workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე: დემბელეს სიტუაცია? ორივე მხარის მესმის

ჟერარ პიკე: დემბელეს სიტუაცია? ორივე მხარის მესმის

გუშინ, “ბარსელონას” ვიცე-კაპიტანი, ჟერარ პიკე, იბაი ლიანოსის სტრიმის სტუმარი იყო. 

სტრიმი, თითქმის, ორი საათი გაგრძელდა. გთავაზობთ პიკეს საინტერესო გამონათქვამებს სტრიმიდან:

დემბელეს სიტუაცია? ორივე მხარის მესმის. საუბარი ძალიან დიდ ფულზეა. ყველა აქვს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება და დაიცვას საკუთარი ინტერესები.
რომ იცოდე ესპანეთში პრესა როგორ მუშაობს… ყველაფერი კავშირებზეა დამოკიდებული. თუ რომელიმე ფეხბურთელს ან მწვრთნელს მეგობარი ჰყავს პრესაში, მათ არ აკრიტიკებენ და ისეთ სტატიებს შეხვდები, სადაც მათ იცავენ.
ჟურნალისტებთან არ ვმეგობრობ. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არასდროს ვიმეგობრებ, რადგან მინდა ხალხმა ობიექტურად შემაფასოს. მე მჭირდება კრიტიკა, როდესაც ცუდად ვთამაშობ და მჭირდება შექება, როდესაც კარგად ვთამაშობ.
მე სერხიო რამოსთან ყოველთვის საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა. უბრალოდ, ის “რეალს” წარმოადგენს, მე კი – “ბარსას”.
ამ წამს, ტელეფონით გიჟური ამბავი გავიგე. ვერ ვიტყვი, მაგრამ “ბარსას” შენაძენს არ ეხება.
ჩემს თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ. ყოველდღიურად აქტიური ცხოვრება ჩემთვის რთულია. ხანდახან, რამდენიმე დღით განცალკევება მჭირდება.
მინდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მცველობისთვის ისევ ვიბრძოლო.
მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ტოქსიკურ ხალხს ვეტყოდი, რომ გაა*ვან. 
ვფიქრობ, რომ ჰოლანდი ლა ლიგაში მოდის. ჩემს გვერდით საუკეთესო ფეხბურთელები მსურს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ჰოლანდსა და მბაპეს ერთ გუნდში ვერ ვხედავ.
მბაპესა და ჰოლანდის აქ ყოფნა კარგი იქნება როგორც ლა ლიგისთვის, ასევე, ზოგადად, ფეხბურთისთვის. თუ ისინი თავიანთ კლუბებს დატოვებენ, არ მგონია, რომ ერთ გუნდში გადავიდნენ.
ოსკარ მინგესას League of Legends-ი ძალიან მოსწონს, ხშირად თამაშობს.
არ ვიცი, რატომ ამბობენ, რომ კატალონიაში ესპანურად არ ვსაუბრობთ. ესპანური ძალიან კარგად ვიცით და ყოველდღე ვიყენებთ.
ერთხელ, “რეალში” გადასვლამდე, კრიშტიანუ “ბარსასთან” ახლოს იყო. ვინისიუსიც.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • alen halilovic
    schedule 31 იან 2022, 23:35
    #5

    კრიშტიანუ ახლოს იყო, ვინისიუსიც – ძაან კომიკური წინადადებაა 😀 საიდან სადაო

    პ.ს. არ ვიცი რატო აკრიტიკებთ, მართლა ქონდა ჩემი აზრითაც ცუდი პერიოდები 1-2-ჯერ, მარა ბოლო წლებია ძალიან მონდომებულია, მიკვირს კიდეც და დონე რომ აქვს სხვებზე მეტი ეგ სადაო არცაა

  • პავლოვიჩი56
    schedule 31 იან 2022, 19:32
    #4

    სუპერ ინტრიგანი!
    ამის გამო არ-ვერ მოვიდნენ ბარსაში… ვან დეიკი,ლიხტი, ასევე იერი მინამ დატოვა ბარსა და ძალიან ბევრი სხვა რამ.
    მესის წასვლაზე აღარ ვსაუბრობ.
    თ ა ხ ს ი რ ი ა…

  • nika 54
    schedule 31 იან 2022, 14:30
    #3

    ამას ვეღარ ვიტან მას შემდეგ, ლაპორტას კითხვაზე რო უპასუა არაფერი მოხდება მესის თუ გაუშვებო. და ამ დროს თვითონ დე ლიგთის მოყვანის სასტიკი წინააღმდეგი იყო. აი ეხლა თქვით რო ეს კაცი ობიექტურია.

  • Moriba
    schedule 31 იან 2022, 14:17
    #2

    მინგესა მაგას რო თამაშობს მიტოა და@ლეებული და მიტო ათრევს ყველა ჩვარივით

  • EL MAESTRO 6
    schedule 31 იან 2022, 12:44
    #1

    პუიოლი ამას რასაც ეუბნებოდა არაფერი ესმოდა ალბათ, რომ უთხრა მოკეტე და ფეხბურთზე კონცენტრირდიო, ამ ინტერვიუებს მაინც ვერ გადაეჩვია, ცუდს არაფერს ამბობს მაგრამ მაინც