Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიკოლას ტალიაფიკო დარწმუნებულია, რომ “ბარსელონა” და “აიაქსი” მოლაპარაკებებს განაახლებენ და შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.
როგორც ცნობილია, არგენტინელ მარცხენა მცველს “კამპ ნოუზე” თამაში ძალიან სურს, თუმცა, იცის, რომ მისი ტრანსფერი უსმან დემბელეზეა დამოკიდებული – თუ ფრანგი გუნდს არ დატოვებს, “ბარსა” ახალი ფეხბურთელების დამატებას ვეღარ შეძლებს.
მარცხენა მცველის პოზიციაზე “ლურჯ-ბროწეულისფერები” ალექს გრიმალდოს დაბრუნების ვარიანტსაც განიხილავდნენ, მაგრამ, გავრცელებული ცნობების თანახმად, პორტუგალიურ კლუბს მისი გაშვება არ სურს.
სადღა აქვს ალბას სისწრაფე. რაც მაგას ძმებმა უილიამსებმა დამართეს თვითონ უნდა წასულიყო ნამუსი რო ქონდეს.
თუ დარჩენილი 26 საათის განმავლობაში ეს შლანგი გაუშვეს და ტალიაფიკო მოიყვანეს, ვირწმუნებ, რომ სასწაულებიც ხდება.
ძალიან მრავალფეროვანი ფეხბურთებლია და თან ჩემი აზრით კარგად შეეწყობა ლა ლიგას
ეს ალბას ბევრად აჯობებს. ალბასავით სწრაფი არაა მარა უფრო ჭკვიანიცაა და მრავალფეროვანიც ალბასავით ერთფეროვანი არაა
მემრის კი მარა ამ ზამთარს რავიცი დემბელეს წასვლაზეა დამოკიდებულიო და იმან კიდე გაფშიკა ფეხები სიტყვა წადის გაგონება არ უნდა
არ ჰყავს კონკურენტი და ვინ უნდა ათამაშოს სხვა, მაგიტომაც უნდათ ტალიაფიკო
ერთ რამეს ვერ ვხვდები, ჩავი მაინც ალბას ათამაშებს და ამის მოსვლის აზრი ??? თუ ამას ათამაშებს მაშინ ალბა უნდა გაუშვან… ალბას წინ აწევას თუ ფიქრობს აზრი ?? ერთფეროვანი პასებით ვერაფერს იზამს, გუნდი თუ გვინდა მოიხოდოს აუცილებლად ყველა ბებერი უნდა წავიდეს სეზონის ბოლოს და ბოლომდე სრული ნდობა ახალგაზრდებს.
კაი ფეხბურთელია შეტევაში და დაცვაშიც კარგად თამაშობს მე ვფიქრობ მოსაყვანია. პს რით ვერ გაასხმევინეს ამ დემბელეს რაა ტიპი რადონის ჩლუნგია