გუშინ, მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხების შედეგად, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა მოახერხა.
მაშინ, როდესაც ჩავიმ “ბარსელონა” ჩაიბარა, გუნდი მე-9 პოზიციაზე იმყოფებოდა. კუმანთან და ბარჟუანთან ერთად, “ბარსას” შესაძლო 36-დან მხოლოდ 17 ქულა ჰქონდა მოგროვებული. ჩავის მოსვლის შემდეგ კი გუნდმა შესაძლო 30-დან 21 ქულის აღება შეძლო.
42 წლის სპეციალისტის ანგარიშზე 6 გამარჯვება (“ესპანიოლი”, “ვილიარეალი”, “ელჩე”, “მალიორკა”, “ალავესი”, “ატლეტიკო”), 3 ფრე (“ოსასუნა”, “სევილია”, “გრანადა”) და 1 მარცხია (“ბეტისი”), ბურთების შეფარდება – 17-10.
ამჟამად, “ბარსელონა” მესამეადგილოსან “ბეტისს” 2 ქულით ჩამორჩება. “რაიოსთან” გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხვევაში, კატალონიელები მესამე ადგილზე გადაინაცვლებენ.
ბეტისისთვის, რომ მოგვეგო ახლა ჩვენ ვიქნებოდიღ 4 ქულით წინ.
ჯერ სადაა მეორემდე ამოქაჩავენ, აქ კიდე ხავის მოსვლას ბევრი ძაან სკეპტიკურად უყურებს დღემდე და ლიგის ზონაშიც ვერ შევალთო გაიძახიან, მე ვფიქრობ კუმანი თავის დროზე რო გაეშვა ლაპორტას ახლა მოწინავე პოზიციაზეც იქნებოდა გუნდი.. პირველ წრეში ძაან ბევრი უაზრო ქულები დაიკარგა..
ის მარცხი ბეტისთან ყველაზე საწყენია. იქ რო ფრე მაინც გაგვეკეთებინა ახლა ბეტისზე ერთი ქულით წინ ვიქნებოდით და ერთი თამაშიც მარაგში გვექნებოდა.
ჰალანდი თუ მოიყვანეს რაღა ცენტრ ფორვარდი გინდა :დდდდ მცველი გვჭირდება ორივე ფლანგის და ცენტრალური
ჰალანდი გაია/გრიმალდო ლისანდრო მარტინესი და მაზრაუი
ამ ზაფხულს ჰალანდი მარცხენა მცველი მარჯვენა მცველი და ცენტრ ფორვარდი გვინდა და გაისად ლა ლიგა ჩვენი იქნება ლიგა არამგონია მარა ლა ლიგას ბოლომდე უნდა მიაწვნენ
ყველაფრის გათვალისწინებით( მცირე რესურსი, ბებრები, ბავშვები და კარგ ასაკში მყოფი სლეები), ჩავიმ მაგრად გასრთვა თავი ჯერ ჯერობით, მომდევნო წლიდან უკვე შედეგებსაც უნდა ველოდეთ, არ ვგულისხმობ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ლა ლიგის და სხვა ტურნირების მოგება თავისუფლად შეგვეძლება, ლიგაზე კი 1/4 ფინალამდე მინიმუმ მივალთ