საინტერესო ფაქტები:
ეს “ბარსასთვის” მე–8 ფინალია,”მილანს” 7 ფინალი აქვს ნათამაშები.
“ბარსამ” 1979, 1982, 1989,2006 წლებში წააგო ფინალი,ხოლო 1992, 1997, 2009 წლებში გაიმარჯვა.
“პორტოსთვის” ეს მე–4 მატჩი იქნება,ისინი ზედიზედ ორჯერ 2003, 2004 წელსდამარცხდნენ,1987 წელს კი გაიმარჯვეს.
კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მონაწილეობდა სუპერთასის 1993 წელს გამართულ განმეორებით შეხვედრაშისადაც მისმა კლუბმა დაამარცხა ბრემენის “ვერდერი” ანგარიშით 2:1.ორი მატჩის ჯამში კი 3:2.
გვარდიოლა უკვე მწვრთნელი იყო 2009 წლის ფინალში სადაც დონეცკის “შახტართან” პედრო როდრიგესმა დამატებით დროში გამარჯვება მოუტანა ბლაუგრანას. ვალდესმა,ჩავიმ,მესიმ და პუიოლმა ითამაშეს “სევილიასთან” წაგებულ ფინალში 2006 წელს.
ადრიანო და დანი ალვესი იმ დროს “სევილიაში” თამაშობდნენ,დღეს კი “ბარსას” წევრები არიან.
სერხიო ბუსკეცის მამა კარლოსი,1992–93 წლის ორივე მატჩში სათადარიგო მეკარე იყო.
თუ “ბარსა” გაიმარჯვებს,გვარდიოლა გახდება მე–6 მწვრთნელი მსოფლიოში და პირველი ესპანეთში რომელმაც ეს ჯილდო მეორედ მოიგო.
თუ ბლაუგრანა გაიმარჯვებს ეს იქნება ტიტულის უსწრაფესი “დაბრუნება” “მილანის” შემდეგ,რომელმაც 2–ჯერ ზედიზედ მოიგო სუპერ თასი.1989,1990 წლებში.
კატალონიელებს სხვა ტურნირზეც უთამაშიათ მონაკოში,1993–94 წლებში მონაკოს წინააღმდეგ.
“ბარსა” 7–ჯერ შეხვდა პორტუს და აქედან 4 მატჩი მოიგო,3 კი დათმო.ბურთები 13:9.კატალონიელებს 11 თამაშია არ წაუგიათ პორტუგალიელებთან.
“პორტუს” უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში 36 მატჩი აქვთ ჩატარებული ესპანელებთან,აქედან 12 მოგება,5 ფრე,19 წაგება.
5 ფეხბურთელს უთამაშია ორივე კლუბში.ესენი არიან: ალოიზიო,ვიტორ ბაია, ფერნანდო კოუტუ, რიკარდო კვარეჟმა და დეკო.
სწორედ “პორტუს” წინააღმდეგ ითამაშა ლეო მესიმ თავისი პირველი მატჩი “ბარსას” პირველ გუნდში,ეს ფაქტი 2003 წელს იყო, მაშინ არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი 16 წლის იყო.