ბარსამ ფაბიო ბლანკო დაარეგისტრირა და ალფა დიონკუ შეიძინა

ბარსამ ფაბიო ბლანკო დაარეგისტრირა და ალფა დიონკუ შეიძინა

ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, “ბარსელონამ” სარეზერვო გუნდში ფრანკფურტის “აინტრახტიდან” ახლახან შეძენილი ფაბიო ბლანკოს დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაცია მოამზადა, შესაბამისად, ის “ბარსა ბ-ში” თამაშს შეძლებს.

ახალგაზრდა კატალონიელები მომავალ მატჩში “რეალ მადრიდ კასტილიას” დაუპირისპირდებიან. მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდულ “კლასიკოში” მონაწილეობას აბდე ეზალზული, ფერან ჟუტგლა და ალეხანდრო ბალდეც მიიღებენ.

გარდა ამისა, Sport-ის ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ალფა დიონკუსთან შეთანხმებას მიაღწიეს. იგი ბოლოს “სან ფერნანდოში” ასპარეზობდა, მანამდე კი “მანჩესტერ სიტის” აკადემიაში ირიცხებოდა. სენეგალელს თამაში როგორც ცენტრალურ, ასევე მარჯვენა მცველად შეუძლია. ის “ბარსა ბ-ს” მალე შეუერთდება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 29 იან 2022, 14:00

    იმედია არ შერცხვებიან კლასიკოში.