მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ

ანდრეს  ინიესტა:

“ჩვენ ეს ტიტული უნდა დავაფასოთ,რადგან მის მოსაგებად ბევრი ვიშრომეთ.ეს შეხვედრაა ჩემპიონთა და ევროპის ლიგის გამარჯვებულს შორის,შეიძლება ეს ძალიან ადვილად გამოიყურება,თუმცა სინამდვილეში რასაც ჩვენ ვაკეთებთ ძალიან რთულია.ჩვენ დიდებული კლუბის,”პორტუს” წინააღმდეგ ვითამაშეთ,რომელმაც წინა სეზონში ყველა ის ტიტული მოიგო,რომელშიც მონაწილეობდა”.

დავიდა  ვილა:

“მესი შესანიშნავია,ყველა იმ გუნდის წინააღმდეგ რომელთანაც ჩვენ ვთამაშობთ”.
 “მხოლოდ 1 სრული წელია რაც ამ კლუბში ვარ და უკვე 5 ჯილდო მოვიგე,ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე,რომ ყველაფერი ასე გაგრძელდეს.”

  ხავიერ   მასკერანო:

“ჩვენ იღბლიანები ვართ,რომ გვყავს მესი–მან გახსნა თამაში და შეგვიქმნა თავისუფალი სივრცეები”.
“არ ვიცი დავამთავრებ თუ არა დაცვის ცენტრში თამაშს–იქ ვითამაშებ სადაც საჭირო იქნება”.
 “ვერც წარმოვიდგენდი,რომ პირველივე წელს 4 ტიტულს მოვიგებდი,მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ამისთვის”.

პედრო:

“12 ტიტული 15 შესაძლებლიდან შესანიშნავი შედეგია!ბედნიერები ვართ რომ ესპანეთის და ევროპის სუპერ თასი მოვიგეთ”.
“იმედი მაქვს,კიდევ ერთი დიდებული სეზონი გველის წინ”.

დანი  ალვეში:

“ვგრძნობთ,რომ გულშემატკივრები ჩვენთან არიან,სწორედ ეს გვაძლევს ძალას,”ბარსა” დიდი ოჯახია”. “მე მინდა ვთხოვო ფანებს,რომ ასე გვიგულშემატკივრონ თუ საქმეები ისე კარგად არ წავა,როგორც ახლა”. “ჩვენ უნდა მივყვეთ გვარდიოლას,ის იცნობს კლუბს და ფეხბურთელებს.ის აქ იყო როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში