეა, აწარმოებს და სტადიონზე განსახორციელებელ ცვლილებებს განიხილავს. კლუბი ჰიბრიდული გაზონის დაგებას, გასახდელი ოთახებისა და VIP ლოჟების გაუმჯობესებას გეგმავს, რაც დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაჯდება.
მონჟუიკის ოლიმპიური სტადიონი 55,926 მაყურებელს იტევს. გეგმის მიხედვით, “კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია 2025 წელს უნდა დასრულდეს, “ბარსა” კი სტადიონს 2024 წლამდე ქირაობს…
დანარჩენები ვინც არ დაეტევა ზედა ტრიბუნებზე, ძველებურად კულეგადმოყოფილები დაჯდებიან როგორც წინა საუკუნის დასაწყისში.(კულე ალბათ ყველას ახსოვს რაც არის)
ანუ დაახლოებით 56 ათასიანი ყოფილა სტადიონი და ეს დინამოს ხელაა, ანუ მთლად უმაყურებლოდ არ რჩება გუნდი;
105 ათასამდე გაიზრდება ტევადობაო, როგორც ვიცი
არადა იოჰან კრუიფზი კარგი სტადიონია პროსტა პატარაა ტევადობით სულ 6000 კაცს იტევს თორე ოლიმპიური მოედნის რეკონსტრუქცია და ქირაობა 20+ მაინც დაჯდება
ნუ სხვა რა გზაა
ოლიმპიური სტადიონები მეზიზღება