გუშინ ევროლიგამ (საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა) რუსული კლუბების ტურნირიდან დროებით მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში უკრაინაში არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება, სასჯელი ძალაში დარჩება და სამივე უკრაინული კლუბის მიერ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში ნაჩვენები შედეგები გაუქმდება. მოვლენების ასე განვითარების შანსი კი, სამწუხაროდ, ძალიან დიდია.
18-დან 3 კლუბის შედეგების გაუქმება სატურნირო ცხრილზე დიდ გავლენას მოახდენს. ამჟამად გათამაშებას “ბარსელონა” ლიდერობს, რომელსაც 20 მოგება და 5 წაგება აქვს. მეორე ადგილზე 20 მოგებითა და 6 წაგებით “რეალია”. მათ მოსდევთ “მილანი” (17-8), “ოლიმპიაკოსი” (15-9), “ზენიტი” (14-9), ცსკა (14-10), “მონაკო” (14-13) და უნიკსი (13-12). ასეთია ფლეი ოფში გამსვლელი 8 გუნდის ვინაობა ამ მომენტისთვის.
თუ რუსული “ზენიტის”, ცსკა-სა და უნიკსის შედეგები გააუქმეს, “ბარსელონას” 17 მოგება და 4 წაგება დარჩება, მაგრამ კატალონიელები ლიდერობას შეინარჩუნებენ, რადგან “რეალს” 17 მოგება და 5 მარცხი ექნება. ლიდერთა დუეტს მიუახლოვდება “მილანი” (15-6) და “ოლიმპიაკოსი” (14-7).
რუსული გუნდების მოხსნით ყველაზე მეტად მიუნხენის “ბაიერნი” იხეირებს, რომელსაც რუსეთის სამივე წარმომადგენელთან წაგება აქვს. გერმანული გუნდი, 12-9 ბალანსით, მეთერთმეტიდან მეხუთე ადგილამდე აღზევდება. მის შემდეგ იქნება მოქმედი ჩემპიონი თურქული “ეფესი” 11-8 ბალანსით, რომელიც ამჟამად ფლეი ოფის ზღვარზე, მე-9 ადგილზე იმყოფება.
მოკლედ რომ ვთქვათ, წამყვანი ევროპული საკალათბურთო კლუბებიდან რუსული გუნდების ევროლიგიდან მოხსნით არავინ იზარალებს.
უკრაინელებმა რა დააშავეს?
ამის დაწერა მინდოდა, მაგრამ დაგიდვია
თუ უახლოეს მომავალში უკრაინაში არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება, სასჯელი ძალაში დარჩება და სამივე უკრაინული კლუბის მიერ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში ნაჩვენები შედეგები გაუქმდება.
უკრაინელებმა რა დააშავეს?