workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა რამდენიმე მეკარეს აკვირდება

ბარსელონა რამდენიმე მეკარეს აკვირდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” რამდენიმე მეკარით ინტერესდება – იმ შემთხვევაში, თუ კარის ახალი დარაჯის შეძენა აუცილებელი გახდება, კლუბი ერთ-ერთ მათგანს მოიყვანს.

წყაროს ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” იასინ ბონოს (“სევილია), ილან მელიეს (“ლიდსი”), ბარტლომეი დრონგოვსკის (“ფიორენტინა”), მარტენ ვანდევორტსა და ალბან ლაფონს (“ნანტი”) აკვირდებიან.

როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, “ბარსაში” მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მომავალი ეჭვქვეშ არაა, მიუხედავად იმისა, რომ ის საუკეთესო სეზონს არ ატარებს. კლუბისა და ჩავი ერნანდესისთვის გერმანელი ხელშეუხებელია.

რაც შეეხება გუნდის მეორე მეკარეს – ნეტუს “ბლაუგრანაში” დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა, მისი ხელფასის მოშორება კი კლუბსაც სურს, რადგან ფიქრობს, რომ, სათადარიგო მეკარის კვალობაზე, მას ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვს, თუმცა, ბრაზილიელის წასვლას სწორედ ეს ფაქტორი ართულებს – მურარა ხელფასის შემცირებას არ აპირებს.

ასევე, შესაძლებელია, რომ “ბარსელონამ” ნეტუს შემცვლელად, ახალი მეკარის შეძენის ნაცვლად, ინიაკი პენია გამოიყენოს, რომელიც კლუბმა სეზონის ბოლომდე “გალათასარაიში” გაანათხოვრა. “ბარსას” ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ტერ შტეგენის დუბლიორად სწორედ პენია დაიტოვოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 13 თებ 2022, 17:14
    #7

    ბონოს ვარიანტია კაი

  • nika 54
    schedule 12 თებ 2022, 14:10
    #6

    საინტერესოა, მეორე მეკარეობა აღარ უნდა და სადაც წავა აქაური ხელფასი კი უნდა, ალბათ ფიქრობს ყველგან ბართომეუსნაირი დებილები არიან. მოძებნოს გუნდი და წავიდეს ვინ უშლის თუ ბარსამ უნდა უპოვოს მდიდარი კლუბი? იქ თუ უნდათ მაგისთანები უფიქრია?

  • Fc Barca Batumi
    schedule 11 თებ 2022, 21:18
    #5

    ინიაკი დატოვეეეთ, მეკარეებზეც ფიქრი აუცილებელია, მაგრამ ახლა ნაადრევია, მთავარი სამიზნე ჰალანდი და გაუვალი დაცვა გვინდაააა

  • shu1987
    schedule 11 თებ 2022, 21:10
    #4

    შტეგენი რო წაუსიქიმებს ფაქტია, არასტაბილურია ბოლო წლებია ფაქტია თუმცა შტეგენზე უკეთესი ვინ მოგყავთ რომ გაუშვათ ???? ამ სიას კიდე ლამასიიდან ამოწიონ სჯობს სტიმული და შემართება უფრო იქნება აბა ისე ლამასიაშიეკარე აღარ გაჩერდება რომ ნახავენ სხვა მოყავთ…

  • Davita
    schedule 11 თებ 2022, 19:20
    #3

    მეკარე ისეთია საჭირო ვისაც ძირითადისთვის ექნება პრეტენზია თუარა შტეგენის ღლეობები ყელშია უკვე ამოსული, დიდი კონკურენციაა საჭირო

  • cruyff9
    schedule 11 თებ 2022, 19:10
    #2

    ციტატა: Futbol Club Barcelona
    Თუ ნაღდი ინფოა ავშენდით! პირველ რიგში მეკარეა შესაცვლელი თუ წარმატების მიღწევა გვინდა. მსოფლიოში Ბევრი ნორმალური და მაღალი დონის მეკარეა და მათ შორის ტერ შტეგენი ნამდვილად არ შედის! Ამ სიიდან კი დრაგოვსკის (და არა დრონგოვსკი/შმრონგოვსკი) და ლაფონს გავუწევდი რეკომენდაციას, ორივე ბარსას ფიფა 17-ის გუნდში მყავდა, როგორც ტალანტები.
    Რაც შეეხება ჩავის, რომელიც ჩემი ყველა დროის #1 საყვარელი ფეხბურთელია ორი უზარმაზარი მინუსი, რადგან დემბელეს და ტერ შტეგენს მაღალი დონის ფეხბურთელებად მოიაზრებს. Მეგონა მაესტრო ისეთივე გენია მწვრთნელი იქნებოდა, როგორიც ფეხბურთელი იყო, სამწუხაროდ ჩვეულებრივი შიბლიკოზა გამოდგა 😭


    მოგზავნილი ხოარახარ🤣🤣🤣🤣🤣

  • Messi,suaresu,neimari
    schedule 11 თებ 2022, 18:36
    #1

    Futbol Club Barcelona,
    კარგაზროვნებას აწვები ტერშტეგენი თუარარი მსოფლიოდონის მეკარე აბა ვინაა დონარუმა თუ მენდი?