SER-ის ინფორმაციით, ადამა ტრაორე “ბარსელონაში” იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე, სეზონის ბოლომდე გადმოვა – შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
წყაროს ცნობით, “ბარსასა” და “ვულვზს” დეტალების დაზუსტებაღა დარჩათ. კლუბში მიაჩნიათ, რომ ესპანელი შემტევის მოყვანა მოკლევადიან პერსპექტივაში ყელსაყრელი ვარიანტი იქნება, რაც ჩავი ერნანდესსაც მოსწონს.
როგორც ESPN იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელის ხელფასი მინიმალური იქნება, რის გამოც, უსმან დემბელეს საკითხის მიუხედავად, კატალონიელები მის დარეგისტრირებას უპრობლემოდ შეძლებენ.
ტრაორე “ბლაუგრანას” შეტევას ტემპს შემატებს და მოწინააღმდეგის დაცვის ხაზში ქაოსს გამოიწვევს, ცენტრში კი თავის საქმეს ფერან ტორესი შეასრულებს. ადამა შესანიშნავი დრიბლიორია, თუმცა, მომენტების რეალიზებაში მოიკოჭლებს.
SER-ის თანახმად, “ბარსელონამ”, “ტოტენჰემის” ესპანელი მოთამაშის, ბრაიან ხილის კანდიდატურაც განიხილა.
ახლახან, სანდო იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, “ვულვერჰემპტონი” ტრაორეს კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების ჩადებას ითხოვს. “ბარსა” სეზონის ბოლომდე მის ხელფასს მთლიანად დაფარავს. მხარეები შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ.
ვულვზში ერთი პერიოდი სასწაულად თამაშობდა!
ახლახან, სანდო იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ვულვერჰემპტონი" ტრაორეს კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების ჩადებას ითხოვს.
გამოსყიდვის უფლება კი ბატონო, მაგრამ არა გამოსყიდვის ვალდებულება.
ნუ ადამაა რა;
დემბელეს ოდენს ვინმე გააფუჭებდა გუნდში? რაც მაგას მომენტები აქვს განიავებული, შეტევები ჩაშლილი და ბურთი უაზროდ დაკარგული, გული მერეოდა ხოლმე რომ ვუყურებდი მაგის საცოდაობას;
ეს ქე მაინც ირბენს, იპრესინგებს, გაამწავავებს და ბურთსაც დაიჭერს ფლანგზე
ფლანგიდან გადაცემები ეხერხება როგორც მახსოვს
ტრაორე : " აბა ყველანი დარბაზში ! шагом марш
აბა ბუსკეტსი ალბა და პიკე მივიდნენ შტანგებთაან
" …..მოკლედ ფეხბურთელი რა იქნება ვნახავთ მაგრამ კარგი ფიტნეს ინსტრუქტორი კი იქნება აშკარაა 
ტრინკაო სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ მისცეს ვულვზს და აქეთ ზამენის ფეხბურთელი მოგვყავს მაქედან. უმაგრესი სატრანსფერო პოლიტიკაა აშკარად.
ეს გაიქცევა და ბუსკეცი წელმოტეხილი ძაღლივით გაეკიდება, ვერავინ ჩაყვება როგორც დემბელესთანაა ხოლმე და ადგება და ამ უკანასკნელივით დაარტყამს ტრა*ში ან ცოტა უკეთესად. გამოსყიდვის უფლება კიდე აუცლიბელია, იქნება და ათამაშდა ტრინკაოში გავცლით და ეგაა.
ლამასიელობას თავი გავანებოთ რაც დემბელესგან განსხვავებით კულეს ნიშნავს, მეორეს შევხედოთ ამას დემბელესავით ბურთი არ ებლანდება და უაზროდ არ კარგავს დარტყმაც არ აქვს ნაკლები, კაპიკებში მოყავთ და რას ერჩით, ისე ამბობთ ვერ გაქონდა და ა.შ. ვულვზში თამაშობდა სიტიში კიარა, აი ნახავთ ბარსაში შედეგი გაცილებით უკეთესი ექნება და დაიტოვებენ.
მე მომწონს ეს ტრანსფერი,სისწრაფე აშკარად გავკლია შეტევაში,თან მინიმალური ხელფასიო,ლამასიელიო,სეზონის ბოლომდე იჯარით,თან არც ყიდულობენ, ფაქტიურად გვჩუქნიან 6 თვით,აშკარად გამოგვადგება♥️
იდეალურია, მე მივესალმები ამის მოსვლას, ისაა წინ რაც აკლია გუნდს ტემპი, ამისგან გატანას არც მოითხოვენ ეს უფრო სწრაფი ჯანზეა და მოწინააღმდეგის მცველების დასაწიოკებლადაა სხვები იხეირებენ, ამას ცოტა ხავი გამოთლის და ნახეთ დემბელეზე გაცილებით მეტს მიცემს გუნდს.
კიბორკი
ეს ლა მასიელი არაა?! ამ მხრივ მაინც აჯობებს დემბელეს, თუ რამე, სკამზე იქნება და საჭიროების შემტხვევაში დადგება
კაროჩე ესეც კაი უტვინოა , მაგრამ აბდეს კი აჯობებს , მომკლა მაგისმა თხასავით ერთ ხაზზე სირბილმა და ,,კუთხურის მოპოვებამ" . ეხლა აქ ჩავარდნა ადამას , თორე 2 წლის წინ კარშიც ურტყავდა , პასსაც აკეთებდა და მარტო უგებდა მანჩესტერ სიტის , ცოტა თუ გამოფხიზლდა რაღაცაში მაინც გამოვიყენებთ , თან ბარსაში მონდომებით უნდა ითამაშოს წესით
დემბელე გვყავდა 4,5 წელი და ამას ვერ გავუძლებთ 6 თვე.
იცით რა მიკვირს სასტავი საუბრობს რომ ოთხეულში შესვლა დიდი ომი იქნება ანუ ვგულოსხმობ რომ შესაძლოა ლიგის გარეშე დავრჩეთ და შანსები 50/50ზეა
არადა ასე რატომ უნდა იფიქრო როდესაც ბარსელონას გულშემატკივრობ არმესმის, ბოლობოლო სისხლიანი კონკურენცია არაა პრემიერლიგასავით ეს ლა ლიგაა, იმაზე ფიქრიც არმინდა რეალი, სევილია და ატლეტიკო მოხვდნენ ლიგის ზონაში და მეოთხე კლუბი ბეტისი ან სოსიედადი იყოს ჩვენს მაგივრად, პროსტა აი რატო ბოლობოლო ბეტისს და სოსიედადს ჩვენზე მეტი ოთხეულისთვის მოხვედრის შესაძლებლობა რა გააჩნიათ?კაი სასტავი არ გვყავს ბევრი ტრამვაა, ჩავარდნაა მაგრამ ერთი მეორეზე რომ შევადაროთ ფეხბურთელები ხო ცა და დედამიწაა მაინც? ერთი რა უპირატესობაც აქვთ დალაგებული სიტუაცებია გუნდში,შეთანხმებულ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ იმ რესურსით რა რესურსიც გააჩნიათ, მაგრამ რესურსი არა ჩვენზე მეტი. ჩვენთან ახლოსაც ვერ მოვლენ, ჩვენ დღემდე არვიცით რას ვთამაშობთ და შენების პროცესში ყავს ჩავის გუნდი, მაგას გაუთავებელი ტრამვებიც ემატება ლაზარეთს რომ გადავხედე რამის გული წამივიდა :დ მაგრამ ამის მიუხედავად აი ის რომ სოსიედადმა ან მსგავსი დონის გუნდმა ლიგის საგზური აგახიოს მიაყენე მთლიანი გუნდი კედელთან თავის ჩავიანად და რასტრელ… .
საერთოდ რაზეა საუბარი.
არა რა გამოსყიდვის უფლება,ხო არ გაგიჟდნენ.