“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი ჟერარ რომეროსთან ინტერვიუში ანდრეას კრისტენსენის შესახებ საუბრობს, რომელიც “ბლაუგრანას” სატრანსფერო სამიზნეა.
ფაბრეგასსა და კრისტენსენს “ჩელსის” რიგებში ერთად რამდენიმე სეზონი აქვთ გატარებული.
კრისტენსენს “ბარსას” უკავშირებენ და შემიძლია გითხრათ, რომ იგი შესანიშნავი ფეხბურთელია. ანდრეასი არის სწრაფი, ძლიერი და მოქნილი. იგი ძალიან კარგია ბურთთან ერთად და პოზიციის შერჩევისას. “ბარსასთვის”, იგი კარგი შენაძენი იქნება.
მე მას ერთადერთ რამეს ვურჩევდი, გახდეს უფრო აგრესიული, ხანდახან, ის ზედმეტად “კარგი ბიჭია”. ამას ერიკშიც (გარსია) ვხედავ. ისინი “კარგი ბიჭები” არიან, თანამედროვე ფეხბურთში კი “კარგი ბიჭი” ვერ იქნები.
ასევე, სესკმა თქვა, რომ “ატლეტიკოსთან” თამაშმა ძველი “ბარსელონა” გაახსენა.
– ამბობს 34 წლის ფეხბურთელი.
ფაბრეგასს “ბლაუგრანას” პირველ გუნდში 2011-2014 წლებში უთამაშია. ამჟამად, იგი “მონაკოში” ასპარეზობს.
არადა მე კრისტენსენი არ მომწონს ბარსას სტილში საერთოდ ვერ ჯდება .. იმედია ვცდები.. რა კრისტენსენი ტოო… მაგას ბებერი პიკე გაიფენს კიდე… პრემიერლიგიდან მოსული ხალხი ლალიგაში იჯვამს ფაქტია .. ერთი რონალდუა ვინც გაამართლა და რონალდუ სხვა ლეველზე იყო….
ამას როგორ უნდოდა ბარსელონაში თამაში, ხელფასიც კი შეიმცირა, მაგრამ ვერ მოერგო მაშინდელ სასტავს, ვერავინ ვერ ამოაგდო ძირითადიდან.
კრისტენსენი კაი როჟაა მაგრამ მათავარია ხელფასი არ მოითხოვოს ბევრი