workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ევროპა ლიგის დებიუტანტები

ევროპა ლიგის დებიუტანტები

ევროპა ლიგაზე “ბარსელონას” ბოლო გამოჩენიდან 18 წელი გავიდა. რანგით მეორე ტურნირზე კატალონიელებმა ბოლო შეხვედრა 2004 წელს, მერვედფინალში, გლაზგოს “სელტიკის” წინააღმდეგ გამართეს, სადაც შოტლანდიელებმა იმარჯვეს. მას შემდეგ, გასულ სეზონამდე, კლუბი ჩემპუონთა ლიგაზე ასპარეზობდა და მინიმუმ მეოთხედფინალამდე აღწევდა.

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსას” პირველი გუნდის 15 ფეხბურთელს ევროპა ლიგაზე (ყოფილი უეფას თასი) არასდროს უთამაშია. მაგალითად, ჟერარ პიკეს ამ ტურნირზე დებიუტი 35 წლის ასაკში ექნება. მის მსგავსად, ევროპა ლიგაზე ასევე პირველად ითამაშებენ: გავი, ნიკო, პუჩი, რობერტო, ფატი, დემბელე, ბრეითუეიტი, არაუხო, გარსია, ლანგლე, პედრი და ბუსკეტსი. 

რაც შეეხებათ სხვებს – ჟორდი ალბას ევროპა ლიგაზე 2009-10 და 2011-12 წლების სეზონებში, “ვალენსიას” რიგებში უთამაშია. აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობა ასევე მიუღიათ: სერჟინიო დესტს, ფრენკი დე იონგს (ორივეს “აიაქსში”), სამუელ უმტიტის (“ლიონი”), ნეტუს (“ვალენსია”, “ფიორენტინა”), ტერ შტეგენს (“გლადბახი”), ფერან ტორესს (“ვალენსია”), ადამა ტრაორეს (“ვულვზი”), მემფის დეპაის (“მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლიონი”, პსვ), პიერ-ემერიკ ობამეიანგსა (“არსენალი”, “ლილი”, “დორტმუნდი”) და ლუკ დე იონგს (“სევილია”, პსვ, “ტვენტე”, “გლადბახი”).

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც “ბლაუგრანამ” ევროპა ლიგაზე დაარეგისტრირა, ეს ტურნირი მხოლოდ ლუკ დე იონგს მოუგია – ნიდერლანდელმა ამის გაკეთება 2020 წელს, “სევილიასთან” ერთად მოახერხა, ფინალში “ინტერს” 2 გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. გარდა ამისა, რანგით მეორე საკლუბო გათამაშების მოგების გამოცდილება დანი ალვესსაც (ასევე “სევილიასთან” ერთად, თანაც 2-ჯერ) აქვს, მაგრამ ჩავიმ ის განაცხადში არ შეიყვანა.

ევროპა ლიგის 1/16-ფინალში “ბარსელონა” პირველ მატჩს ხვალ, თბილისის დროით 21:45 საათზე, “კამპ ნოუზე”, “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი წარმოგიდგენთ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 17 თებ 2022, 17:18
    #9

    აბა დე იონგს ქონია მოგებული და ეცოდინება როგორ უნდა ვითამაშოთ, მთავარია ყველა თამაშზე გამოიყვანის ჩავიმ ბოლო წუთებზე და მორჩა ბაზარი. თასი ბარსელონაში ჩამოვა.

    ციტატა: gecheche
    ატლეტიკომ ლევანტესთან წააგო

    როდის ითამაშეს?

  • gecheche
    schedule 16 თებ 2022, 23:59
    #8

    ატლეტიკომ ლევანტესთან წააგო

  • La Pulga10
    schedule 16 თებ 2022, 22:56
    #7

    ძლიერი ოპონენტია კი,მაგრამ ბარსას ვინმესი,რატომ უნდა ეშინოდეს.მოგებისთვის უნდა გავიდნენ და მაგის იმედიც გვაქვს.მჯერა,რომ ბოლომდე დაიხარჯებიან და გავიმარჯვებთ.

  • C.PC5
    schedule 16 თებ 2022, 22:49
    #6

    დამრჩენებისთვის იმედია პირველი და ბოლო იქნება, ვინც გასაშვებია ისედაც არ იმსახურებენ ევროპა ლიგაზე მეტს satisfied

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 თებ 2022, 22:39
    #5

    ციტატა: gecheche
    Futbol Club Barcelona,
    ხო ჩავის არ ესმის არაფერი დაცვა არ ყავს თორე ძაან კაი ფეხბურთს თანაშობს ჩავის გუნდი ახლა არ ვიცი ამ სეზონში თუ ტრიპლეტებს ელოდით არვიცი ამას უკეთესს ვერავის მოიყვანდა ბარსაში ლაპორტა თან გრძლევადიანი პროექტია ორთვიანი კიარა იმაზე კარგდაა ტაქტიკურად განსწავლული ჩავი ბევრს მწვრთნელს შეშურდრბა მაგარი ფეხბურთელები რო ყავთ და რას თამაშობენ თვითინაც არ იციან ამიტო ჩავი კიარ უნდა ლანძღონ იმათმა ფეხბურთის გარტყმაში როარაა უბრალოდ უნდა დაელოდოს პროცესისი მიმდინარეობას ამ ფეხბურთლებეჯთ მაქსიმუმი ოთხეულია მეტი არა ამ სეზონში მოშლილი და გაფარჩაკებული გუნდი ყველქ ასპექტში ჩაიბარა ამ კაცმა და აქ ზოგი ტრიპლეტებს ითხოვს და რატო ვერ უგებს გრანდებსო როცა გუნდებს ელემენტარული სკამი ყავს ისეთი ეგენი გადაახევენ ამ ფეხბურთელებს ბურთს თავზე ასე რო სანამ წესიერი დაცვა მეკარე და ერთი გამოცდილი ნახევარმცველი და არა დეიონგი არ ეყოლება გუნდს მანამდე ასე რთული თამაშების ჩატარება მოუწევს გუნდს და ჩავი იმაზე უკეთეს შედეგს დებს ვიდრე უნდა დაედო ამ სირმანჯო დებილი ფეხბურთელებით სხვა არც მოვიდოდა ასეთ გუნდში და მერე გავარდებოდით საერთოდ ლა ლოგიდან ასე რომ ჩავის ლანძღვა უსაფუძვლოა ყველენაირად

    მერედა ვის ესმის ეგ, ამ სეზონსი ვიცოდი რომ ასე იქნებოდა და ხან ფრე, ხან წაგება და ხან მოგება, მაქსიმუმი ოთხეულია, ზაფხულში თუ ტრანსფერებით გააძკიერეს გუნდი მომავალ წელს შეგვეძლება ყველაფრისთვის ბრძოლა, რამდენად მოგება არ ვიცი ნაგრამ არ შევრცხვებით, ჩავის რაც შეეხება პეპის ბარსაში ეგ იყო მთავარი ტვინი, ეგ გადასცემდა გუნდ ყველაზე კარგად პეპის დავალებებს და ეგ იყო ნთელი გუნდის მამოძრავებელი, ფეხბურთელობისასაც კი ეგ და პეპი ერთად იჯდნენ და ტაქტიკებს განიხილავდნენ, და ინდენად კარგად ერკვეოდა მაშინ ამ საკითხებში რომ ყველამ წინასწარ იცოდა რომ მწვრთნელად მოვიდოდა, რაც ჩავის შეუძლია ეგ ერთეულ მწვრთნელებს თუ შეუძლიათ, ბარსას ფილოსოფიაში გარკვევა ურთულესია თუ დაბადებიდან მაგას არ სწავლოდ, მაგიტომაა ლა მასიელები რომ დაფრინავენ ბარსაში, მე მჯერა ჩავისი და მგონია რომ მალე გუნდს დაალაგებს დროა საჭირო, მაგრამ ესენი ყველა ქულის დაკარგვაზე ჩავის აგინებენ და ლანძღავენ , ვითომ მაგისი ნახევარი მაინც იცოდნენ ფეხბურთში😏

  • gecheche
    schedule 16 თებ 2022, 22:30
    #4

    Futbol Club Barcelona,
    ხო ჩავის არ ესმის არაფერი დაცვა არ ყავს თორე ძაან კაი ფეხბურთს თანაშობს ჩავის გუნდი ახლა არ ვიცი ამ სეზონში თუ ტრიპლეტებს ელოდით არვიცი ამას უკეთესს ვერავის მოიყვანდა ბარსაში ლაპორტა თან გრძლევადიანი პროექტია ორთვიანი კიარა იმაზე კარგდაა ტაქტიკურად განსწავლული ჩავი ბევრს მწვრთნელს შეშურდრბა მაგარი ფეხბურთელები რო ყავთ და რას თამაშობენ თვითინაც არ იციან ამიტო ჩავი კიარ უნდა ლანძღონ იმათმა ფეხბურთის გარტყმაში როარაა უბრალოდ უნდა დაელოდოს პროცესისი მიმდინარეობას ამ ფეხბურთლებეჯთ მაქსიმუმი ოთხეულია მეტი არა ამ სეზონში მოშლილი და გაფარჩაკებული გუნდი ყველქ ასპექტში ჩაიბარა ამ კაცმა და აქ ზოგი ტრიპლეტებს ითხოვს და რატო ვერ უგებს გრანდებსო როცა გუნდებს ელემენტარული სკამი ყავს ისეთი ეგენი გადაახევენ ამ ფეხბურთელებს ბურთს თავზე ასე რო სანამ წესიერი დაცვა მეკარე და ერთი გამოცდილი ნახევარმცველი და არა დეიონგი არ ეყოლება გუნდს მანამდე ასე რთული თამაშების ჩატარება მოუწევს გუნდს და ჩავი იმაზე უკეთეს შედეგს დებს ვიდრე უნდა დაედო ამ სირმანჯო დებილი ფეხბურთელებით სხვა არც მოვიდოდა ასეთ გუნდში და მერე გავარდებოდით საერთოდ ლა ლოგიდან ასე რომ ჩავის ლანძღვა უსაფუძვლოა ყველენაირად

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 თებ 2022, 22:28
    #3

    ციტატა: Futbol Club Barcelona

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    მაინც მაქ რა იმედი რომ ნაპოლისთან თავს დადებენ და შედეგს მოიტანენ, მაინც ბარსელონაა რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოს, თან მწვრთნელი ისაა ვისაც ეს ყველაზე კარგად ესმის და გუნდი საბრძოლო ხასიათით უნდა გამოიყვანონ

    მწვრთნელს ფურცელზე ესმის, სახელიდან გამკმდჯნარე,თორემ რეალურად ბევრი არაფერი ესმის სამწუხაროდ

    რას გულისხმობ ვერ ვხვდები, ანუ ჩავის არ ესმის არაფერი? ოკ😉

  • serafime
    schedule 16 თებ 2022, 22:20
    #2

    მონდომებასა და თავდაუზოგავ თამაშს ველოდები ერთი სული მაქვს როდის დაიწყება. წინ ბარსა♥

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 თებ 2022, 21:51
    #1