“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა, თუ რისი სწავლა მართებს მის გუნდს “ბარსელონასდან”.
“ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ტოტენჰემთან” მატჩი დავთმეთ, იმიტომ, რომ ჩვენი ლაზარეთი სავსე იყო ტრავმირებული ფეხბურთელებით. დარწმუნებული ვარ, რომ, როცა ტრავმირებულები არ გვეყოლება “რეალთანაც” კი არ წავაგებთ შეხვედრას, ხოლო ჩვენზე ძლიერი მხოლოდ “ბარსელონა” იქნება.”
“არ მჭირდება გუნდის თავიდან აწყობა, მე მმართებს მხოლოდ განვითარება. “მილანი” არ არის სრულყოფილი, თუ საერთოდ არსებობს სრულყოფილება.”
“მაგალითად, როცა “ბარსელონა” ბურთს კარგავს, იმ წუთასვე იწყებენ მის დაბრუნებაზე ბრძოლას. სწორედ ამაში გვმართებს მათგან მაგალითის აღება.” – განაცხადა ალეგრიმ



