workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვარო მორატა, შესაძლოა, იუვენტუსში დარჩეს

ალვარო მორატა, შესაძლოა, იუვენტუსში დარჩეს

Goal Italia-ს ინფორმაციით, ალვარო მორატას თაობაზე “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს.

მადრიდელებს სურთ, “ბარსამ” ესპანელი მოთამაშის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევრო გადაიხადოს და ამასთან, დიეგო სიმეონე მეტოქის გაძლიერებას არ გეგმავს.

შესაბამისად, მორატას “ბლაუგრანაში” პოტენციური ტრანსფერი ძალიან გართულებულია და, მიუხედავად იმისა, რომ “იუვენტუსმა” დუშან ვლაჰოვიჩი შეიძინა, ალვარო, შესაძლოა, იტალიაში დარჩეს.

ამჟამად, ესპანელი “ატლეტიკოდან” სწორედ “იუვეშია” განათხოვრებული. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 29 იან 2022, 13:42
    #3

    დიეგო სიმეონე მეტოქის გაძლიერებას არ გეგმავს.
    რა კარგია არა? ჩვენ ვართ მარტო სულელები. სუარესი რო ვაჩუქეთ ჩემპიონი გავხადეთ და ამ დროს სულ არ გვიფიქრია მეტოქის გაძლიერება-დასუსტებაზე. ჩვენ ადამიანზე ვფიქრობდით რომელსაც სხვა გზა არ ქონდა და იძულებით უნდა წასულიყო იტალიაში. იმიტომ რო პატივს ვცემთ ფეხბურთელებს. ესენი კიდევ მორატას მოასხდნენ თითქოს დღესაც არ ჯობნიდეს სუარესი ამათ აფსაიტში დაბადებულს. ყავდეთ არსად დაეკარგოთ. გუშინწინ თუ არ ვცდები ურუგვაიმ სუას გოლით მოიგო.

  • me da barca
    schedule 29 იან 2022, 01:45
    #2

    სიკეთეში მოიხმარეთ

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 იან 2022, 22:25
    #1

    აქ არ მომითრიონ, ნაადრევად გამიჭაღარავებს თავს