workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
IFFHS-მა ლიონელ მესი დააჯილდოვა

IFFHS-მა ლიონელ მესი დააჯილდოვა

ოფიციალური ინფორმაციით, IFFHS-მა (ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკების საერთაშორისო ფედერაცია) ლეო მესი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. 

საქმე ისაა, რომ ლეგენდარულმა არგენტინელმა “ბარსელონაში” ასპარეზობისას 672 გოლი გაიტანა და ერთი კლუბის მაისურში გატანილი გოლებით ბრაზილიელ პელეს გადაასწრო, რომელსაც მშობლიური “სანტოსის” რიგებში მეტოქეთა კარი 645-ჯერ ჰქონდა აღებული.

“ლა პულგას” ზემოხსენებული ჯილდო სწორედ ამ მიღწევისთვის გადაეცა. 

როგორც ცნობილია, ამჟამად ლეო მესი, თავისი მეუღლის, ანტონელა როკუცოს დაბადების დღის აღსანიშნავად ბარსელონაში იმყოფება. ამასთან, მათთან ერთად ლუის სუარესი, სოფი ბალბი (ლუისის ცოლი), სესკ ფაბრეგასი და დანიელა სემანიც (სესკის მეუღლე) არიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 28 თებ 2022, 11:42
    #6

    ახლაც ბარსელონაშია ნეტავ? არა მგონია თამაში კამპ ნოუზზე გამოეტოვა თუ იქ იყო. თუმცა რო ყოფილიყო ოპერატორები აუცილებლად მოძებნიდნენ სტადიონზე და გვანახებდნენ.

  • Davita
    schedule 27 თებ 2022, 22:09
    #5

    ციტატა: Giorgi99
    ანუ დიდი პატივისცემის მიუხედავად პსჟ ში ამის როლი მპამბეს საგოლე გადაცემებია, თვითონ 7 გოლს როდისღა უნდა აცდეს? დროის დაკარგვაა მაგის პსჟ ში თამაში


    მბაპეც უკეთებს ასისტებს, პენალსაც არტყმევინებს მაგრამ მესი ვერაა ხოდზე, ამ კაცის ადგილი ბარსელონაა, სხვაგან ვერ ქაჩავს ისე როგორც ბარსაში

  • Moriba
    schedule 27 თებ 2022, 21:12
    #4

    კარგია ბეტისმა წააგო 2 თამაშით ნაკლები გვაქ 2 თუ მოვიგეთ 3 ვართ უეჭველი

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 27 თებ 2022, 21:05
    #3

    მეცოდება ეს კაცი პსჟ-ში

  • Iniesta_8
    schedule 27 თებ 2022, 20:03
    #2

    ციტატა: Giorgi99
    ანუ დიდი პატივისცემის მიუხედავად პსჟ ში ამის როლი მპამბეს საგოლე გადაცემებია, თვითონ 7 გოლს როდისღა უნდა აცდეს? დროის დაკარგვაა მაგის პსჟ ში თამაში


    მგონი ზუსტად ეგ აქვს დავალებული, რაც შეიძლება ბევრი უნდა გაატანინოს მბაპეს რომ დასარჩენად დაკეროს.

  • Giorgi99
    schedule 27 თებ 2022, 19:55
    #1

    ანუ დიდი პატივისცემის მიუხედავად პსჟ ში ამის როლი მპამბეს საგოლე გადაცემებია, თვითონ 7 გოლს როდისღა უნდა აცდეს? დროის დაკარგვაა მაგის პსჟ ში თამაში