ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა გაანცხადა, რომ მისი ოცნება მესისთან ერთანდ “ანჟიში” თამაშია.
“მინდა, რომ აქ ლეო მესი თამაშობდეს. რა? არც მე მეგონა, როცა მადრიდის “რეალში” ვთამაშობდი, რომ რუსეთში აღმოვჩნდებოდი. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ზაფხულში ვგონებ, რომ მეტი ტრანსფერი აღარ იქნება. შემდეგ კი კიდევ ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელი დაგვემატება.” – განაცხადა კარლოსმა.
შეგახსენებთ, რომ “ანჟიში” გადავიდა ყოფილი “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი სამუელ ეტო’ო.


