workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ბარსელონამ ტერ შტეგენის 6 ალტერნატივა შეარჩია

ბარსელონამ ტერ შტეგენის 6 ალტერნატივა შეარჩია

“ბარსელონა” მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ფორმით კმაყოფილი არ არის. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელები გერმანელი მეკარისთვის კონკურენციის გაზრდას აპირებენ და უკვე შეარჩიეს ფეხბურთელები, რომელთან მოლაპარაკებებსაც მალე დაიწყებენ და ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ზაფხულიდან “ბარსაში” ვიხილავთ. 

MD 6 კანდიდატს ასახელებს. 

იასინ ბუნუ – “სევილია”, 30 წლის

ლუიშ მაშიმილიანუ – “გრანადა”, 23 წლის

ილან მელიე – “ლიდსი”, 22 წლის

ალბან ლაფონი – “ნანტი”, 23 წლის

მაარტენ ვანდევორდტი – “გენკი”, 20 წლის

ბარტომიეი დრანგოვსკი – “ფიორენტინა”, 24 წლის

“ბარსელონას” პირველ გუნდში მეორე მეკარის სტატუსი ნეტუს აქვს. ბრაზილიელს გუნდიდან წასვლა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე სურდა, თუმცა გადაწყვეტილება ტერ შტეგენის ტრავმის გამო შეცვალა, წელს კი, სავარაუდოდ, “ბარსას” მაინც დატოვებს.

ინიაკი პენია, რომელიც აქამდე მესამე მეკარე იყო, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იანვარში “გალათასარაის” შეუერთდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Bakero
    schedule 09 მარ 2022, 01:49
    #9

    ვერცერთი მაგ ექვსეულიდან ტერ შტეგენს ისეთ კონკურენციას ვერ გაუწევს როგორსაც თითონ ტერ შტეგენი უწევდა ბრავოს

  • Pirat❤️💙
    schedule 08 მარ 2022, 20:24
    #8

    ლაფონტი ძაან მაგარი ვინმეა თან ახალგაზრდაა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 08 მარ 2022, 19:32
    #7

    ტერ შტეგენი ექვსივეს სჯობს😄

  • shu1987
    schedule 08 მარ 2022, 19:27
    #6

    რავი ისეთი სახელებია შტეგენი ცალი ხელით სჯობს რაცარუნდა იყოს , იმედია მოიხოდება თორე ასე თუ გააგრძელა მართლა საჭირო იქნება შემცვლელი

  • Nodariko Dzadzamia
    schedule 08 მარ 2022, 18:36
    #5

    ლაფონი მინდა მე

  • M10 S9 D11
    schedule 08 მარ 2022, 18:13
    #4

    დაეხიოს ექვსივე შტეგოს

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 მარ 2022, 17:31
    #3

    შტეგენს ხელი არ უნდა დაედოს, ნეტი გაუშვან და კონკურენტი მეკარე მოუყვანონ ვინმე, როტაციით რომ რამოდენიმეჯერ სკამზე მოჯდება ჭკუასაც ისწავლის, აი ნეტუმ რა თამაშიც გვაჩვენა თასზე, მაგას თვალდახუჭული შტეგენი მდგარიყო ჯობდა

  • Don_Andresito
    schedule 08 მარ 2022, 17:01
    #2

    მაშიმილიანუს ჩემი ხმა. ძაან კლასნი მეკარეა. მარა ყველაზე იაფი ვარიანტი გვინდა. სკამის მეკარეში ფულის გადახდა არ ღირს.

  • nika 54
    schedule 08 მარ 2022, 17:01
    #1

    აქედან მარტო იასინ ბუნუს თამაში მახსოვს და ეგეც პენსიონერი ყოფილა, ალბათ ზამენისთვის მოყავთ. თუმცა შტეგენიც მაგის ხნისა არ არის?