ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 იანვარს მოხდა.

თამაშები

13 იანვარს “ბარსელონამ” 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1934 წელი

სარიაზე“ გამართულ ლა ლიგის შეხვედრაში “ბარსელონა“ “ესპანიოლთან“ ანგარიშით 1-3 დამარცხდა. სტუმართაგან გოლი ვენტოლრამ გაიტანა.

1946 წელი

“ბარსელონამ” “ესპანიოლი” 1-0 დაამარცხა. მარიანო მარტინის მიერ გატანილი ერთადერთი გოლი “ბარსასთვის” ლა ლიგაში მე-700 გამოდგა.

1947 წელი

დაიბადა “ბარსელონას“ ლეგენდა კარლეს რეშაკი. 1967-1981 წლებში მან ლა ლიგაში 328 თამაში ჩაატარა და 81 გოლი გაიტანა. ის გუნდს 1991, ასევე 2001-2002 წლებში წვრთნიდა. “ბარსელონაში“ თამაშის დროს რეშაკმა ლა ლიგა, ესპანეთის თასი (4), თასების მფლობელთა თასი და 2-ჯერ ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო. 1971 წლის ის პიჩიჩის ჯილდოს მფლობელი გახდა.

სწორედ კარლეს რეშაკმა გააფორმა მესის მამასთან ხელსახოცზე კონტრაქტი 2000 წელს.

1952 წელი

“ბარსელონამ“ “ატლეტიკო“ ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში 5-2 დაამარცხა. გოლები ვილამ (2), მანჩონმა, გონსალომ და ბასორამ გაიტანეს.

1990 წელი

დაიბადა “ბარსელონას“ ქალთა გუნდის ყოფილი ფრანგი ნახევარმცველი კეირა ამრაუი.

1992 წელი

“ბარსელონას“ ფორმის სპონსორი იტალიური Kappa გახდა.

1997 წელი

წინა დღეს “რეალ მადრიდის“ მიერ ქულების დაკარგვით “ბარსელონას“ ლა ლიგაში გალიდერების შანსი ჰქონდა, მაგრამ კატალონიელები საკუთარ კედლებში ანგარიშით 2-3 დამარცხდნენ “ერკულესთან“, რომელიც საბოლოოდ ლა ლიგიდან გავარდა, “ბარსელონა“ კი ჩემპიონ “რეალს“ 2 ქულით ჩამორჩა.

2013 წელი

მალაგასთან“ 3-1 მოგებით “ბარსელონამ“ ლა ლიგის ისტორიაში პირველი წრის საუკეთესო შედეგი აჩვენა – 18 მოგება და 1 ფრე.

2016 წელი

მუნირის დუბლით “ბარსელონამ“ “ესპანიოლი“ თასზე ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

2019 წელი

ეიბართან“ საკუთარ კედლებში 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ “ბარსელონას“  ლა ლიგაში მაისურით თავისი მე-400 გოლი გაიტანა

2020 წელი

“ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდე კიკე სეტიენმა ჩაანაცვლა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • ბასქუ10
    13 იან 2021, 17:09

    ბოლო ორი ამოუცნობი მოვლენა რატო იყო ბარსელონას მწვრთნელი დღემდე ვერ ვხვდები

  • me da barca
    13 იან 2021, 15:23

    სურათზე ორი ნაგავი.

  • M10 S9 D11
    13 იან 2021, 14:17

    2020 წლის 13 იანვარი ყველაზე დიდი ტკივილია ბარსას ისტორიაში

  • C.PC5
    13 იან 2021, 12:29

    რატო არ ჩამოიქცა შარშან ამ დროს ცა!! როცა სეტიენი დასამტვრევ ხელს აწერდა კონტრაქტს🤬

  • BEQA BARCA
    13 იან 2021, 11:07

    ბოლო ისტორიის გახსენება არ მინდა. საშინელი რა იყო. კიკეზე სულ ბაიერნი მახსენდებ.😡😡