workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს რეშაკი: მესის წასვლაზე სიმართლე კვლავ არ ვიცით

კარლეს რეშაკი: მესის წასვლაზე სიმართლე კვლავ არ ვიცით

“ბარსელონას” ლეგენდა, კარლეს რეშაკი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ლეო კატალონიურ კლუბში უნდა დაბრუნდეს.

იგი პარიზში თავს კომფორტულად არ გრძნობს. ეს არის დაქირავებულთა გუნდი, რომელშიც ბევრი სახელოვანი ფეხბურთელია, მაგალითად, ნეიმარი, მბაპე და სხვები, მაგრამ გუნდი ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობს. ისინი იგებენ, რადგან ერთ დღეს ნეიმარი გამოიჩენს თავს, მეორე დღეს მესი, შემდეგ – მბაპე. კონკრეტულ თამაშებში ამოცანებს ასრულებენ, მაგრამ პსჟ, როგორც გუნდი, ჩამოყალიბებული არ არის,

ჩვენ მისი წასვლის შესახებ სიმართლე კვლავ არ ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ ოდესღაც ყველაფერი გაირკვევა. იგი აუცილებლად დაბრუნდება, მისი საფეხბურთო ცხოვრება აქ უნდა დასრულდეს.

– თქვა მან Super Radio Deportivo-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რეშაკი არის ადამიანი, რომელმაც მესი აღმოაჩინა. გასულ ზაფხულში არგენტინელი იძულებული გახდა, “ბლაუგრანა” დაეტოვებინა. ამის მიზეზი ლა ლიგაში მოქმედი სახელფასო რეგულაციები გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • shu1987
    schedule 23 თებ 2022, 20:00
    #6

    არ ვიცით და არც გვეცოდინება, ისე ბარსამანიაზე შემოიხედოს აქ ბევრმა იცის 🙂

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 23 თებ 2022, 13:57
    #5

    ციტატა: nika 54

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    ისე ახლა,რომ დავფიქრდეთ ჰოლანდს, რომ დაპირდნენ მესისთან ერთად თამაშს,მესიც წამოიყვანონ 1-2 წლით. ჰოლანდი რათქმაუნდა დათანხმდება, მესიც ბევრად უკეთ ითამაშებს ვიდრე პსჟ-ში და რავი მემგონი არ არის მთლად ფანტასტიკის სფერო,რადგან სახელფასო ჭერი ასე თუ ისე გამოსწორდა Spotify-ის დამსახურებით… ნეტავ ეს გამოვიდეს და ნეიმარის წასვლას ვაპატიებ ამათ😋❤️


    პსჟ ლეოს არ გამოუშვებს, ეს მისი მარკეტინგული სვლაა, ლეო იმდენად სპორტული შედეგისთვის არ უნდათ, ის ამისთვის უკვე დაბერდა, უფრო მედია პროექტია. მილიონზე მეტი მაისურია გაყიდული, და ეს გრძელდება. რატომ გაუშვებენ ესეთ შემოსავლიან ფეხბურთელს მინიმუმ კონტრაქტის ბოლომდე ანუ 2023 წლამდე. მანამდე კი ლეო 36 წლის იქნება. ისე რომ ან ჰოლანდი წავა სხვაგან ან უკვე ბარსას იქნება შეგუებული მესის გარეშე.


    მესიმ უნდა მოითხოვოს წასვლა :დდ

  • Albicelecte
    schedule 23 თებ 2022, 12:48
    #4

    ბარსასთვის 36 წლის ასაკშიც კარგი იქნება მესის დაბრუნება…
    აი მერე რომ ლიგას დადებს, კლასიკოსაც დამაჯერებლად იზეიმებს ბერნაბეუზე, მერე ალბათ ფეოლა დაწერს სტატიას სათაურით "მეფის დაბრუნება"
    სასიამოვნო იქნება, თუ როგორ დაერევა მადრიდელ მიუნხენელ თუ ლონდონელ ორკებს
    გინდა არაგორნი უწოდეთ და გინდაც ფროდო smiley

  • nika 54
    schedule 23 თებ 2022, 09:15
    #3

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    ისე ახლა,რომ დავფიქრდეთ ჰოლანდს, რომ დაპირდნენ მესისთან ერთად თამაშს,მესიც წამოიყვანონ 1-2 წლით. ჰოლანდი რათქმაუნდა დათანხმდება, მესიც ბევრად უკეთ ითამაშებს ვიდრე პსჟ-ში და რავი მემგონი არ არის მთლად ფანტასტიკის სფერო,რადგან სახელფასო ჭერი ასე თუ ისე გამოსწორდა Spotify-ის დამსახურებით… ნეტავ ეს გამოვიდეს და ნეიმარის წასვლას ვაპატიებ ამათ😋❤️


    პსჟ ლეოს არ გამოუშვებს, ეს მისი მარკეტინგული სვლაა, ლეო იმდენად სპორტული შედეგისთვის არ უნდათ, ის ამისთვის უკვე დაბერდა, უფრო მედია პროექტია. მილიონზე მეტი მაისურია გაყიდული, და ეს გრძელდება. რატომ გაუშვებენ ესეთ შემოსავლიან ფეხბურთელს მინიმუმ კონტრაქტის ბოლომდე ანუ 2023 წლამდე. მანამდე კი ლეო 36 წლის იქნება. ისე რომ ან ჰოლანდი წავა სხვაგან ან უკვე ბარსას იქნება შეგუებული მესის გარეშე.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 22 თებ 2022, 22:27
    #2

    ისე ახლა,რომ დავფიქრდეთ ჰოლანდს, რომ დაპირდნენ მესისთან ერთად თამაშს,მესიც წამოიყვანონ 1-2 წლით. ჰოლანდი რათქმაუნდა დათანხმდება, მესიც ბევრად უკეთ ითამაშებს ვიდრე პსჟ-ში და რავი მემგონი არ არის მთლად ფანტასტიკის სფერო,რადგან სახელფასო ჭერი ასე თუ ისე გამოსწორდა Spotify-ის დამსახურებით… ნეტავ ეს გამოვიდეს და ნეიმარის წასვლას ვაპატიებ ამათ😋❤️

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 თებ 2022, 21:58
    #1

    ვეთანხმები ყველაფერში, პსჟ მართლა არასრულფასოვანი კლუბია, აი მესის წასვლაზე კი ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით და იმედია გაირკვევა