ცნობილმა სუპერკომპიუტერმა FiveThirtyEight-მა იწინასწარმეტყველა, თუ როგორ დასრულდება ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა მიმდინარე სეზონში.
“ბარსელონას” ჩემპიონობის ძალიან დაბალი – 4%-იანი – შანსი აქვს. ალგორითმის პროგნოზით, 90%-ით, სეზონს პირველ ადგილზე მადრიდის “რეალი” დაასრულებს. “სევილიას” ჩემპიონობის შანსები კი 5%-ითაა შეფასებული.
კარგი ისაა, რომ კატალონიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში, კერძოდ, მესამე ადგილზე მოიაზრება.
უფიქრია ეტყობა.
ძლივს არ მოარტყა ამ კომპიუტერმა, აღარ მქონდა იმედი რო რამეს გამოიცნობდა. ისე უეფა ლიგაზე არ კითხეს თუ ავტომატურად არ მოგვიხსენია იქ გამარჯვების კანდიდატად?
ეგ შეიძლება, სევილიას რეალთან აქვს თამაში, ასევე ჩვენთან კამპ ნოუზე. გუშინ კი ალავესსაც ვერ მოუგო. დღეს კი საერთოდ ბეტისი-ატლეტიკოა და ფრე რო გააგორონ მერე გვიყურონ ზურგში გათამაშების ცხრილში.
მაგის ილუზია არავის აქვს,რომ ლალიგას მოვიგებთ,მაგრამ გუნდმა წინ სვლა უნდა გააგრძელოს, თავიდან მინიმუმი მეოთხე ადგილი იყო, ახლა მესამე უნდა იყოს და მერე უკვე ბოლომდე უნდა იბრძოლონ, რომ სევილიას გაასწრონ, რეალს არხ განვიხილავ :დდ.
ამას სუპერკომპიუტერი კიარა ჩემი სარეცხი მანქანაც კი გამოთვლიდა, უაზრო ჯართია და მეტი არაფერი🤣
ბარსა რომ ლალიგას ვერ მოიგებს ეგ იასნია მაგრამ მეორეზე უნდა გავიდეთ