workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
ბარსასთან თამაშის წინ ნაპოლიმ ქულები და დი ლორენცო დაკარგა

ბარსასთან თამაშის წინ ნაპოლიმ ქულები და დი ლორენცო დაკარგა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრა “ბარსელონას” მეტოქისთვის, “ნაპოლისთვის” წარუმატებელი გამოდგა. ნეაპოლელებმა ქულებიც დაკარგეს და გუნდის კიდევ ერთი ლიდერიც.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ნაპოლის” ლიდერის, ლორენცო ინსინიეს “ბარსელონასთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კატალონიელებთან ხუთშაბათს გასამართი შეხვედრისთვის ლუჩანო სპალეტიმ გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, მაგრამ ჯოვანი დი ლორენცოს ვერ შეელია.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ “ნაპოლიმ” გასავარდნ ზონაში მყოფ “კალიარისთან” ქულები დაკარგა, დი ლორენცომ კი პირველივე ტაიმში თავის არეში ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჯოვანი დი ლორენცო “ნაპოლისთვის”? დღევანდლამდე მან მიმდინარე სეზონში გუნდის ყველა თამაში სრულად ჩაატარა და ის ასეთი ერთადერთი მოთამაშე იყო. დი ლორენცო სპალეტისთვის აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და “ბლაუგრანასთან” მისი თამაში საეჭვოა.

“ნაპოლი” და “ბარსა” ერთმანეთს ევროპა ლიგაზე ხუთშაბათს, 24 თებერვალს იტალიაში დაუპირისპირდებიან. ესპანეთში გამართული პირველი თამაში 1-1 დასრულდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • me da barca
    schedule 23 თებ 2022, 02:02
    #15

    რაო, მათ გარეშეც წამოვიღებ 3 ქულასო? მაგრამ სამში რაღაცა წამოიღო.

  • shu1987
    schedule 22 თებ 2022, 18:04
    #14

    ათი დილორენცო ვერ უშველით მაგ ბულკებს, ჩავი შეჭამს ტაქტიკურად პლიუს ბრუნდება დაცვის ბურჯი და სიქიმა მინგესა აღარ იქნება…

  • nika 54
    schedule 22 თებ 2022, 15:13
    #13

    ციტატა: nikolozi96
    თამაში ხომ ხვალ არის 12ზე?


    ხვალ ლიგის თამაშებია, ევროპა ლიგა ხუთშაბათობით არის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 თებ 2022, 12:34
    #12

    ჩვენ არაუხო დაგვიბრუნდა და მშვენიერია

  • Sergio5
    schedule 22 თებ 2022, 11:45
    #11

    ციტატა: nikolozi96
    თამაში ხომ ხვალ არის 12ზე?


    ხუთშაბათი ღამე, პარასკევზე გადასული

  • nikolozi96
    schedule 22 თებ 2022, 09:47
    #10

    თამაში ხომ ხვალ არის 12ზე?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 22 თებ 2022, 08:32
    #9

    კარგია, ალბათ…

  • M10 S9 D11
    schedule 22 თებ 2022, 03:55
    #8

    მშვენიერია იმედია ინსინიეც არ ეყოლებათ

  • cruyff9
    schedule 22 თებ 2022, 02:44
    #7

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: cruyff9
    სირიკო გუნდი)))))))წელს ბარსასია ევროლიგა


    შენთან არაფერ შუაშია მეგობარო. ეს სიტყვები რომ წავიკითხე ჯერ უცნაური იყო რაღაცნაირად, არადა თითქოს აგერ ახლა იყო ნებისმიერ სეზონში რომ ვიძახდით ლიგა ბარსასიაო😔 ახლა კიდე ევროპა ლიგაა ჩვენი😒


    არაუშავს,ყველა გუნდს აქვს ჩავარდნა,,,იმედია მოიგებენ ესეც კარგია,ევროთასია ბოლობოლო და იმის ფონზე რო არაფრის იმედი მქონდა კარგი იქნება,ისე აათამაშა ჩავიმ რო თავისუფლად შეგვილია მოგება,,,მომავალი წლიდან კი სრული სვლით მწვერვალებისკენ

  • ROUCH
    schedule 22 თებ 2022, 01:52
    #6

    ციტატა: Tyler Durden
    ROUCH,
    სტუმრად გატანილი გოლი აღარ მოქმედებს, ორივე გუნდს გოლი აქვს გასატანი.


    ვიცი მარა მაინც დაცვაში ჩასხდებიან და კონტრაზე იჩალიჩებენ

  • Tyler Durden
    schedule 22 თებ 2022, 01:50
    #5

    ROUCH,
    სტუმრად გატანილი გოლი აღარ მოქმედებს, ორივე გუნდს გოლი აქვს გასატანი.

  • ROUCH
    schedule 22 თებ 2022, 01:39
    #4

    ფ. ტორესს რა ვუთხარი მაგ ჩენისას 1მაინც რო გაეტანა იტალიაში ჩავიდოდით დიდი უპირატესობით ეხლა კიდე როგორც 0-0 ისე მოგვიწევს თამაში ეს სიქიმებიც ჩასხდებიან დაცვაში და კიდე ერთი უღიმღამო მატჩი წავა

  • C.PC5
    schedule 22 თებ 2022, 00:55
    #3

    ციტატა: cruyff9
    სირიკო გუნდი)))))))წელს ბარსასია ევროლიგა


    შენთან არაფერ შუაშია მეგობარო. ეს სიტყვები რომ წავიკითხე ჯერ უცნაური იყო რაღაცნაირად, არადა თითქოს აგერ ახლა იყო ნებისმიერ სეზონში რომ ვიძახდით ლიგა ბარსასიაო😔 ახლა კიდე ევროპა ლიგაა ჩვენი😒

  • Frenkie de Jong 21
    schedule 22 თებ 2022, 00:47
    #2

    აუ ელემენტარული არაუხო ყოფილიყო და ამათ ცალი ფეხით ათრევდა სულ ძალიან გაუმართლა ნაპოლის ეგეთი ანგარიშით რომ დასრულდა

  • cruyff9
    schedule 22 თებ 2022, 00:20
    #1

    სირიკო გუნდი)))))))წელს ბარსასია ევროლიგა