გვარდიოლა მწვრთნელების ფორუმს დაესწრება

გვარდიოლა მწვრთნელების ფორუმს დაესწრება

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დაესწრება “უეფას” ელიტარული კლუბების მწვრთნელთა რიგით მეცამეტე ფორუმს, რომელიც 31 აგვისტო–1 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. აღნიშნული ფორუმი ევროპის უმაღლესი ლიგების სხვადასხვა მწვრთნელებს უყრის ერთად თავს, რათა მათ განიხილონ თანამედროვე ფეხბურთის მნიშვნელოვანი ასპექტები.

1999 წლიდან მოყოლებული, ფორუმი ყოველწლიურად იმართება. ეს არის ეფექტური გზა მწვრთნელებისთვის, რათა გამოხატონ მოსაზრება საკლუბო ფეხბურთთან დაკავშირბით.

წლევანდელ ფორუმს დაესწრებიან:

ჟოსეპ გვარდიოლა – “ბარსელონა”

სერ ალექს ფერგიუსონი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

ანდრე ვილაშ–ბოაში – “ჩელსი”

როი ჰოჯსონი – “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი”

რემი გარდე – “ლიონი”

დიდიე დეშამი – მარსელის “ოლიმპიკი”

მასიმილიანო ალეგრი – “მილანი”

რალფ რანგნიკი – “შალკე”

ტომას შააფი – “ვერდერ ბრემენი”

ფრან დე ბური – “აიაქსი”

ხორხე ხესუსი – “ბენფიკა”

ჟან პიერო გასპერინი – მილანის “ინტერნაციონალე”

ფელიქს მაგათი – “ვოლფსბურგი”

ვიქტორ პერეირა – “პორტო”

მირკა ლუჩესკუ – დონეცკის “შახტარი”

უნაი ემერი – “ვალენსია”

ტორსტენ ფინკი – “ბაზელი”

რუდი გარსია – “ლილი”

 

ფორუმზე დასწრებაზე უარი განაცხადა ჟოზე მოურინიომ. უარის თქმის მიზეზი უცნობია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია