ამაღამ “ბარსელონა” ლა ლიგის მომდევნო მატჩს გამართავს, თუმცა დღეს დილით გუნდი არ შეკრებილა – ჟურნალისტ ჩავი მიგელის გადაწყვეტილებით, დღევანდელი ვარჯიშის გაუქმების გადაწყვეტილება ჩავიმ მიიღო.
დიდი შანსია, ეს ცვლილება პერმანენტული იყოს და მხოლოდ დღევანდელ შეხვედრას არ შეეხოს. “ბარსას” მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მსუბუქი ვარჯიში, რომელსაც გუნდი, როგორც წესი, მატჩის დღეს მართავს, ფეხბურთელებს მხოლოდ ღლის და რეალურად არაფერს მატებს.
“ბარსას” დღევანდელი მეტოქე ბილბაოს “ატლეტიკია”. ბასკები სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებენ, “ბლაუგრანა” კი მეხუთეზეა და გამარჯვების შემთხვევაში ქულებით მადრიდის “ატლეტიკოს” გაუთანაბრდება, რომელსაც ორით მეტი თამაში აქვს ჩატარებული. სეზონის დასრულებამდე 12-13 ტურით ადრე პირველ და მეორე ადგილზე მყოფ “რეალთან” და “სევილიასთან” სხვაობა საკმაოდ დიდია, ჩემპიონთა ლიგის ზონის დანარჩენი ორი ადგილისთვის კი ამ წუთისთვის “ბარსას” გარდა “ატლეტიკო” და “ბეტისი” იბრძვიან.
სწორია
ოთხეულისთვის წესით სოსიედადიც იბრძვის, ვილიარეალიც. აბა ჩააგდოს 2-3 თამაში ბარსამაც და ატლეტიკომაც თუ არ ამოვარდებიან ორივე ლიგის წონიდან. დიდია კონკურენცია ამიტო ქულები მაქსიმალურად უნდა ვაგროვოთ.
"ჩემპიონთა ლიგის ზონის დანარჩენი ორი ადგილისთვის კი ამ წუთისთვის "ბარსას" გარდა "ატლეტიკო" და "ბეტისი" იბრძვიან".
ამ წუთისთვის რას ნიშნავს? ატლეტიკომ გუშინ მოუგო სელტას, ბეტისი დღეს 19.15. საათზე ეთამაშება სევილიას.