პაულო დიბალა ბარსელონაში თამაშს ისურვებდა

პაულო დიბალა ბარსელონაში თამაშს ისურვებდა

“ბარსელონა” ზაფხულში თავისუფალი აგენტების ტრანსფერებზე აქტიურად იმუშავებს. კლუბს უფასოდ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეების დამატება შეეძლება. ერთ-ერთი ასეთი პაულო დიბალაა, რომელსაც “იუვენტუსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. 

Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი “ბარსაში” თამაშს სიამოვნებით დათანხმდებოდა. “იუვეს” ლიდერს ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობა სურს და “ბლაუგრანა” ერთ-ერთი ფავორიტი კლუბია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელები პაულოთი ადრეც ინტერესდებოდნენ.

წყაროს თანახმად, “ბარსელონა” 28 წლის ფეხბურთელის დონეს აფასებს, თუმცა ახლა პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი და დაცვის გაძლიერებაა. მიუხედავად ამისა, კლუბი თავისუფალ აგენტებს აქტიურად აკვირდება და ზაფხულში შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.

დიდი ალბათობით, დიბალა “იუვენტუსთან” ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და ზაფხულში გუნდს შეიცვლის. მისი შეძენა “ტოტენჰემსა” და მილანის “ინტერს” სურთ, თუმცა Sport-ის ცნობით, ფეხბურთელის პრიორიტეტი ესპანეთში თამაშია. 

“ბარსელონა” არგენტინელით სამი სეზონის წინაც დაინტერესდა, თუმცა მის ტრანსფერს სერიოზულად არასდროს განიხილავდა. მთავარი მიზეზი დიბალასა და ლეო მესის იდენტური სათამაშო პოზიცია იყო, რის გამოც ისინი ერთმანეთს ვერ შეეწყობოდნენ. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • me da barca
    23 თებ 2022, 02:41

    ამის მოყვანა დიდი შეცდომა იქნება.

  • nika 54
    22 თებ 2022, 19:59

    უფასოდ მოსვლა კარგია, მაგრამ ხელფასი რამდენი უნდა გაწვდება ბარსა? ჰოლანდი თუ მოვიყვანეთ სამი-ოთხი კაცის ხელფასი იმას დასჭირდება.

  • rivaldo80
    22 თებ 2022, 18:55

    აუ ეს სამუდამო ტალანტი აქ არ დავინახო შენი ჭირიმე უაზრო ხასიათების ფეხბურთელია.ეს კოუიტიონიც კი ვერ იქნება ბარსაში.

  • Don_Andresito
    22 თებ 2022, 17:59

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    დემბელე მიდის და დეპაიში გაცვა არ იქნებოდა ურიგო, ოღონდ ძირითად ნუ მოითხოვს აქ, ხშირ როტაციაში იქნება ტორესთან ალბათ


    გაცვლა არც იქნება საჭირო, უფასო ხდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით თუ მოვა მარა აღარ აქვს ის დონე, ნულოვანი სტაბიურობა, საერთოდ აღარ მომწონს. ხასიათის მოთამაშეა, ჭიჭყინა და პრეტენზიული. პოზიციურადაც ცრუ 9 ია და ჩვენ გამტანი 9 უფრო გვჭირდება. ფლანგზე ეს არ გამოდგება, არც სისწრაფე აქვს და არც საჭირო კრეატივი. დემბელე რო წავა სწრაფი მოთამაშეები დაგვჭირდება, არც ტორესია სწრაფი არც დეპაი. ფატი ტრავმიანია, ადამას ან გამოისყიდიან ან არა, რომც გამოისყიდონ მეეჭვება ძირითადის კაცად იქცეს. მაინც რაღაც აკლია. სწრაფი მარჯვენა ვინგერი გვინდა, კარგი დრიბლიორი. ანგელო გაბრიელი კარგი ბიჭი ჩანს, სანტოსში როა, შეძენის პრიორიტეტი კი გვაქვს და ვნახოთ.

  • shu1987
    22 თებ 2022, 17:50

    რაღა დროს დიბალაა, ამის ნათამაშები არ გაიშვას აწი, გუნდ ჰალანდი და მცველები ჭირდება..

  • EL MAESTRO 6
    22 თებ 2022, 17:12

    დემბელე მიდის და დეპაიში გაცვა არ იქნებოდა ურიგო, ოღონდ ძირითად ნუ მოითხოვს აქ, ხშირ როტაციაში იქნება ტორესთან ალბათ